კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/21
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება#2/21

2017 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის #02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4) .

 გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე

დანართი

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1.

15731175_1174192839301565_1282863333_n

დაბახნების წყარო

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ.

არქიტექტურის

XVIII-XIX საუკუნეები

სს

DSCN3229

“ნათლისმცემელი”

ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოჟიო

არქიტექტურის

XIXსაუკუნისIნახევარი

 

IMG_2835

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. დედალაური

არქიტექტურის

XIX საუკუნე

 

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯონია

არქიტექტურის

XI-XII საუკუნეები