„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.161.016315
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2017 წლის 21 მარტი

ქ. გარდაბანი

 

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენისა და შესაბამისი ზონირების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 2/02/2017, 200230000.35.161.016308) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის 36–ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) აუქციონის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირაფი ორუჯოვი