სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 20.03.2017
გამომცემი ორგანო გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
ნომერი №1/ნ
სარეგისტრაციო კოდი 360160000.61.073.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია ზავრაშვილი | სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის
დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის
ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
სსიპ –
გარემოს
ეროვნული
სააგენტოს
უფროსის
ბრძანება №1/ნ
2017 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №49 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების’’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ’’ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელიმაია ზავრაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება
ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ლიცენზიის გამცემი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო);
ბ) აუქციონი – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით გამართული ღია (ელექტრონული ან მის გარეშე) ან დახურული აუქციონი;
გ) პრეტენდენტი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით განაცხადის შემომტანი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირი;
დ) კონკრეტული ფასი – პრეტენდენტის მიერ ზუსტად განსაზღვრული თანხის ოდენობა მასში გარკვეული ცვლადების მითითების გარეშე;
ე) A კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – დეტალურად დაძიებული, ასათვისებლად სრულყოფილად მომზადებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის კოეფიციენტი შეადგენს 1-ს;
ვ) B კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის განლაგების პირობების ძირითადი მახასიათებლები შესწავლილია და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,95-ს;
ზ) C1 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის განლაგების პირობები, ფორმა, აღნაგობა და ა.შ. განსაზღვრულია მიახლოებით და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,7-ს;
თ) C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის მარაგი – წინასწარ შეფასებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგი, რომლის კონტური პირობითად გადის გეოლოგიურად ხელსაყრელი სტრუქტურების ან სამთო ქანების კომპლექსების უბნებზე და მისი კოეფიციენტი შეადგენს 0,6-ს;
ი) P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის რესურსი –
სასარგებლო წიაღისეულის საპროგნოზო მოცულობა.
მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი და ლიცენზიის გამცემი ორგანოები
1. დებულება არეგულირებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით აუქციონის ჩატარებისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.
2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვების მიზნით ტარდება ღია ან დახურული აუქციონი. ღია აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის ჩატარების ფორმაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონული ფორმით ღია აუქციონი ტარდება სააგენტოს ინტერნეტგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge- ს მეშვეობით IV თავით დადგენილი წესით.
3.დახურული აუქციონის გამართვის თაობაზე, განსაკუთრებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას იღებს და აუქციონს აცხადებს ლიცენზიის გამცემი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
თავი II. აუქციონის ჩატარების ორგანიზაციული ღონისძიებები და ლიცენზიის საწყისი ფასის განსაზღვრის წესი
მუხლი 3🔗. აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. აუქციონის გამართვის მიზანია:
ა) ღია აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიენიჭოს იმ პრეტენდენტს, რომელიც რესურსით სარგებლობისათვის ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს სახელმწიფოს;
ბ) დახურული აუქციონის ჩატარებისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს პრეტენდენტებს, მათ მიერ შემოთავაზებული თანხის პროპორციულად.
2. აუქციონი ტარდება ღია წესით და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
3. აუქციონი შეიძლება გაიმართოს:
ა) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შენობაში;
ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სხვა მისამართზე;
გ) ელექტრონულად ვებგვერდზე www.eauction.ge.
4. ლიცენზიის გამცემი ორგანო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის გამართვის თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ტარდება ელექტრონული ფორმით, – ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge, აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;
ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;
დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
ზ) აუქციონის საწყის ფასს;
თ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.
6. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სახის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს იგი;
ბ) განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
ე) დამატებით წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დახურული აუქციონის შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს ღიად, ხოლო დალუქული კონვერტით წარმოდგენილი უნდა იყოს კონკრეტული ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასზე ნაკლები.
8. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი, რომელიც გამოქვეყნდება აუქციონის შესახებ განცხადებასთან ერთად.
9. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ დროსა და საათს ლიცენზიის გამცემ ორგანოში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განცხადება აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე, აუქციონი, გამოცხადებული პირობებითა და სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნებით, გამოცხადებულად ითვლება აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე ლიცენზიის გამცემის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია ქვეყნდება იმავე ფორმით, რომლითაც გამოქვეყნებულ იქნა შესაბამისი აუქციონი.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემ ორგანოში აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე პირველი განცხადების შემოტანიდან მე-4 სამუშაო დღეს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირველი განცხადების შემოტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლიცენზიის გამცემის მიერ სხვა ვადა არ იქნა განსაზღვრული), წინასწარ გამოცხადებულ საათს, ხოლო განცხადებების მიღება მთავრდება აუქციონის ჩატარების წინა სამუშაო დღეს .
მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება მთავრდება გამოცხადებულ დღეს, და საათს, რის შემდეგაც შემოსული განაცხადები არ მიიღება, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის მიღების ბოლო დღე დაემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო, პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. ღია აუქციონის შემთხვევაში, თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, პრეტენდენტი იღებს სპეციალურად აუქციონისათვის დამზადებულ (კომპიუტერულად დაბეჭდილ) ე.წ. „მონაწილეობის ბილეთს“, რის შემდეგაც იგი იძენს მონაწილის სტატუსს.
4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მაძიებელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს ბე. ბეს ოდენობა ლიცენზიის გამცემის მიერ განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და იგი არ შეიძლება იყოს ლიცენზიის საწყისი ფასის 10%-ზე ნაკლები.
5. პრეტენდენტს ღია აუქციონში ვერგამარჯვების შემთხვევაში უბრუნდება გადახდილი ბე, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ბეს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შემოთავაზებულ ფასში.
6. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) პრეტენდენტი ღია აუქციონზე არ გამოცხადდა;
ბ) დახურული აუქციონის შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში).
მუხლი 5🔗. უარი აუქციონში მონაწილეობაზე
აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება პრეტენდენტი, თუ:
ა) დაგვიანებით წარმოადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) მან წარადგინა წინასწარ ყალბი, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია (მათ შორის, ქვითარი, რომელიც ადასტურებს მაძიებლის მიერ ბეს გადახდას);
გ) იგი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
მუხლი 6🔗. ლიცენზიის საწყისი ფასი
1. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი დგინდება შემდეგი ფორმულით:
ა) სადაც:
ა.ა) Y – სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასია;
ა.ბ) Q – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის, მათ შორის A,B,C1,C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე P კატეგორიის საშენი მასალების (გარდა ქვიშა-ხრეშისა) და P კატეგორიის სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლის მთლიანი მოცულობა (ტონა, მ3, გრამი ან სხვა), სადაც –
A,B,C1,C2 კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის, ასევე P კატეგორიის საშენი მასალების, რომლის კოეფიციენტი შეადგენს 0.4-ს (გარდა ქვიშა-ხრეშისა), მოცულობა გამოიანგარიშება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კატეგორიების შესაბამის კოეფიციენტებზე ნამრავლის ჯამით. ნებისმიერი (A,B,C1 ,C2 ,P) კატეგორიის ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში Q შეადგენს ქვიშა-ხრეშის მთლიან მოცულობას შესაბამის კოეფიციენტებზე გამრავლების გარეშე, ხოლო P კატეგორიის სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლის შემთხვევაში მტკნარი წყლის მთლიან მოცულობას.
ა.გ ) L – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში). ამასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის მერქნული რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას L-ის ოდენობა განისაზღვრება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებული მასალებით დგინდება ტყის მერქნიან სახეობათა ჯგუფი და შესაბამისი კატეგორია;
ა.დ) K – დისკონტირების კოეფიციენტი 0,15;
ა.ე) n – ლიცენზიით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ვადა (წლებში);
ა.ვ) t – პერიოდები წლების მიხედვით.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ფასი, როგორც წესი, დგინდება შემდეგი ფორმულით:
შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს.
3. P კატეგორიის სასარგებლო წიაღისეულის რესურსის (გარდა საშენი მასალებისა), სამეწარმეო (გარდა ჩამოსასხმელი და წყალმომარაგების მიზნისა) დანიშნულებით გამოსაყენებელი მიწისქვეშა მტკნარი წყლისა და იმ სასარგებლო წიაღისეულის რესურსების, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ლიცენზიის გამცემთან, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულის, როგორიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევეში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გამცემთან დაცული ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა) აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
შენიშვნა: ამ ფორმულით განსაზღვრულ პირობით აღნიშვნებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მოყვანილ პირობით აღნიშვნებს, ხოლო: Q1 – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში განსაზღვრული ბუნებრივი რესურსების მოცულობა, რომელიც ტონებსა და მ3-ში განისაზღვრება 200 ერთეულით (გარდა საშენი მასალისა), ხოლო გრამებში, კილოგრამებში, კარატებსა და კ.კალორიებში – 200 000 ერთეულით. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული ფორმულით დაანგარიშებული ფასი შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით.
4. იმ სასარგებლო წიაღისეულ რესურსებზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება ლიცენზიის გამცემთან, ასევე P კატეგორიის იმ სასარგებლო წიაღისეულზე, როგორიცაა: შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გამცემთან დაცული ინფორმაცია, სასარგებლო წიაღისეული რესურსების თაობაზე არ ასახავს არსებულ რეალობას და სურს ხელახლა შეისწავლოს იქ არსებული რესურსის სახეობა და რაოდენობა, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასი არ შეიძლება შეადგენდეს 10 000 ლარზე ნაკლებს. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიისათვის განკუთვნილი ფართობი აღემატება ჰექტარის ზუსტ მახასიათებელს, ფართობის მეტობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება დამატებით 500 ლარის ოდენობით, თუნდაც ეს ფართობი არ იყოს 1 ჰექტრამდე დამრგვალებული.
5. სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვრება თითოეულ ჰექტარზე 10 ლარის ოდენობით.
6. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აუქციონის საწყისი ფასი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება ლიცენზიის გამცემის მიერ ამ მუხლში განსაზღვრული აუქციონის საწყისი ფასის შესაბამისად.
თავი III. აუქციონის ჩატარების პროცედურები
მუხლი 7🔗. ღია აუქციონის ჩატარების პროცედურა
1. ღია აუქციონი ტარდება საჯაროდ.
2. ღია აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფი (შემდგომში – მეაუქციონე).
3. პრეტენდენტი ღია აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარადგენს „მონაწილის ბილეთს“ და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
4. მეაუქციონე ადარებს გაცემული ნომრიანი დაფის რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობას, რითაც აზუსტებს, რამდენი პრეტენდენტი ესწრება ვაჭრობას.
5. ღია აუქციონზე გამოტანილი რესურსით ვაჭრობის დაწყებისას, მეაუქციონე საჯაროდ აცხადებს ღია აუქციონზე გამოტანილი რესურსის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, მის საწყის ფასს). ღია აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რესურსის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით.
6. პრეტენდენტი, რომელსაც სურს დაიწყოს ვაჭრობა, ზევით სწევს თავის ნომერს ისე, რომ თვალსაჩინო იყოს „მეაუქციონისათვის“ და ასახელებს თავის ფასს. თუ ამ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, „მეაუქციონე“ აფიქსირებს მას და სთხოვს პრეტენდენტებს გააგრძელონ ვაჭრობა მანამ, სანამ რომელიმე „პრეტენდენტი“ არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება „პრეტენდენტი“, რომლის შეთავაზებული ფასიც მისი სამჯერ გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდება ყველაზე მაღალ შეთავაზებულ ფასად.
7. სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობს ბიჯის მეშვეობით და იგი საწყისი ფასის არაუმეტეს 10%-ის ტოლია.
8. ბიჯი წარმოადგენს თანხის იმ ოდენობას, რომლითაც პრეტენდენტმა შეიძლება გაზარდოს სხვა პრეტენდენტის მიერ დასახელებული ფასი. ფასის გაზრდა ბიჯის ოდენობაზე ნაკლები თანხის ოდენობით დაუშვებელია.
მუხლი 8🔗. დახურული აუქციონის ჩატარების წესი
1. დახურული აუქციონი ტარდება საჯაროდ.
2. დახურულ აუქციონს ორგანიზებას უწევს და ატარებს ლიცენზიის გამცემის შესაბამისი ქვედანაყოფი.
3. ლიცენზიის გამცემი პრეტენდენტების წინადადებებს განიხილავს მათ მიერ შემოთავაზებული ფასიდან გამომდინარე.
4. ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ დღესა და საათზე ლიცენზიის გამცემის მიერ იხსნება კონვერტები.
5. პრეტენდენტებს და მის უფლებამოსილ წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაესწრონ მხოლოდ კონვერტის გახსნას.
6. ლიცენზიის გამცემი იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას ბუნებრივი რესურსების დადგენილი კვოტის განაწილების შესახებ.
7. ლიცენზიის გამცემი გადაწყვეტილებას დახურული აუქციონის შედეგების თაობაზე როგორც წესი, აცხადებს კონვერტ(ებ)ის გახსნის დღეს. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს აღნიშნული გამოაცხადოს კონვერტის გახსნიდან არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
8. კვოტის განაწილება ხდება თითოეულ პრეტენდენტზე მათ მიერ შემოთავაზებული ფასების პროპორციულობით შემდეგი ფორმულის მიხედვით:
Vi
Yi = ———————————— X Q
Vi +V2 +…+Vn
სადაც:
ა.ა) Yi – ცალკეული პრეტენდენტის მიერ მოსაპოვებელი ბუნებრივი რესურსის მოცულობა; (i=1, 2, 3 …n);
ა.ბ) Vi – ცალკეული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი;
ა.გ) n – პრეტენდენტების რაოდენობა;
ა.დ) Q – ბუნებრივი რესურსების მთლიანი მოცულობა.
9. თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული თანხა ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასზე ნაკლებია, მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
მუხლი 9🔗. აუქციონის ჩაშლა
1. ღია აუქციონი ცხადდება ჩაშლილად, თუ:
ა) ლიცენზიის გამცემ ორგანოში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განაცხადი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
ბ) აუქციონზე არ გამოცხადდა არც ერთი პრეტენდენტი;
გ) არც ერთმა „პრეტენდენტმა“, რომელიც ესწრებოდა აუქციონს, საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღო;
დ) არ იქნა შემოთავაზებული საწყის ფასზე მაღალი ფასი;
ე) ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე მის მიერ დასახელებულ თანხას (რომელიც დაფიქსირებულია ოქმში);
ვ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
2. დახურული აუქციონი ჩაშლილად ცხადდება, თუ:
ა) ლიცენზიის გამცემთან არ იქნა წარმოდგენილი სააუქციონე მოთხოვნებით განსაზღვრული რაოდენობის განაცხადი აუქციონში მონაწლეობის მიღების თაობაზე;
ბ) თუ არც ერთი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არ შეესაბამება მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 10🔗. აუქციონის შედეგების გაფორმების წესი
1. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრებიდან 3 დღის ვადაში დგება ოქმი, რომელშიც აისახება ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები.
2. ოქმს ხელს აწერს:
ა) ღია აუქციონის შემთხვევაში გამარჯვებული, ხოლო დახურული აუქციონის შემთხვევაში – აუქციონში მონაწილე ყველა პირი;
ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსი და მდივანი (ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი).
3. აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში პრეტენდენტს ერთმევა გამარჯვებულისა და მასზე გათვალისწინებული კვოტის მიღების სტატუსი.
4. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი ჩაიშალა, დაუყოვნებლივ ფორმდება არშემდგარი აუქციონის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ლიცენზიის გამცემი ორგანოს შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსი და მდივანი, აგრეთვე ის პრეტენდენტები, რომლებიც ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 11🔗. ანგარიშსწორების წესი
1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არაუგვიანეს თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შემოთავაზებულ ფასს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს ცალკეულ ობიექტზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის ანგარიშსწორების განსხვავებული წესი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება მომდევნო პირველი სამუშაო დღის ბოლომდე.
4. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ამ მუხლით ან აუქციონის გამოცხადებისას დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი (ვადაგადაცილებული) თანხის 1%-ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომელთა გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვეულის გამოვლენის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
5. აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
თავი IV. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 12🔗. ზოგადი დებულებანი
1. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონს ატარებს ლიცენზიის გამცემი მისი ვებგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction .ge-ს მეშვეობით.
2. ამ დებულებით გათვალისწინებული ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის მეშვეობით პირს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია.
3. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ასევე ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
მუხლი 13🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება
1. ლიცენზიის გამცემი ორგანო, ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction .ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.
2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;
ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;
გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღს და დროს;
დ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების თარიღს და დროს;
ე) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;
ვ) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ზ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
თ) აუქციონის საწყის ფასს;
ი) ბეს თანხის ოდენობას;
კ) ბიჯის ოდენობას;
ლ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.
მუხლი 14🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. რეგისტრაციის საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონულ აუქციონში რეგისტრაცია უთანაბრდება განცხადების მიღებას.
3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება.
4. გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) პირის შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია;
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) „ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა;
დ) საბანკო დაწესებულების, მათ შორის „ინტერნეტ ბანკინგის“ მეშვეობით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა.
5. პრეტენდენტმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, ბე და სალიცენზიო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.
6. პრეტენდენტს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) პრეტენდენტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქცონში;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 15🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში პრეტენდენტის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში.
3. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინრეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონი იწყება (ტარდება) ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ თარიღსა და დროს.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
8. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ლიცენზიის გაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
მუხლი 16🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, პრეტენდენტის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან ლიცენზიის გამცემ ორგანოს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს პრეტენდენტის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ იგი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება პრეტენდენტის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. პრეტენდენტი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს შესაბამისი ლიცენზია;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
3. პრეტენდენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასს.
მუხლი 17🔗. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა
ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია;
ბ) ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;
გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 18🔗. ანგარიშსწორება ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში
1. პრეტენდენტის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე საბოლოო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასვე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.
2. აუქციონის გვერდზე პრეტენდენტისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. პრეტენდენტი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.
3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, პრეტენდენტისთვის ხელმისაწვდომია ლოტის საბოლოო თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (პრეტენდენტი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში პრეტენდენტი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პრეტენდენტს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ლიცენზიის ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.
6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ამ მუხლით ან აუქციონის გამოცხადებისას დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.
7. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
8. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;
ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.
9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 19🔗. დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.