საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.023.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2017
matsne.gov.ge 2,207 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 92% 29.08.2016 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 27.05.2025 ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 04.11.2016 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის, და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 02.05.2022 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 17.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №12 2017 წლის 27 მარტი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28­-ე მუხლის მე­-2 ნაწილისა და 37­-ე მუხლის მე­-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი’’ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი’’ (დანართი № 2). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ,,გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი’’ (დანართი № 3). მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს № 128 ბრძანება. მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. 2. სამინისტრო  უზრუნველყოფს ამ წესით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (ვებგვერდზე). 3. სამინისტროს ვებგვერდის მისამართია: www.moe.gov.ge. 4. სამინისტროს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია  ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. მუხლი 2🔗 1. სამინისტროში განისაზღვრება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ინფორმაციის მიღებას და ვებგვერდზე განთავსებას. 2. ინფორმაციის მიწოდების პერიოდულობაზე და სისწორეზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო ინფორმაციის სამინისტროს ვებგვერდზე დროულად განთავსებაზე, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. 3. სამინისტრო უზრუნველყოფს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეს, პერიოდულობას და განახლებას. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება განახლების თარიღი. 4. სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ისეთი ფორმით, რომ მისი ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. მუხლი 3🔗 სამინისტროს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება: ა) ზოგადი  ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ: ა.ა) სამინისტროს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა(განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ა.ბ) სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების  საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (განახლებადი ცვლილების შემთხვევაში); ა.გ) სამინისტროს  საქმიანობის შესახებ  წლიური ანგარიში (ქვეყნდება ყოველწლიურად); ა.დ) სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ა.ე) სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ა.ვ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვების წინასწარი და საბოლოო შეფასება (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ა.ზ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების  ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები  (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ა.თ) სამინისტროს  მისამართი, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ) საჯარო ინფორმაციის გვერდი: ბ.ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის  სახელი, გვარი, თანამდებობა,  სამსახურის ელექტრონული ფოსტა,  სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ.ბ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ.გ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ.დ) სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში (ქვეყნდება ყოველწლიურად); ბ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად); გ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ: გ.ა) სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); გ.ბ) ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს სამინისტროში  კონკურსის ჩატარების წესებს (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); გ.გ) სამინისტროში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში (ქვეყნდება კვარტალურად); დ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს  მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ: დ.ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება კვარტალურად); დ.ბ) სამინისტროს მიერ  სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით (ქვეყნდება კვარტალურად); დ.გ) ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ქვეყნდება კვარტალურად); დ.დ) რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები (ქვეყნდება კვარტალურად); ე) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ: ე.ა) სამინისტროს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები (ქვეყნდება კვარტალურად); ე.ბ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) (ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად); ე.გ) ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად); ე.დ) ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) (ქვეყნდება კვარტალურად); ე.ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ვ) ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.თ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ი) ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ­რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)  გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.კ) უცხო სახელმწიფოთა მთავრობების,  საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების  მიერ სამინისტროსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.ლ) ინფორმაცია სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიც­ხული ოდენობა (ქვეყნდება ყოველწლიურად); ე.მ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების  შესახებ ინფორმაცია (ქვეყნდება კვარტალურად); ე.ნ) სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების  შესახებ (ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში); ვ) სამართლებრივი აქტები: ვ.ა) ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სამინისტროს საქმიანობასთან (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში); ვ.ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, სამინისტროს  შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში); ზ) სხვა საჯარო ინფორმაცია: ზ.ა) სამინისტროს  სერვისების შესახებ ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ზ.ბ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება სამინისტროს  მიერ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში). შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი 1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს. 2. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით და მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში. 3. დაინტერესებული პირის მოთხოვნით, საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 4. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე,  სამინისტრო იტოვებს უფლებას პირის თანხმობის შემთხვევაში,  განახორციელოს მოთხოვნილი ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა. 5. სტანდარტის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში კომპაქტურ დისკზე ჩაწერისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა გადაიხადოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა. 6. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე foi@moe.gov.ge ან www.my.gov.ge. 7. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს,  ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს. გ) მოთხოვნას. 8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ მოთხოვნაზე, სტანდარტის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით წარმოდგენილ  განცხადებას სამინისტრო არ  განიხილავს. 9. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ელექტრონული მისამართის  (foi@moe.gov.ge ან www.my.gov.ge) მეშვეობით გადის რეგისტრაციას სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება. 10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. დანართი №3 გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი (შემდგომში – ,,წესი“) აწესრიგებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში – კომპეტენტური ორგანოები) მიერ ,,გარემოსდაცვითი ინფორმაციის” საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის („ორჰუსის კონვენცია“), „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპები 1. კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებულ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. განმცხადებელს გარემოსდაცვითი ინფორმაცია წარედგინება მის მიერ კონკრეტული ინტერესის დასაბუთების გარეშე. მუხლი 4🔗. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოთხოვნა 1. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს. 2. გარემოსდაცვითი ინფორმაცია განმცხადებელს მიეწოდება მოთხოვნილი ფორმით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ  კომპეტენტურ ორგანოს გააჩნია გონივრული საფუძველი, მოთხოვნილი ინფორმაცია ან მისი ნაწილი განმცხადებელს მიაწოდოს სხვა ფორმით. ასეთ შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო ვალდებულია, განმცხადებელს მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაციის სხვა ფორმით მიწოდების მიზეზი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემაზე ან გაცემაზე ნაწილობრივ უარის შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ  ვადაში. მუხლი 5🔗. გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემის  წესი 1. გარემოსდაცვითი ინფორმაცია გაიცემა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილ ვადაში. 2. თუ განცხადება ჩამოყალიბებულია ისეთი ზოგადი ფორმით, რომ შეუძლებელია მოთხოვნის გარკვევა, კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს მოთხოვნის დაზუსტების ან/და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე.   განმცხადებლის მიერ მოთხოვნის დაზუსტებამდე ან/და დამატებითი ინფორმაციის წარდგენამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ითვლება შეჩერებულად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გაუწიოს შესაბამისი სამართლებრივი დახმარება მოთხოვნის დაზუსტებაში ან/და დამატებითი ინფორმაციის წარდგენაში. მუხლი 6🔗. კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებები გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ეფექტიანად განსახორციელებლად კომპეტენტური ორგანო ვალდებულია: ა) განსაზღვროს გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი; ბ) უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა; გ) აწარმოოს გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომი, მუდმივად განახლებადი რეესტრი; დ) გარემოსდაცვითი ინფორმაცია შეინახოს იმ ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს მის მარტივ ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით; ე) სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაინტერესებულ პირს გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოპოვებისთვის. მუხლი 7🔗. გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემაზე უარის საფუძვლები 1. კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს, არ გასცეს გარემოსდაცვითი ინფორმაცია, თუ: ა) იგი არ ფლობს მოთხოვნილ გარემოსდაცვით ინფორმაციას.  ამ შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიუთითოს განმცხადებელს იმ უწყების შესახებ, სადაც შესაძლებელია მოთხოვნილი ინფორმაციის მოპოვება; ბ) მოთხოვნა შეეხება ისეთ ინფორმაციას, რომელიც შექმნის პროცესშია; გ) მოთხოვნილი ინფორმაცია ეხება შიდაუწყებრივ კომუნიკაციებს. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებული მაღალი საჯარო ინტერესი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო ვალდებულია, განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სტრუქტურული ერთეულის შესახებ, რომელიც ქმნის მოთხოვნილ ინფორმაციას და ასევე,  მოთხოვნილი ინფორმაციის შექმნის დასრულების სავარაუდო დრო. 3. კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოთხოვნილი გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე, რომელთა საქმიანობის კონფიდენციალურობა დაცულია კანონმდებლობით; ბ) საერთაშორისო ურთიერთობებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე ან ეროვნულ თავდაცვაზე; გ) სამართალწარმოებაზე, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, საგამოძიებო მოქმედებებზე ან/და დისციპლინურ წარმოებაზე; დ) კანონით დაცულ კომერციულ და საგადასახადო საიდუმლოებაზე; ე) ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე; ვ) ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემებზე, თუ ამ პირს არ განუცხადებია თანხმობა ასეთი ინფორმაციის საჯაროდ  გაცემაზე; ზ) იმ პირის ინტერესებზე, რომელმაც  კომპეტენტურ ორგანოს საკუთარი სურვილით მიაწოდა განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, როდესაც მას ასეთი ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ ეკისრებოდა,  თუ ამ პირს არ განუცხადებია თანხმობა ასეთი  ინფორმაციის საჯაროდ გაცემაზე; თ) გარემოზე, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება, მათ შორის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების გამრავლების ადგილებზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული,  გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კომპეტენტურმა ორგანომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს  მოთხოვნილი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიმართ არსებული  საჯარო ინტერესი და მოთხოვნილი ინფორმაციის საზოგადოების მიერ მიღების უფლება. 5.  კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილი არ არის ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,დ“, ,,ვ“ ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე, უარი განაცხადოს ინფორმაციის გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია ეხება გარემოში გაფრქვევებს. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანო ვალდებულია გასცეს მოთხოვნილი ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს ასეთი ინფორმაციის გაცემისათვის ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებს. 7. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად არ ექვემდებარება გასაჯაროებას, გამოყოს დანარჩენი ინფორმაციისაგან ისე, რომ არ დაირღვეს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უზრუნველყოს მოთხოვნილი გარემოსდაცვითი ინფორმაციის დანარჩენი ნაწილის განმცხადებლისთვის მიწოდება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული, კომპეტენტური ორგანოს უარი გარემოსდაცვითი ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადისა, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, განცხადების წარდგენის ფორმის ან განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ფორმის შესაბამისად. 9. კომპეტენტური ორგანოს უარი გარემოსდაცვითი ინფორმაციის სრულად ან ნაწილობრივ გაცემაზე უნდა შეიცავდეს: ა) დასაბუთებას ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ინფორმაციას გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ. მუხლი 8🔗. გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესები. მუხლი 9🔗. გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელება 1. სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას. 2. სამინისტროს  სტრუქტურულმა ერთეულებმა, სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის  ცენტრისათვის მიწოდება, შემდგომში ცენტრის ელექტრონულ რესურსზე (eiec.gov.ge) განთავსების მიზნით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მათ შორის მითითება შესაბამის ელექტრონულ რესურსებზე, ცენტრს უნდა მიეწოდოს  ელექტრონული ფორმით, ამ წესის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. ახალი ინფორმაცია ცენტრს უნდა მიეწოდოს მისი შექმნიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.   4. სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და  საჯარო სამართლის იურიდიული პირები განსაზღვრავენ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრისათვის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს ამ წესით დადგენილი პირობებით. 5. სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას ადამიანური თუ ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეულ მოსალოდნელ  საფრთხეებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან/და გარემოზე, ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ ეს ინფორმაცია დაინტერესებულ საზოგადოებას.  ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია  ცენტრს უნდა მიეწოდოს დაუყოვნებლივ. 6. ცენტრი უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული გარემოსდაცვითი  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გარემოსდაცვით სფეროში  მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის განთავსებას ელექტრონულ რესურსზე https://aarhusclearinghouse.unece.org/. 7. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი შეზღუდვები. 8. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით დასაშვებია ცენტრის მიერ მითითებულ იქნეს ის ელექტრონული რესურსი, სადაც განთავსებული და ხელმისაწვდომია გარემოსდაცვითი ინფორმაცია.