📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2017
ძალის დაკარგვა 01.02.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 410 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2017 მიღება
01.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2017 წლის 21 მარტი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მაისის №14 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 20/05/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016212). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ქალაქ ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:   ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი - Img; ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი - ITL; გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი - C; დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი - K. მუხლი 2🔗  ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს    1,0-ით. მუხლი 3🔗  მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100. მუხლი 4🔗  მიწის ნორმატიული ფასი ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn= Img  x  ITL  x  C  x  K, სადაც: ა)  Img  - ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს - 0,37-ს; ბ) ITL   - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით შეადგენს - 1,0-ს; გ) C     - საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია - 0,24 ლარით; დ) K   - ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია - 100-ით; ე) Cn=  0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი). მუხლი 5🔗 ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ერთი კვადრატული მეტრი  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა)  ქალაქ ვანის ტერიტორიაზე - 8,88 ლარით; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე - 4,00 ლარით; გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის   საავტომობილო გზების 50 მეტრის    რადიუსში - 6,00 ლარით; დ)  დასახლებათა შორის არეალებში - 3,00 ლარით.