ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2017 წლის 24 მარტი ქ. თელავი |
„2. თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას დაემატოს 341 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.
2. დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.
3. დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისათვის ქვეყნდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში დასახლების საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.
5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და სხვა ინტერნეტრესურსის გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებეს მუნიციპალიტეტი.
6. დასახლების საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას უზრუნველყოფს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე დასახლების საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).“.
|