📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

მიღების თარიღი 23.03.2017
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №09
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 248 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 01.04.2019 სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 09.01.2017 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.12.2014 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 22.08.2024 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.03.2017

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №09 2017 წლის 23 მარტი ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული  აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 23 000 ლარი კვარტალში; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 400 ლარი კვარტალში; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 250 000 ლარი კვარტალში; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში; ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 6 000 ლარი კვარტალში. მუხლი 2🔗 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილების (გაზეთი „აჭარა”, №74, 15.05.2007 წ., გვ. 13) პირველი პუნქტის „1.4“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „2.5“ ქვეპუნქტი. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე