„ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5-23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.101.016376
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5-23

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 25/09/2014, სარეგისტრაციო კოდი  010260020.35.101.016019):

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების სამართლებრივი საფუძვლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განათლების სფეროში სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების სფეროს პროგრამების მომზადება, მართვა და  ორგანიზება მუნიციპალურ დონეზე,  შესაბამისი  ადმინისტრაციული  მონიტორინგის  განხორციელება;

ბ) მონაწილეობის მიღება განათლების სფეროს პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში, აგრეთვე, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების  შემუშავებაში;

გ) საერთაშორისო პროგრამებში მუნიციპალიტეტის ჩართულობის ხელშეწყობა და განათლების სფეროს განვითარებისათვის არასაბიუჯეტო სახსრების (გრანტების და სხვა სახსრების) მოზიდვა;

დ) დედაქალაქში სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; 

ე) დედაქალაქში სკოლისგარეშე, ზოგადი განათლების, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების, უწყევეტი განათლების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი ღონისძიებების, პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, ამ მიზნით თანამშრომლობის გაღრმავება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ)  წარმატებული სტუდენტების წახალისება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დედაქალქში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის;

ზ) განათლების სფეროში დამეგობრებული და აგრეთვე სხვა ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ერთად თანამშრომლობის კოორდინაცია, არსებული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და ახალი  ურთიერთობების  დამყარება;

თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და განვითარება;

ი) განათლებაში ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო  სექტორის  განვითარების  ხელშეწყობისათვის  ზრუნვა;

კ) მსოფლიოს ქალაქებსა და დედაქალაქებთან განათლების საკითხების თანამშრომლობის სფეროში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადება; განათლების საკითხებთან მიმართებაშიქვეყნის საზღვრებსგარეთ ჩატარებულ ღონისძიებებზე შესაბამისი პირების მივლინებისა და სტაჟირების უზრუნველყოფა. საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევა განათლების სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სემინარებისა და მასტერ-კლასების მოსაწყობად; გაცვლითი პროგრამების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მხარდაჭერაგანათლების  სფეროს  სპეციალისტებისათვის  და  სტუდენტებისათვის;

ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის,  როგორც საგანმანათლებლო ცენტრის პოპულარიზაცია  საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარებისა და ფორუმების განხორციელების ხელშეწყობა;

მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში  მოქმედი საჯარო და კერძო უმაღლესი, პროფესიული და ზრდასრულთა  საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და საქმიანობის ხელშეწყობა;

ნ) პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა, ადგილობრივი და საზღვარგარეთ სტაჟირების  პროგრამების  განხორციელება;

ო) საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათ განხორციელება.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის  საკურატორო სტრუქტურული ქვედანაყოფები  განისაზღვრება  სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

გ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი; 

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) პასუხისმგებელია სამსახურში შესაბამის განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის მომზადებაზე,  სისწორეზე და მისი შინაარსობრივი ნაწილის მიზანშეწონილობაზე.“;

ე) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და  „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოებისა და   დაგეგმილი საბიუჯეტო ხარჯების გეგმიური შესრულების ანალიზი და ახალი წინადადებების მომზადება;

თ) სამსახურის მიერ დაგეგემილი შესყიდვების გეგმის შესაბამისად სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად  სატენდერო ტექნიკური დავალებების მომზადება“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.03.2017.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 24.03.2017. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №5-23. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.101.016376.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის N9-19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №5-23, 24.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.101.016376 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3618102/