სს „სასწავლო ავიაცენტრის“ აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება (სს) „სასწავლო ავიაცენტრის“ს (საიდენტიფიკაციო კოდი: 208141991) აქციონერთა განმეორებითი საერთო კრების მოწვევის თაობაზე

 შეტყობინება

მოწვევის განმახორციელებელი პირი: სს „სასწავლო ავიაცენტრის“ გენერალური დირექტორი, მედეა გელაშვილი (პირველი კრების თავმჯდომარე)

 

2017 წლის 3 აპრილს, სს „სასწავლო ავიაცენტრის“ (შემდგომში, საზოგადოება) იურიდიულ მისამართზე: აეროპორტი 0158 „სასწავლო ავიაცენტი“, 14 საათზე, გაიმართება სს „სასწავლო ავიაცენტრის“ აქციონერთა განმეორებითი საერთო კრება (შემდგომში, კრება).

კრებაზე დასწრების უფლება გააჩნიათ საზოგადოების აქციონერებს, რომლებსაც ექნებათ აქციებზე საკუთრების უფლება სააღრიცხვო დღისათვის,- 2017 წლის 21 მარტის მონაცემებით.

გაცნობებთ, რომ ამა წლის 20 მარტს დანიშნული იყო ამავე დღის წესრიგით აქციონერთა საერთო კრება. გამომდინარე იქედან, რომ კრებაზე არ გამოცხადნენ საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული რაოდენობის აქციონერები (სულ ცოტა 75 %), წესდების მე-7 მუხლის 7.3 პუნქტის საფუძველზე ხორციელდება განმეორებითი (ახალი) კრების მოწვევა, რა დროსაც კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება კაპიტალის არანაკლებ 25% მფლობელთა დასწრების შემთხვევაში.

კრების დღის წესრიგი:

1. საზოგადოების ფინანსური აუდიტის დასკვნის განხილვა;

2. ბიუჯეტის წინაშე არსებული საზოგადოების დავალიანების საკითხის განხილვა და დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

3. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდა და გაზრდილი ოდენობის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციების გამოშვება/განთავსება (კრებაზე წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის/გათვლების მიხედვით);

4. აქციონერთა მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმება მხოლოდ კონკრეტული, დღის წესრიგში მითითებული, ოპერაციის მიზნებისათვის;

5. საზოგადოების აქციონერისათვის, მედეა გელაშვილისათვის პირველ პუნქტში მითითებული აქციების (რომლითაც იზრდება საწესდებო კაპიტალი) საკუთრებაში გადაცემა მისი მხრიდან საზოგადოების მიმართ არსებული ფულადი მოთხოვნის საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით განხორციელების სანაცვლოდ;

6. განხორციელებული ცვლილებების (კაპიტალის გაზრდა აქციათა გამოშვების გზით, აქციონერისათვის გადაცემა) შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვისა და კანონისმიერი რეგისტრაციის უზრუნველყოფის დავალება საზოგადოების გენერალური დირექტორისათვის.

წარმოდგენილ დღის წესრიგთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას იძლევიან, რათა განხორციელდეს საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის, მათ შორის აქციონერისა და ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების საკითხის ადეკვატური შეფასება, დავალიანების დაფარვის გზების განხილვა და აქციონერისა და ბიუჯეტის დროული დაკმაყოფილება საზოგადოებისათვის ფინანსურად ნაკლებად დამაზარალებელი ოპერაციების ხარჯზე (აქციონერებს უფლება აქვთ საზოგადოების დირექტორისაგან მოითხოვონ და მიიღონ სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 9 თებერვლის სხდომის ოქმი, რომელშიც დაწვრილებით აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც ეფუძნება აღნიშნული რეკომენდაცია).

კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურა:

საზოგადოების აქციონერებს შეუძლიათ, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეამოწმონ კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება, რაც გამოიხატება წინამდებარე შეტყობინებაში მითითებული სააღრიცხვო დღისათვის მათ საკუთრებაში არსებული აქციათა კლასისა და რაოდენობის თაობაზე ინფორმაციის მიღებაში, საზოგადოების აქციათა რეესტრის დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, „საქართველოს რეგისტრატორი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205156374), მდებარე მისამართზე: მოსაშვილის ქ.11.

 გარდა ზემოაღნიშნულისა, აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ საზოგადოების დირექტორს და გამოითხოვონ მათი კრებაში მონაწილეობისა და მათ განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის წერილობითი დასტური.

 აქციონერები კრების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას პირადობის მოწმობის, პასპორტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე.

 დასაშვებია წარმომადგენლობა სათანადოდ გაფორმებული, ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

 

სს „სასწავლო ავიაცენტრის“ გენერალური დირექტორი            მედეა გელაშვილი