საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019857
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 165 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 27.04.2017 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 09.06.2020 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 11.10.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 24.02.2023 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 06.10.2021

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №148 2017 წლის 23 მარტი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში - საინვესტიციო ხელშეკრულება) მონიტორინგის მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების  სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).  მუხლი 2🔗 სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.  მუხლი 3🔗 სააგენტომ უზრუნველყოს საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციისა და ამავე ხელშეკრულების შესაბამისად. მუხლი 4🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება; ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.  მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი