„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.057.016241
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №6

2017 წლის 15 მარტი

ქ. ბათუმი

 


„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით (სსმ, 05.03.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016159) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სხვა მომიჯნავე სფეროში).“;

ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.“;

გ) მეორე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლება ფინანსური, ეკონომიკური, იურიდიული ან/და მომიჯნავე სპეციალობით. “;

დ) მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების ან/და ტურიზმის მიმართულებით).

2. ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.“;

ე) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ქვეპუნქტი:

„გ1) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის I-III თავები“;

ვ) მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების ან/და ტურიზმის მიმართულებით).

2. ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.“;

ზ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის I-III თავები.“;

თ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.“;

ი) მე-9 მუხლის მე-4–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ოპერატიულ სისტემებთან და კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება: DOS/WINDOWS/LINUX/MACOS; MS office applications, Google Services, Windows, Dreamweaver, Photoshop, PHP 5.+, CSS 2.0/3.0, HTML v4, HTML v5, Jumla, Wordpress.

5. ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (სერვერები, სვიჩები, მარშრუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები).

6. გრაფიკულ ან/და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

7. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება.“;

კ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მთავარი სპეციალისტის (სისტემური ადმინისტრატორი) თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სპეციალობით).

2. ოპერატიულ სისტემებთან მუშაობა (DOS/WINDOWS/LINUX/MACOS);

3. ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის (სერვერები, სვიჩები, მარშუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები) არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.

4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება.“;

ლ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მთავარი სპეციალისტის (გრაფიკოს-დიზაინერი და ონლაინ პროექტების მენეჯერი) თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის/კომპიუტერული გრაფიკის ან მომიჯნავე სპეციალობით).

2. ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

3. სარეკლამო, დიზაინის ან/და პოლიგრაფიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება. სასურველია დამატებით ონლაინპროექტების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

4. ოპერატიულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (WINDOWS ან MACOS);

5. გრაფიკული და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Photoshop, Corel ან Illustrator. Ms Office. სასურველია 3dsMax, Maya ან ანალოგიური 3D პაკეტის ცოდნა.

6. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება.“;

მ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წამყვანი სპეციალისტის (ვებადმინისტრატორი და სოციალური მედია მენეჯერი) თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებების ან/და ტურიზმი მიმართულებით).

2. ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

3. სასურველია ონლაინპროექტების სფეროში მუშაობის 1-წლიანი ან მეტი გამოცდილება.

4. ვებგვერდის ადმინისტრირების და სოციალური მედიახელსაწყოების მართვის გამოცდილება.

5. ოპერატიულ სისტემასთან, გრაფიკულ და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება – WINDOWS, PHOTOSHOP, MS OFFICE.

6. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 8 ივლისის №13 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დებულება“.

ნ) 161 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლება ეკონომიკური, ფინანსური ან/და სხვა მომიჯნავე სპეციალობით.“;

ო) მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური, ფინანსური ან/და სხვა მომიჯნავე სპეციალობით).“;

პ) მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ჟ) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„4. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, eDocument და eHRMS-ში მუშაობის ცოდნა-გამოცდილება.“;

რ) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.“;

ს) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„4. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, eDocument და eHRMS-ში მუშაობის ცოდნა-გამოცდილება.“;

ტ) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ე) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.“;

უ) 22-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„წამყვანი სპეციალისტის (ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი) თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:“;

ფ) 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. უმაღლესი განათლება, სასურველია იურიდიული.“;

ქ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, eDocument და eHRMS-ში მუშაობის ცოდნა-გამოცდილება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე