საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№452-IIს
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიური ანგარიშის მოსმენა;“.

2. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 213

1. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს – საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს − წევრებს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან.“.

3. 228-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ამ ანგარიშს პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს.

7. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ, აძლევს მას რეკომენდაციებს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად ან სვამს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს.“.

4. 239-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული საქართველოს ეროვნული ბანკი – საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი − ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ შესაბამისი ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

 

ქუთაისი,

10 მარტი 2017 წ.

N452-IIს