⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.04.2018)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.03.2017
ძალის დაკარგვა 11.04.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 344 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2017 მიღება
11.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2017 წლის 22 მარტი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ” ქვეპუნქტის,  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა. ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის ოდენობით; ბ. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის, ასევე საკაბელო (ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის 0.25 ლარის ოდენობით; გ. გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის: ა. ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0.30 ლარის ოდენობით, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით; ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებულ  100000-მდე ქულის  მქონე  ოჯახებისთვის ერთ   სულ მოსახლეზე 0.20 ლარის ოდენობით. ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. 3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებლის განაკვეთები: ა. კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით; დ. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 300 000 ლარის ოდენობით; ე. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის  30 მარტის  №5 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 01/04/2016, 210020010.35.142.016137).      მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი