„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №25 |
|
2017 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016311) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა აღრიცხვა, მონაცემთა ბაზაში შეტანა და ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება; ო) სამინისტროს სისტემაში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოგისტიკური სერვისებისა და აპლიკაციების მართვა.“. 3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის და დაგეგმვის სამმართველო;“. 4. მე-4 მუხლს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო: დ.ა) სერვისების მართვისა და ადმინისტრირების განყოფილება; დ.ბ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება.“. 5. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. მე-5 მუხლს დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „6. საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოგისტიკური სერვისებისა და აპლიკაციების მართვა; ბ) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება; გ) ინფორმაციის პერიოდული ანალიზი, ტენდენციების დადგენა და ანგარიშგება; დ) სამინისტროს სისტემაში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება; ე) სამინისტროს სისტემაში არსებული დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება და მათი პროგრამული უზრუნველყოფა; ვ) მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების რეგისტრაცია, მოგვარება და მათზე ანგარიშგება; ზ) კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და განახლება. 7. სერვისების მართვისა და ადმინისტრირების განყოფილების კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოგისტიკური სერვისებისა და აპლიკაციების მართვა; ბ) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება; გ) ინფორმაციის პერიოდული ანალიზი, ტენდენციების დადგენა და ანგარიშგება. 8. ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სისტემაში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება; ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება და მათი პროგრამული უზრუნველყოფა; გ) მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების რეგისტრაცია, მოგვარება და მათზე ანგარიშგება; დ) კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და განახლება.“. 7. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამმართველოს უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე, რომელიც: ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; დ) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას; ე) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 7 აპრილიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.04.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016476.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №25, 05.04.2017, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016476 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3617433/