„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№226
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.016727
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №226

2017 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 040150000.22.027.016225, 29/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების №2 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე სტრიქონი:

„39

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება

65“.

2. ბრძანების №3 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე სტრიქონი:

„47

საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო

077“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე