საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.03.2017
ძალის დაკარგვა 02.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №43/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 31.07.2024
დოკუმენტის ტექსტი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№43/04
2017 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 482 მუხლის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების“ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი
მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერებზე (შემდგომში –
პროვაიდერი), გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა, რომლებიც „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უშვებენ მხოლოდ მცირემოცულობიან საგადახდო ინსტრუმენტს.
2. წესი მოიცავს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაციის წარმოდგენის წესს.
3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შედგომში – დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ პროვაიდერში არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, პროვაიდერების შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.
4. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი პროვაიდერები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე ინდივიდუალური მეწარმე;
გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
დ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) რეგისტრირებული – დაფუძნებული –
იურიდიული პირის შემთხვევაში მოქალაქეობის მქონე –
ფიზიკური პირის შემთხვევაში;
ზ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) – იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას, მათ შორის კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
თ) კლიენტი – მომხმარებელი და კონტრაქტორი;
ი) საგადახდო მომსახურების მომხმარებელი (მომხმარებელი) – პირი, რომელიც სარგებლობს საგადახდო მომსახურებით, როგორც გადამხდელი ან/და მიმღები, გარდა კონტრაქტორისა;
კ) კონტრაქტორი – პროვაიდერთან სახელშეკრულებო ურთერთობაში მყოფი გადახდების მიმღები პირი, რომლის მრავალჯერადი გადახდების მიღებისა და შესრულების მიზნით პროვაიდერი უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის მორგებას (მათ შორის მერჩანტი). კონტრაქტორის დეფინიცია არ მოიცავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს;
ლ) მერჩანტი – სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტი, რომელიც სარგებლობს პროვაიდერის მიერ შეთავაზებული ელექტრონული კომერციის მომსახურებით;
მ) ვირტუალური ვალუტა –
ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არ არის გამოცემული ცენტრალური ბანკის ან სხვა საჯარო ორგანოს მიერ და რომელიც შეიძლება არ იყოს მიბმული ფიატურ ფულზე, თუმცა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიიღება გადახდის საშუალებად და მისი გადაცემა, ვაჭრობა და შენახვა შესაძლებელია ელექტრონულად.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება პროვაიდერის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება პროვაიდერის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.
2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს ნებისმიერ ვალუტაში, ასევე ელექტრონული ფულით და ვირტუალური ვალუტით განხორციელებულ ოპერაციებს (გარიგებებს).
4. უცხოურ ვალუტაში (მათ შორის, უცხოური ვალუტით გამოსახული ელექტრონული ფულით) განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. ვირტუალური ვალუტით განხორციელებული ტრანზაქციები ასევე აისახება ეკვივალენტ ეროვნულ ვალუტაში.
5. ანგარიშგების არც ერთ ველში არ აისახება ერთი პროვაიდერის ფარგლებში ერთი და იმავე მომხმარებლის ელექტრონულ საფულეებს შორის თანხების მოძრაობის და პროვაიდერის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს შესახებ ინფორმაცია.
6. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტებით გათალისწინებული შემთხვევებისა.
7. პროვაიდერის კლიენტებს შორის ოპერაციების, მათ შორის, ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების სხვა პირის ელექტრონულ საფულეზე შეტანის/ელექტრონული საფულიდან გატანის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.
8. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ არის ორი ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
9. ანგარიშგების შევსების მიზნებისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი პროვაიდერები ვალდებულინი არიან ერთმანეთს წარუდგინონ ყველა საჭირო ინფორმაცია.
10. ანგარიშგებაში არ აისახება კონტრაქტორს და პროვაიდერს შორის განხორციელებული საბანკო გადარიცხვის ოპერაციების (ანგარიშსწორების) შესახებ ინფორმაცია.
მუხლი 4🔗. ანგარიშგების ფორმები
1. ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ინფორმაცია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესახებ (ფორმა №1);
ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №
2);
გ) ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა №
3);
დ) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №
4);
ე) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №
5);
ვ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №
6);
ზ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №
7);
თ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №
8)
ი) ინფორმაცია კონტრაქტორების შესახებ (ფორმა №
9);
კ) ინფორმაცია პროვაიდერის სისტემაში განთავსებული სუბიექტების შესახებ (ფორმა №
10);
ლ) ინფორმაცია საქმიან ურთიერთობაში მყოფი პროვაიდერების შესახებ (ფორმა №
11);
მ) სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №
12);
ნ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №
13);
ო) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №
14);
პ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №
15);
ჟ) ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №
16);
რ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №
17).
მუხლი 5🔗. ინფორმაცია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესახებ (ფორმა №
1)
1. ფორმა მოიცავს პროვაიდერის დასახელებას, სამეთვაყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საგადახდო მომსახურების განხორციელების ადგილების და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების) რაოდენობას, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და მინიჭებული რისკის დონის შესახებ ინფორმაციას.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრე პირების, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში –
საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).
3. საგადახდო მომსახურების განხორციელების ადგილების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ტექნიკურ საშუალებებს (მობილური ტერმინალი, ნაღდი ფულის მიმღები თვითმომსახურების კიოსკი (შემდგომში – კიოსკი), ბარათის წამკითხველი მოწყობილობები და სხვ.), სალაროს, ასევე, საგადახდო დავალების მიმღებ სხვა საშუალებებს, რომლებიც ეკუთვნის როგორც პროვაიდერს, ასევე მის აგენტს. საგადახდო მომსახურების განხორციელების ადგილების რაოდენობა აისახება ადგილმდებარეობის ქვეყნების მითითებით.
4. შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების) შემთხვევაში მიეთითება მათი დასახელება და რეგისტრაციის ქვეყნები.
5. ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №
2)
1. რისკის დონეების და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმა მოიცავს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არსებული მომხმარებლების და კონტრაქტორების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში გარიგება (ოპერაცია). ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
4. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ პროვაიდერს კლასიფიცირებული ჰყავს კლიენტები რეზიდენტობის და რისკის დონეების მიხედვით, აღნიშნული პირების და მათ მიერ გახორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს შესაბამის ველებში.
მუხლი 7🔗. ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №
3)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება გარკვეული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“, აისახება ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდების, საყოფაცხოვრებო მომსახურების გადახდების, ტექნიკური საშუალებით საბანკო ანგარიშების შევსების, ასევე ფორმაში მითითებული გარიგებების) შესახებ ინფორმაცია.
3. ფორმით გათვალისწინებულ ქვეფაქტორებში (პროდუქტების/ოპერაციების ჩამონათვალში) არ აისახება ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდების, საყოფაცხოვრებო (ელექტროენერგიის, გაზის, წყლის, დასუფთავების, სატელეკომუნიკაციო) მომსახურების გადახდების, ასევე რეზიდენტი კომერციული ბანკების ანგარიშებზე კიოსკის მეშვეობით ნაღდი ფულის განთავსების ოპერაციების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ხდება ქვეყნის გარეთ მდებარე კიოსკით.
4. გარიგებების შესახებ ინფორმაციას ასახავს გადამხდელის პროვაიდერი და მიმღების პროვაიდერი ამ მუხლით გათვალისწინებული პუნქტების შესაბამისად, ხოლო პროვაიდერი, რომელიც ტრანზაქციის განხორციელებისას ასრულებს შუამავლის როლს, არ ასახავს ფორმით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
5. ვირტუალური ვალუტის კონვერტაციის შემთხვევაში აისახება მომხმარებლის მიერ გადახდილი ან მიღებული თანხის მოცულობა ეკვივალენტ ეროვნულ ვალუტაში), ხოლო ვირტუალური ვალუტის ჩარიცხვა-გადარიცხვის შემთხვევაში გადარიცხული/ჩარიცხული ვირტუალური ვალუტის (პროვაიდერის მიერ განსაზღვრული) ღირებულების ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
6. კიოსკის საშუალებით ფულადი გზავნილის სისტემით თანხის ქვეყნის გარეთ გადარიცხვის/ქვეყნის გარედან ჩამორიცხვის ოპერაციები მოიცავს კიოსკში თანხის ნაღდი ფორმით განთავსების და, ამავდროულად, ფულადი გზავნილის სისტემის მეშვეობით გადარიცხვის/ჩამორიცხვის ოპერაციებს. აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ასახავს პროვაიდერი, რომლის საგადახდო მომსახურების განხორციელების ადგილიდანაც დაიწყო ტრანზაქციის ინიციირება ან/და დასრულდა გარიგება.
7. იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული კლიენტების ელექტრონული საფულეებიდან გადარიცხვის/ელექტრონულ საფულეებზე ჩარიცხვის, ოპერაციების შესახებ შესაბამისი ველები ივსება პროვაიდერის მიერ, რომლის ელექტრონულ საფულესაც იყენებს კლიენტი. ელექტრონულ საფულეზე ჩარიცხვა ასევე მოიცავს ელექტრონულ საფულეზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციებს.
8. ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული წესით.
9. არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონული საფულის შევსების ოპერაციები მოიცავს კიოსკით ნაღდი ფულის საფულეზე შეტანის ოპერაციებს.
10. ელექტრონული ფულის განაღდების ოპერაციები მოიცავს როგორც უშუალოდ პროვაიდერის მიერ გამოშვებული, ასევე სხვა პროვაიდერის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის განაღდების ოპერაციებს.
11. ფორმაში აღირიცხება პროვაიდერის მიერ გამოშვებული ისეთი წინასწარი გადახდის ბარათების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, რომელთა მფლობელიც არ არის იდენტიფიცირებული.
12. „იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული სხვა ოპერაციები“ მოიცავს არაიდენტიფიცირებული კლიენტის მიერ განხორციელებულ ყველა ოპერაციას, რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
მუხლი 8🔗. ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №
4)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება როგორც იდენტიფიცირებული, ასევე იდენტიფიკაციის გარეშე, ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილის სისტემებით და ანგარიშსწორების სხვა საშუალებებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. არარეზიდენტი პროვაიდერის კლიენტის ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვის (მათ შორის, ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციის) შემთხვევაში ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება არარეზიდენტი პროვაიდერის რეგისტრაციის ადგილმდებარეობის ქვეყნის მიხედვით. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება არარეზიდენტი პროვაიდერის კლიენტის ელექტრონული საფულიდან თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში. ელექტრონული კომერციის ტრანზაქციების შემთხვევაში, ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება მერჩანტის რეგისტრაციის ქვეყნის მიხედვით. ქვეყნის გარედან ტრანზაქციის ტექნიკური საშუალებით ჩარიცხვის ან ქვეყნის გარეთ ასეთი ტექნიკური საშუალებით თანხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება ტექნიკური საშუალების ადგილმდებარეობის ქვეყნის შესაბამისად. ყველა სხვა საერთაშორისო ტრანზაქციის შემთხვევაში ინფორმაცია აისახება კონტრაგენტის მომსახურე ინსტიტუტის (სერვისცენტრი, სალარო და სხვ.) ადგილმდებარეობის ქვეყნის მიხედვით.
3. გარიგებების შესახებ ინფორმაციას ასახავს გადამხდელის და მიმღების პროვაიდერი ამ მუხლით გათვალისწინებული პუნქტების შესაბამისად, ხოლო პროვაიდერი, რომელიც ტრანზაქციის განხორციელებისას ასრულებს შუამავლის როლს არ ასახავს ფორმით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
4. ველში ,,ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
5. ფორმაში, დამატებით, დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია კლიენტის იდენტიფიკაციის გარეშე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული გარიგებების შესახებ.
მუხლი 9🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №
5)
1. ანგარიშგების ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს გარიგებები.
2. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარიგებების რაოდენობის და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. კლიენტის მიერ სხვა კლიენტის ელექტრონულ საფულეზე თანხის შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შემოსავალში, ხოლო გატანის შემთხვევაში – ორივე კლიენტის გასავალში.
4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
5. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ პროვაიდერს გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია ასახული უნდა იქნეს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით.
მუხლი 10🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №
6)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით კლიენტების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ გარიგება საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა პროვაიდერთან.
2. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
3. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ პროვაიდერს გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია ასახული უნდა იქნეს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით.
მუხლი 11🔗. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებული კლიენტების შესახებ (ფორმა №
7)
1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაციაც განხორციელდა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად (მათ შორის რეზიდენტი მესამე პირების/შუამავლების მეშვეობით იდენტიფიცირებული კლიენტების შესახებ).
2. ფორმაში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო პროვაიდერი პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული გარიგებების შესახებ მონაცემები.
3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა პროვაიდერთან.
მუხლი 12🔗. ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №
8)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და გარიგებების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც პროვაიდერთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო კომპანიებს, ასევე საადვოკატო, საბუღალტრო, აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს.
4. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების შესახებ ინფორმაციის ასახვის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ონლაინ სამორინეების და აზარტული თამაშების მომწყობი პირების, ტოტალიზატორების შესახებ ინფორმაცია.
5. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან, ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა ასევე მოიცავს აუქციონის მომწყობ პირებს, ლომბარდებს, ძვირფასეულობის, ანტიკავრიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს.
6. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება ხელოვანი პირების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.
7. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო ან საეჭვო ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.
8. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საქმიანობას ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობა ან/და წარმოება წარმოადგენს, არ მოიცავს საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ან/და რეალიზატორ კომპანიებს.
9. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარების გამცემ პირებს, რელიგიურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და სხვ.
10. ფორმაში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.
11. ფორმაში არ აისახება იმ საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შექმნილნი არიან საქართველოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით.
12. ფორმაში აისახება ინფორმაცია დეველოპერული კომპანიების შესახებ, რომელთა საქმიანობას უძრავი ქონების პროექტების მართვა და რეალიზება წარმოადგენს.
13. ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.
14. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას.
15. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო კომპანიების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებენ როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ მოახდინონ აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.
16. ფორმაში ასისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვასთან (Forex კომპანიები და სხვ.), გარდა კომერციული ბანკებისა.
17. სესხის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის სესხის გაცემა (მათ შორის, ონლაინსესხის გამცემი პირები), გარდა კომერციული ბანკებისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისა.
18. იმ პირების გარიგებების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე, კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.
19. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინასური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი და როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე, მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.
20. გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, გარიგების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების ჯამური მოცულობა
21. პოლიტიკურად აქტიური პირები მოიცავს როგორც ფიზიკური, ასევე იმ იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციას, რომელთა მფლობელობის/მმართველობის სტრუქტურაშიც ფიგურირებენ პოლიტიკურად აქტიური პირები.
22. მაღალშემოსავლიანი პირები (High-net-worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ლიკვიდური აქტივების მოცულობა ერთი წლის განმავლობაში შეადგენს მინიმუმ ერთ მილიონ ლარს.
23. ფორმაში, რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურა, ვერტიკალურ ჭრილში მოიცავს იურიდიული პირების ორ ან მეტ დონეს.
24. პროვაიდერის მიერ ფორმაში ასევე ასახული უნდა იქნეს მის მიერ, საქმიანობის მიხედვით, მაღალი რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
25. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“ და ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში“, სადაც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში.
26. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ფაქტორებს ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში.
მუხლი 13🔗. ინფორმაცია კონტრაქტორების შესახებ (ფორმა №
9)
1. ფორმაში აისახება იმ კონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან პროვაიდერთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ გარიგება საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კონტრაქტორების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა პროვაიდერთან.
2. ფორმაში აისახება კონტრაქტორის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საქმიანობის სფერო, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების მოცულობა და პროვაიდერის მიერ მინიჭებული რისკის დონე.
3. ფორმაში აისახება მხოლოდ მერჩანტების ვებგვერდების მისამართები (URL).
მუხლი 14🔗. ინფორმაცია პროვაიდერის სისტემაში განთავსებული სუბიექტების შესახებ (ფორმა N10)
1. ფორმაში აისახება იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შუამავალი პროვაიდერის მეშვეობით განთავსებულია პროვაიდერის სისტემაში, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ გარიგება საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ სუბიექტების შესახებ, რომელთა ამოღებაც პროვაიდერის სისტემიდან მოხდა საანგარიშო პერიოდში.
2. ფორმაში აისახება სუბიექტის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), ქვეყნის კოდი, პროვაიდერის სისტემაში განთავსების თარიღი, საქმიანობის სფერო, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების მოცულობა და იმ შუამავალი პროვაიდერის დასახელება, რომლის მეშვეობითაც მოხდა სუბიექტის სისტემაში ჩართვა.
მუხლი 15🔗. ინფორმაცია საქმიან ურთიერთობაში მყოფი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესახებ (ფორმა N11)
1. ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში, საქმიან ურთიერთობაში მყოფი პროვაიდერების (მათ შორის არარეზიდენტი პროვაიდერების) შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში გარიგება. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ პროვაიდერების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
2. ფორმაში აისახება საქმიან ურთიერთობაში მყოფი პროვაიდერების დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (ქვეყნის დასახელება უნდა იყოს აგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემულ დასახელების იდენტური), ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საანგარიშო პერიოდში პროვაიდერთან დაკავშირებული გარიგებების მოცულობა და პროვაიდერის მიერ მინიჭებული რისკის დონე.
მუხლი 16🔗. სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგაზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა N12)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.
მუხლი 17🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა N13)
1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. ფორმაში მიეთითება ტრანზაქციის სტატუსი, გარიგების/პროდუქტის ტიპი (ელექტრონული ფულის გადარიცხვა, ვირტუალური ვალუტის ყიდვა და სხვ.), კლიენტის რეზიდენტობა (ქვეყნის კოდის მითითებით) და შემთხვევების რაოდენობა.
3. რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
4. ფორმაში ასევე მიეთითება ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.
მუხლი 18🔗. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა N14)
1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე სასამრთლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.
2. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.
3. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 19🔗. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა N15)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ეროვნული ბანკის, როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები და მათი შესრულების მდგომარეობა.
2. ანგარიშგების ფორმაში ასახულ უნდა იქნას თოთოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.
3. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს პროვაიდერის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
მუხლი 20🔗. ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა N16)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც პროვაიდერის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ (ქვეყნის კოდის მითითებით).
2. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია ქვეყნის ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის საეჭვო ზონად კლასიფიცირების თარიღის, იმ საფუძვლებისა და წყაროს შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა მისი საეჭვო ზონად მიჩნევა.
3. თუ საეჭვო ზონად მიჩნეულ იქნა ქვეყანა/ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოცემულია ანგარიშგების შესაბამის ფორმებით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალში, ფორმაში დასახელება უნდა მიეთითოს სიაში არსებული დასახელების იდენტურად.
მუხლი 21🔗. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა N17)
1. ანგარიშგების ფორმაში აისახება მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ ინფორმაცია, რომელიც პროვაიდერის მიერ მიჩნეულ იქნა მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით).
2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის/მიწოდების არხის აღწერილობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებს და პროვაიდერის მიერ რისკების მიტიგაციის მიზნით განსაზღვრულ ზომებს.
მუხლი 22🔗. პროვაიდერის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია
1. ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, პროვაიდერი ეროვნულ ბანკს წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პროვაიდერში არსებულ პოლიტიკა-პროცედურებს და დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის 23-ე მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.
4. პროვაიდერისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
მუხლი 23🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
1. პროვაიდერი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) –
არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) –
არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას პროვაიდერი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.
3. კონკრეტული პროვაიდერის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, პროვაიდერის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს პროვაიდერის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
4. ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, პროვაიდერი ვალდებულია იქონიოს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.
მუხლი 24🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი
1. პროვაიდერი ამ წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge
2. პროვაიდერი ამ წესის 23-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.
მუხლი 25🔗. გარდამავალი დებულებები
პროვაიდერების მიერ ამ წესით გათვალისწინებული ანგარიშგების ეროვნული ბანკისთვის პირველადი წარმოდგენა განხორციელდეს არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრისა, სადაც აისახება 2017 წლის მეორე ნახევრის მონაცემები.