⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.11.2022)
გაუქმებულია:

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2017
ძალის დაკარგვა 08.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №137
სარეგისტრაციო კოდი 270180000.10.003.019846
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,235 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2017 მიღება
08.11.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში
შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში
მუხლი 2
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში
სსსმ პირი) – რომელსაც აქვს სიძნელეები სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და/ან სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია და/ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება
მუხლი 2
სააგენტო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო
მუხლი 2
ბენეფიციარი
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ და სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ ამ ღონისძიების ფარგლებში, მათ შორის, ადაპტირებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმების სურვილს
მუხლი 2
დამსაქმებელი
კერძო სამართლის სუბიექტები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ შშმ/სსსმ პირების დასაქმებას
მუხლი 2
შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (შემდგომში - სუბსიდირება)
შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (50%-იანი დაფინანსებით, არაუმეტეს 460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში
მუხლი 2
ვაუჩერი
სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისათვის გადაცემული, დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად, მათ შორის, ადაპტირებულ სამუშაო ადგილებზე. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს
მუხლი 2
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი
პირი, რომელიც ახორციელებს შშმ და სსსმ პირთა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების, დაცვისა და შენარჩუნების მხარდაჭერას
მუხლი 2
ადაპტირებული სამუშაო ადგილი
შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლის მოთხოვნისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად, სათანადო ტექნიკური საშუალებებით (პანდუსები, მაგიდა, ბილიკები, ხელსაბანი, საპირფარეშო და ა.შ.) აღჭურვილი, ბენეფიციარის შესაძლებლობებთან ადაპტირებული კონკრეტული სამუშაო პოზიცია. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია იმ დამსაქმებელთა რეესტრის ფორმირება, რომლებიც ფლობენ ან უზრუნველყოფენ ადაპტირებულ სამუშაო ადგილებს.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №137 2017 წლის 23 მარტი    ქ. თბილისი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების“ საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2181 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი №1 დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების  პროგრამა  მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება. მუხლი 2🔗. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია: ა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება (დანართი №1.1); ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.2); გ) საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება (დანართი №1.3); დ) პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.4); ე) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დასაქმების ხელშეწყობის მოდელების პილოტირების – სამუშაო ადგილების ადაპტირებისა და შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით) (დანართი №1.5); ვ) დასაქმების ფორუმების მოწყობა (დანართი №1.6); ზ) შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ (დანართი №1.7); თ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება (დანართი №1.8); ი) დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა (დანართი №1.9). მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო და მექანიზმები 1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 676 000 (ექვსას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარით. 2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი: 35 05) გათვალისწინებული ასიგნება. 3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით. მუხლი 4🔗. პროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. 2. დამსაქმებლები. 3. სოციალური პარტნიორები. 4. მასმედიის წარმომადგენლები. მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. სააგენტო ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კვარტალურად.                                                                                                                           დანართი №1.1 შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით. სტატისტიკური ინფორმაციის რეპორტების მექანიზმის დახვეწა-განვითარება. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. www.worknet.gov.ge-ის მოდულების: ვაკანსიებისა და დამსაქმებლებისათვის გამიზნული სერვისების სრულყოფა-განვითარება. 2. www.worknet.gov.ge-ში სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და რეპორტინგის დამუშავება. 3. სამუშაოს მაძიებლებისა და ვაკანსიების ავტომატური თავსებადობის პროცედურის შემუშავება და დანერგვა. მუხლი 3🔗. შესრულების ინდიკატორი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) მოდულები – სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების უკუკავშირი და ანალიზი – ფუნქციონირებს გამართულად, იძლევა სტატისტიკურ რეპორტებს.                                                                                                                           დანართი №1.2 შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირებების ორგანიზება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში, კვარტალში ერთხელ. 2. დაინტერესებულ მხარეებთან (სამთავრობო და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებლები/ დამსაქმებელთა გაერთიანებები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები) თანამშრომლობით, ახალგაზრდების (პროფესიული/უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების) და მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ჯგუფური კონსულტირებების ორგანიზება. 3. საინფორმაციო მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფები სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი. მუხლი 4🔗. შესრულების ინდიკატორი სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირებები. კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.                                                                                                                           დანართი №1.3 საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია თავისუფალი სამუშაო ადგილების მოძიებისა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტური კავშირი და/ან ასეთი კავშირის ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ. 2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის განვითარება, ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმების კერძო სააგენტოებთან, მუნიციპალურ დონეზე. 3. დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან და მათი დამსაქმებლისათვის შეთავაზება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფები სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს მასშტაბით დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. მუხლი 4🔗. შესრულების ინდიკატორი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა, დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.                                                                                                                           დანართი №1.4 პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრსა და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებში. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მასშტაბით, კონკურსის წესით შერჩეული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის 10 კონსულტანტის მომზადება. 2. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება. 3. სახელმძღვანელოსა და საინფორმაციო მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფები სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები. მუხლი 4🔗. შესრულების ინდიკატორი მომსახურების მიწოდება ხორციელდება სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრსა და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებში.                                                                                                                           დანართი №1.5 მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დასაქმების ხელშეწყობის მოდელების პილოტირების – სამუშაო ადგილების ადაპტირებისა და შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით) მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ ღონისძიების მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში – შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში – სსსმ პირი) – რომელსაც აქვს სიძნელეები სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და/ან სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია და/ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება; გ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო; დ) ბენეფიციარი – შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ და სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ ამ ღონისძიების ფარგლებში, მათ შორის, ადაპტირებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმების სურვილს; ე) დამსაქმებელი – კერძო სამართლის სუბიექტები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ შშმ/სსსმ პირების დასაქმებას; ვ) შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (შემდგომში - სუბსიდირება) – შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება (50%-იანი დაფინანსებით, არაუმეტეს 460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ზ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისათვის გადაცემული, დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად, მათ შორის, ადაპტირებულ სამუშაო ადგილებზე. ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს; თ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც ახორციელებს შშმ და სსსმ პირთა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების, დაცვისა და შენარჩუნების მხარდაჭერას; ი) ადაპტირებული სამუშაო ადგილი – შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლის მოთხოვნისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად, სათანადო ტექნიკური საშუალებებით (პანდუსები, მაგიდა, ბილიკები, ხელსაბანი, საპირფარეშო და ა.შ.) აღჭურვილი, ბენეფიციარის შესაძლებლობებთან ადაპტირებული კონკრეტული სამუშაო პოზიცია. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულია იმ დამსაქმებელთა რეესტრის ფორმირება, რომლებიც ფლობენ ან უზრუნველყოფენ ადაპტირებულ სამუშაო ადგილებს. მუხლი 3🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები განსახორციელებელი ღონისძიებები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ა) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირების კომპონენტი; ბ) სამუშაო ადგილების ადაპტირებისა და შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი. მუხლი 4🔗. სამიზნე ჯგუფები ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის სანფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ჩაერთონ შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის ღონისძიებაში. მუხლი 5🔗. განმახორციელებელი ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 6🔗. შესრულების ინდიკატორები შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე. დანართი №1.5.1 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირების კომპონენტი მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა კომპონენტის ამოცანაა შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება. მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები 1. შერჩეული 11 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მომზადება. 2. მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება. 3. საინფორმაციო მასალების მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფი კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 5🔗. შესრულების ინდიკატორი შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.                                                                                                                        დანართი №1.5.2 სამუშაო ადგილების ადაპტირებისა და შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა კომპონენტის ამოცანაა შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ, მათ შორის, ადაპტირებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება. მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები 1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების, მათ შორის, ადაპტირებული სამუშაო ადგილ(ებ)ის მქონე სუბიექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და მათ შესახებ შესაბამისი მონაცემთა რეესტრის შექმნა. 2. სააგენტომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ვაკანსიის პირობებში შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი, ბენეფიციართა უნარ-ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 3. საბოლოო გადაწყვეტილებას, ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი. 4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება, ვაუჩერის საშუალებით, ამ დანართის მე-3 მუხლით დადგენილი პირობებით. 5. სუბსიდირების დასრულების შემდგომ, დამსაქმებელსა და ბენეფიციარს შორის შემდგომი შრომითი ურთიერთობები რეგულირდება დამოუკიდებლად, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი პირობებით. მუხლი 3🔗. ღონისძიებების განხორციელებისა და დაფინანსების პირობები 1. ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 460 (ოთხას სამოცი) ლარს ერთ თვეში. 2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რის შემდეგაც, სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მათ შორის, ბენეფიციარისთვის აუცილებელი ადაპტირებული სამუშაო ადგილის არსებობისას, შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს. 3. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 460 (ოთხას სამოცი) ლარისა. 4. სუბსიდირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 4 (ოთხი) კალენდარული თვით, ხოლო ადაპტირებულ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთათვის, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 5. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმა, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან ყოველი კალენდარული თვის, არაუგვიანეს 15 რიცხვისა. დამსაქმებელი ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა. ამასთან, ამ ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება. 7. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი. მუხლი 4🔗. სამიზნე ჯგუფი კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი. მუხლი 5🔗. განმახორციელებელი კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 6🔗. შესრულების ინდიკატორი შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.                                                                                                                           დანართი №1.6 დასაქმების ფორუმების მოწყობა მუხლი 1🔗. მიზანი დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ფორუმის ჩატარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება. 2. ფორუმის ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა. 3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. 4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და თანამშრომლობის განვითარება. 5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია. 6. შედეგების მონიტორინგი არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, შედეგების სტატისტიკური დამუშავება და ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის წარდგენა. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფი სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 5🔗. შესრულების ინდიკატორი ჩატარებულია მინიმუმ ერთი ფორუმი. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა, ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა.                                                                                                                           დანართი №1.7 შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ მუხლი 1🔗. მიზანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვისებრივი კვლევების განხორციელების გზით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების, საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევის ორგანიზება, მინიმუმ წელიწადში ერთხელ. 2. კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა-განვითარება. მუხლი 3🔗. განმახორციელებელი ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 4🔗. შესრულების ინდიკატორი ჩატარებულია კვლევა და წარმოდგენილია კვლევის შედეგები.                                                                                                                           დანართი №1.8 მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია მედიისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების გაზრდა დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების შესახებ.  მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ტრენინგების/სემინარების ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა. 2. დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/ საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ინფორმირება, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მიხედვით დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე. 3. წინასწარ განსაზღვრულ ჯგუფებთან ტრენინგების/სემინარების ჩატარება. მუხლი 3🔗. შესრულების ინდიკატორი ტრენინგების საფუძველზე გადამზადებული ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების რაოდენობა. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.                                                                                                                           დანართი №1.9 დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა  მუხლი 1🔗. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებულ სუბიექტთა მაქსიმალური ჩართულობისა და სოციალური დიალოგის განვითარება და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მუხლი 2🔗. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. კონფერენციების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა. 2. დაინტერესებული მხარეებისთვის (სამთავრობო და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, დამსაქმებლები/ დამსაქმებელთა გაერთიანებები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, დასაქმების კერძო სააგენტოები და სოციალური პარტნიორები) ჩასატარებელ კონფერენციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. 3. კონფერენციის ორგანიზება. მუხლი 3🔗. სამიზნე ჯგუფი სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები, პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები. მუხლი 4🔗. განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო. მუხლი 5🔗. შესრულების ინდიკატორი ჩატარებულია კონფერენცია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.