სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 14.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №491
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023334
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2017
matsne.gov.ge 180 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 13.09.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „დიარონისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 08.11.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 11.10.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მტკვარი ჰესისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 14.12.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰერბიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 05.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება № 491 2017 წლის 14 მარტი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილს (პ/ნ: 01001001769) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, გლდანის I მ/რ-ში, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ არსებული 480 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.11.12.015.116). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში; ბ) ფიზიკურ პირ გია ოქრუაშვილის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                                                                გიორგი კვირიკაშვილი