საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №428
2017 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა თვის„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს:
ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 01 04) პროგრამის ფარგლებში განისაზღვროს არაუმეტეს 123 ერთეულით;
ბ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ (პროგრამული კოდი: 35 02 02) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 484 ერთეულით;
გ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 01) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 315 ერთეულით, მათ შორის, 15 ერთეული შტატგარეშე მომუშავე „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფარგლებში;
დ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „C ჰეპატიტის მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 03 02 12 01) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 30 ერთეულით;
ე) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „რეფერალური მომსახურების“ (პროგრამული კოდი: 35 03 03 09) პროგრამის ფარგლებში, განისაზღვროს არა უმეტეს 20 ერთეულით;
ვ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 35 05 02) ფარგლებში, განისაზღვროს არაუმეტეს 36 ერთეულით;
ზ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არაუმეტეს 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომუშავეებიდან „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფარგლებში 15 შტატგარეშე მომუშავის საშუალო შრომის ანაზღაურება განისაზღვროს არაუმეტეს 5 500 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №2631 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი