„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.017314
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №60/ნ

2017 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის N62/ნ ბრძანებაში (სსმ, 93, 30.07.2010 წ. სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.014912) შეტენილი იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის  წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები  
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში - ფონდი) არის „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ფონდის სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“. ფონდი უფლებამოსილია გამოიყენოს ფონდის შემოკლებული დასახელება – „ეროვნული სამეცნიერო ფონდი“. ფონდის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Shota Rustaveli National Science Foundation“, შემოკლებული – National Science Foundation;

 3. ფონდი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. ფონდი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. სტრუქტურული თვალსაზრისით ფონდი შექმნილია სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით, განუსაზღვრელი ვადით.

6. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ფონდის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და ამდაგვარი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული სხვა რეკვიზიტები.

7. ფონდის იურიდიული მისამართია:  ქ. თბილისი, მ. ალექსიძის №1.


მუხლი 2. ფონდის მიზნები და საქმიანობა   
1. ფონდის მიზანია:

ა) საქართველოში მეცნიერებასა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საგრანტო და მინისტრის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებით, აგრეთვე ბილატერალური საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული  მიზნობრივი პროგრამული დაფინანსებით.

ბ) გამორჩეული, საუკეთესო ხარისხის აკადემიური კვლევების მხარდაჭერა;

გ) სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება;

დ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით;

ე) საქართველოს მეცნიერების  პოპულარიზაცია;

ვ) მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება;

ზ) საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის შეფასება და განვითარება.

თ) ფონდის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.

2. თავისი მიზნების მისაღწევად ფონდი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებას;

ბ) უზრუნველყოფს მიზნობრივი გრძელვადიანი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებასა და მათ ინტეგრაციას ადგილობრივ სამეცნიერო ქსელთან;

გ) ხელს უწყობს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური, ტექნოლოგიური ტრანსფერის და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელებას;

დ) ახორციელებს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციურ მხარდაჭერას;

ე) ახორციელებს სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭირვალე შეფასების სისტემის დანერგვას; 

ვ) ახორციელებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების და კვლევების მხარდაჭერას საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;

ზ) აწესებს/გასცემს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის (ბენეფიციარზე ერთჯერადად)  პრემიებს, ჰონორარებსა და სტიპენდიებს;

თ) ქმნის,  გამოსცემს, ავრცელებს და რეალიზებას უკეთებს (მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით) საინფორმაციო ბუკლეტებს, ანალიტიკურ ანგარიშებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ გამოცემებს, მეთოდურ და საგანმანათლებლო ლიტერატურას და სხვა;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის შეფასებას და რეკომენდაციების მიწოდებას სამინისტროსათვის  მეცნიერების მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

კ) წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოს და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს და  სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური ან/და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებით ასრულებს სხვადასხვა ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების შეკვეთებს, მათ შორის, ისეთ შეკვეთებს, რომელიც არ წარმოადგენს მის  ვალდებულებას;

მ) ამყარებს ურთიერთობებს სხვა ქვეყნების ეროვნულ  სამეცნიერო ფონდებთან, კვლევით ცენტრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და კერძო ფონდებთან, დონორებთან და ახორციელებს მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების კოორდინაციას. აგრეთვე ფონდი უფლებამოსილია ორგანიზება გაუწიოს საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსების ჩატარებას;

ნ) ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;

ო) მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის რეფორმის და პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს სამინისტროებთან, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

პ) მონაწილეობას იღებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში რაც ხელს შეუწყობს რეფორმის მიზნების განხორციელებას;

ჟ) უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის გამჭირვალეობასა და საჯაროობას;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამეცნიერო პროცესის განვითარების დინამიკისა და გრანტების ეფექტიანობის შეფასებას და ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 3. ფონდის მართვის ორგანოები 
ფონდის მართვის ორგანოებია:

ა) საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო;

ბ) გენერალური დირექტორი.


მუხლი 4. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო
1. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო არის ფონდის მართვის მიზნით შექმნილი კოლეგიური ორგანო.

2. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრი.

3. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი)  გენერალური დირექტორის წარდგინებით; საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა შესაძლებელია დაექვემდებაროს შემადგენლობის 1/3-ით განახლებას, დადგენილი  ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ.

4. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს გენერალური დირექტორი ან ფონდის სხვა თანამშრომელი.

5. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევენ საბჭოს წევრები თავისი შემადგენლობიდან, ამავე საბჭოს უფლებამოსილების ვადით.

6.  საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

7. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის ინიცირების უფლება აქვს გენერალურ დირექტორს, საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს ან საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრთა  ნახევარს.

8. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.

9. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.

10. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს სხდომის ოქმში.

11. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ საბჭოს მუშაობაში, დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.

12. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე. უცხო ქვეყნის მოქალაქის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრობის შემთხვევაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფონდი უფლებამოსილია აანაზღაუროს მისი მგზავრობის (საერთაშორისო და ადგილობრივი), დროებითი საცხოვრებლისა და დღიური ნორმის ხარჯები (დღიური ნორმის ოდენობა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით). 

13. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს კომპეტენციაში შედის:

ა) ფონდის სამოქმედო გეგმების (სტრატეგიის), საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ასევე, მათში შესატანი ცვლილებების განხილვა;

ბ) ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა; 

გ) გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და შეფასება;

დ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის და ფონდის აუდიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების და დასკვნების გაცნობა;

ე) ამ წესდებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

14. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია სხდომა გამართოს და საკითხები განიხილოს დისტანციური ელექტრონული ფორმატით შემდეგ შემთხვევებში:

ა) საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;

ბ) საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტის წერილობითი მოთხოვნით;

გ) საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეკრების ტექნიკური, ფინანსური ან/და სხვა გონივრული შემაფერხებელი მიზეზით განუხორციელებლობისას,  გენერალური დირექტორის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

15. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გამართვა დისტანციური ელექტრონული ფორმატით გულისხმობს:

ა) სხდომის დღის წესრიგის, განხილვის ადგილის, თარიღის/დროისა და განსახილველი საკითხების შესახებ საინფორმაციო მასალების წინასწარ (7 კალენდარული დღით ადრე) გადაგზავნას საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრებისათვის მათ ელექტრონულ ფოსტაზე, გაცნობის მიზნით;

ბ) საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრების ინტერნეტის („სკაიპის“ ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციის) საშუალებით, ერთდროული წვდომით მონაწილეობას საბჭოს სხდომაში;

გ) საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვის შემდგომ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის გამართვის დღიდან 10 სამუშაო დღის მანძილზე ოქმის პროექტი ეგზავნება მონაწილე საერთაშორისო საკოორდინაციო  საბჭოს წევრებს ელექტრონულ მისამართზე;

დ) იმ შემთხვევაში, თუ დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართული საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მონაწილე რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს  თავისი განსხვავებული აზრი დაფიქსირდეს  სხდომის ოქმში;

ე) საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან საბჭოს სხდომის დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვისას მონაწილეობა მიიღონ განხილვაში საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეკრების ადგილზე მისვლით ფონდის შენობაში.

16. საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომების დისტანციური ელექტრონული ფორმატით გამართვას ორგანიზებასა და ტექნიკურ მარდაჭერას ახორციელებს ფონდი. 


მუხლი 5. გენერალური დირექტორი 
1. ფონდის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს გენერალური დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). ერთი და იგივე პირი გენერალურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. გენერალური დირექტორი:

ა) წარმოადგენს ფონდს და მოქმედებს ფონდის სახელით;

ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ფონდის საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) მინისტრთან შეთანხმებით, არაუმეტეს საკუთარი უფლებამისილების ვადით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გენერალური დირექტორის მოდგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს.

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის სხვა თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;

ზ) ფონდის თანამშრომლების მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

თ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;

ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს;

კ) უფლებამოსილია ფონდის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი).  

ლ) ფონდის მიზნების მისაღწევად, ხელშეკრულების საფუძველზე, უფლებამოსილია მოიწვიოს ქართველი ან უცხოელი სპეციალისტები.

მ) ფონდის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ნ) ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და სამუშაო აღწერილობებს.

ო) უცხოურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებულ საქმიანობას;

პ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბენეფიციარზე ერთჯერადად) ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს;

ჟ) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადების საგრანტო კონკურსთან შესაბამისობის დადგენის, საგრანტო განაცხადების დაფინანსების, დაფინანსების შეჩერების, განახლების, პირობების ცვლილების, პროექტის დაფინანსების შეწყვეტის, ხარვეზის გამოვლენის, ხარვეზის გამოსწორების ვადების შესახებ;

რ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანისა და ფონდის საქმიანობის სრულყოფის შესახებ.

ს) ზრუნავს ფონდის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ტ) მონაწილეობს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში ხმის უფლების გარეშე;

უ) ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიებს და სხვა სათათბირო ორგანოებს, განსაზღვრავს მათი მუშაობის წესს;

ფ) ახორციელებს ამ წესდებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. გენერალური დირექტორი სამინისტროს მოთხოვნისთანავე შეიმუშავებს და წარადგენს ფონდის საქმიანობის ანგარიშს.

4. გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ფონდის საშტატო ნუსხით. გენერალური დირექტორის მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია გენერალური დირექტორის წინაშე.

5. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორი თავისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს ფონდის რომელიმე თანამშრომელს.

7. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ფონდის თანამშრომლის ფუნქციად განსაზღვროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ კორესპონდენციებში დასმულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და კორესპონდენციებზე ხელმოწერა.


მუხლი 6. ფონდის ფულადი სახსრები
1. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები, მათ შორის, მიზნობრივი გრანტები;

გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულობები;

დ)  შენატანები;

ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ფონდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია., გარდა კანონმდებლობით გათვალისიწინებული გამონაკლისისა.


მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი ფონდის საქმიანობაზე
1. ფონდის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;

2. სამინისტრო უფლებამოსილია ფონდისაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

3. ფონდმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.


მუხლი 8. ფონდის ქონება 
1. ფონდს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა ქონება, რომელიც აისახება მის ბალანსში.

2. ფონდის ბალანსზე არსებული ქონება შედგება ასევე ძირითადი საშუალებების, არამატერიალური (პატენტები, საავტორო უფლებები, ლიცენზიები) აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობებისგან,  რომელთა მიღება, შეძენა, განკარგვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 9. ფონდის ანგარიშგება
1. ფონდი ვალდებულია მოთხოვნისთანავე   წარუდგინოს სამინისტროს საქმიანობის ანგარიში.

2. ფონდი ვალდებულია აწარმოოს ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 
1. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ფონდის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე, თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, ფონდი აგრძალებს არსებობას;

3. ფონდის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ფონდის ხელმძღვანელი.

4. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

5. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.


მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
1. 2014 წლის ჩათვლით ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ საგრანტო განაცხადების ავტორებთან გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები განხორციელდეს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. 2014 წლის ჩათვლით ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორების ვადის დადგენა, შეწყვეტა ან შეწყვეტაზე უარის თქმა განისაზღვროს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.