„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№57/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017311
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №57/ნ

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის №23 გრაფით გათვალისწინებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის საჯარო სკოლას შეეცვალოს ნუმერაცია და გახდეს №2, ხოლო №24 გრაფით გათვალისწინებული დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის საჯარო სკოლა – №1.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, 112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის გრაფა №23 და №24  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

23

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №2 საჯარო სკოლა

  დაბა ფასანაური

           დაწ-საბ

24

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლა

  დაბა ფასანაური

        დაწ-საბ-საშ

“.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა