📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2017
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2017
matsne.gov.ge 474 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წარჩინებული სტუდენტებისათვის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის მუნიციპალური სტიპენდიის დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 08.01.2026 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 29.01.2016 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №35 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 30.05.2017 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 28.03.2018 მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 27.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2017 წლის 17 მარტი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  დაფინანსების გაცემის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №3 დადგენილება (matsne.gov.ge, 11/02/2016, ს/კ 010250050.35.152.016249). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი დანართი №1 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  დაფინანსების გაცემის წესი მუხლი 1🔗 1. წინამდებარე წესი არეგულირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  დაფინანსების გაცემის პირობებს, მიმღებთა  კატეგორიებს,  მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და  გასაცემი თანხის ოდენობებს. 2. ამ წესის მიზნებისათვის სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, ასევე პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით. 3. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2017 წლის 31 დეკემბერი. მუხლი 2🔗 1. დაფინანსების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 22 ლარს თითოეული სტუდენტისათვის. 2. სტუდენტების დაფინანსება განხორციელდება  წლის განმავლობაში, გარდა ივლისის და აგვისტოს თვეებისა. მუხლი 3🔗 1. დაფინანსების  პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა სიას ადგენს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სიის განახლება უნდა განხორციელდეს მინიმუმ ერთხელ მაინც ყოველ სასწავლო სემესტრში. 3. დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს  შემდეგი დოკუმენტები: განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, პირადობის მოწმობის ან აიდი ბარათის ასლი და ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მუხლი 4🔗 1. სტუდენტების დაფინანსება უნდა მოხდეს დამტკიცებული სიის მიხედვით, შემდეგი წესით: ა) დაფინანსების პერიოდის პირველი თვის დასაწყისში გამგეობის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ოდენობის თანხის ჩარიცხვა სპეციალურ სამგზავრო ბარათზე; ბ) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში გამგეობა უზრუნველყოფს სტუდენტის სამგზავრო ბარათის შევსებას მე-2 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე; გ) დაფინანსების პერიოდის დასრულებისათვის სამგზავრო ბარათზე დარჩენილი ნაშთი დაუბრუნდება დუშეთის მუნიციპალიტეტს. 2. სტუდენტის სამგზავრო ბარათით შესაძლებელია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებით  მგზავრობის ღირებულების გადახდა, რომელშიც დამონტაჟებულია სპეციალური ტერმინალი. 3. დაუშვებელია სტუდენტის სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანა ან ბარათის გამოყენება სხვა მიზნით. 4. სტუდენტის მიერ სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანის ან ბარათის სხვა მიზნით გამოყენების შემთხვევაში, გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. 5. შეღავათი დაწესდეს შემდეგ სამარშრუტო გზაზე:  ქ. დუშეთი - ქ. თბილისი; ქ. თბილისი - ქ. დუშეთი. მუხლი 5🔗 1. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.