სს „ელექტროიზოლიტის" განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 19 აპრილს, 15-00 საათზე ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს „ელექტროიზოლიტის” აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის” 2016 წლის წლიური ანგარიში (შედეგები) და მისი დამტკიცება;
2. აუდიტორის არჩევა;
3. სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გადარჩევა;
4. სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხელფასის ოდენობის განსაზღვრა და დამტკიცება;
5. სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის” რეორგანიზაციის პროცესის დაწყება;
6. სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის” რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების (შედეგების) განხილვა და დამტკიცება;
7. სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის” რეორგანიზაციის პროცესის დასრულება.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2017 წლის 22 მარტი.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 2017 წლის 19 აპრილი 14-00 საათი.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „ელექტროიზოლიტის” სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში 2017 წლის 30 მარტიდან 2017 წლის 19 აპრილამდე, ყოველ სამუშაო დღეს 12-00 საათიდან 14-00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ელექტროიზოლიტის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის” მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა ან სს „ელექტროიზოლიტის” მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის”
დირექტორი თამაზ ქამხაძე