1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზანია საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესება.
2 დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვაზე, მათ დოკუმენტირებასა და ფუნქციონირებაზე ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესისა და პროცედურებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დაწესებულების თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია მისი საქმიანობა იყოს შესაბამისობაში ხელმძღვანელის მიერ შემუშავებულ ან/და დაწესებულებაში არსებულ კონტროლის მექანიზმებთან.
4. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომმა ხელმძღვანელმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს, რომ მიზნები შეესაბამებოდეს არსებულ ბიუჯეტს და რომ ეს მიზნები იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში გაწერილი.
5. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ფარგლებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზანია გაუმჯობესდეს სახელმწიფო სერვისების მართვის ხარისხი, შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებით:
ა) მენეჯერული ანგარიშვალდებულების სისტემის გაძლიერებით;
ბ) ხელმძღვანელი პირებისთვის მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანების ჩამოყალიბებით;
გ) ხელმძღვანელი პირებისთვის უფლებამოსილების იმგვარად დელეგირებით, რომ მათ შეძლონ შესაბამისი ამოცანების ეფექტიანად და პროდუქტიულად მიღწევა;
დ) ხელმძღვანელი პირებისთვის ყველა საჭირო ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდების უზრუნველყოფით, იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები;
ე) ისეთი ანგარიშვალდებულების სისტემის არსებობით, რომელიც დაავალდებულებს ხელმძღვანელ პირებს, უზრუნველყონ მიზნების მიღწევა მოცემული ბიუჯეტის, დროისა და იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომლებიც განუსაზღვრა მათ ზემდგომმა ხელმძღვანელმა ან მოთხოვნილია კანონმდებლობით, ასევე სრულ შესაბამისობაშია ნებისმიერ შიდა ფინანსურ და სხვა რეგულაციებთან, მათ შორის, ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებთა