ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.175.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,187 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.02.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.04.2018 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 04.05.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.01.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 27.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2017 წლის 23 მარტი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება წარმოდგენილი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი №1 ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. საბჭო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. მუხლი 2🔗. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი. 3. საბჭო, თავმჯდომარის ჩათვლით, შედგება   არანაკლებ 5 წევრისგან. 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი. 5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე . 6. საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; გ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას. 7. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელები, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 8. განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. აღნიშნულ მოწვეულ პირებს არ გააჩნიათ სათათბირო ხმის უფლება. 9. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელე. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი. 10.  საბჭოს მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; დ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას; ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. მუხლი 4🔗. საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები 1. საბჭოს წევრს უფლება აქვს: ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. 2. საბჭოს წევრი ვალდებულია: ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. 3. საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით; ბ) მისი ზედიზედ 3-ჯერ  არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა; გ) მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება; ე) გარდაცვალება. 5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წარმართვა 1. საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ. 2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 3. საბჭოს სხდომაზე მოწვეულ უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. 4. საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 7. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებს საბჭოს ყველა წევრი და საბჭოს მდივანი. 8. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 9. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 10. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. 11. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 6🔗. საბჭოს ამოცანები   საბჭოს ამოცანებია: ა) ქალაქ მცხეთის  მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, შშმ პირთა უფლებების დაცვა და ამ ნიშნით მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; გ) შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და გეგმების შემუშავება; დ)  არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა; ე) შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ვ) შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზების ხელისშეწყობა. მუხლი 7🔗. საბჭოს ფუნქციები 1.საბჭოს ფუნქციებია: ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ქალაქ მცხეთის  მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) შშმ პირთა სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება; ვ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ზ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; თ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზირებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; კ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება; მ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. 3. საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე იღებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 8🔗. საბჭოს მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა 1. საბჭო გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ერთჯერადად. წლიური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს დეკემბრის თვისა. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.