ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2017
ძალის დაკარგვა 28.03.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საქმეთა დასახელება |
| თანამ დებობა | სახელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2017 წლის 28 მარტი
ქ. ახალციხე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
1.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა, დანართი 1-ის შესაბამისად.
2.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი, დანართი 2-ის შესაბამისად.
3.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 3-ის შესაბამისად.
4.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი, დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, ოქმის შედგენა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება უზრუნველყოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახურმა.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის №15 დადგენილება
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი №1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N -----
-------- --------------------- 201 წელი -------------------------------------------
ოქმის შედგენის თარიღი ოქმის შედგენის ადგილი
1. ოქმის შემდგენელი: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის,
ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახურის
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)
2. სამართალდამრღვევი: ---------------------------------------------------------------------------------------------------
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, პირადი №; იურიდიული პირის შემთხვევაში -
მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი)
3. გამოვლინდა, რომ ------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი)
4. აღნიშნული სამართალდარღვევა გათვალისწინებულია საქართველოს --------------------------------------
------------------------------ მუხლის ------ ნაწილით, რაზედაც ეკისრება პასუხისმგებლობა -------------- დაჯარიმება.
5. სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევის, ---------------------ახსნა-განმარტება:
(სახელი, გვარი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს -------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევი ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი, მისამართი;
იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი) განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება-მოვალეობები
------------------------------------------
(სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
7. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:
ოქმი შევადგინე: ------------------------------------------ ოქმს გავეცანი: --------------------------
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა) (სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა)
მოწმეები (თუ არიან): --------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
დაზარალებულები (თუ არიან): -----------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
8. ოქმის ასლი ჩავიბარე: -------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ხელმოწერა)
შენიშვნა: ოქმის ხელის მოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს
უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
დანართი №2
№
გაცემი თარიღ
ოქმი №
ოქმის გამცემი
ოქმის მიმღები
შედგენილი ოქმები
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი)
ოქმები
შენიშვნა
თანამ
დებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
ფიზიკური ან იურიდიული პირი
სახელი
გვარი
ხელმოწერა
ოქმის №
თანამ
დებობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
დაბრუ
ნების თარიღი
ჩამოწერის აქტის №
ოქმის №
თანამ
დებობა
სახელი
გვარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
დანართი №3
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. აღნიშნული წესის მიზანია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახურში მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-ანგარიშგების დარეგულირება.
მუხლი 2🔗.
ოქმის მომარაგება და შენახვა
1.ოქმის შეკვეთას ახორციელებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახური „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად სტამბური წესით ბეჭდვას (შესაბამისი დამცავი ნიშნების გათვალისწინებით).
3. პოლიგრაფიული საწარმოს მიერ სტამბური წესით დაბეჭდილი ფორმის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩაბარების უფლება აქვს საამისოდ აღჭურვილ პირს.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს ოქმის ფორმებს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან დაცულ სათავსში.
მუხლი 3🔗.
ოქმის წარმოება
1. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეძლება ხელი მოაწერონ აღნიშნულმა პირებმაც.
2. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
4. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
მუხლი 4🔗.
მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების სამსახურის უფლებამოსილი პირი http://www.matsne.gov.ge 01025005035173016082 ახდენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, აღრიცხვა-ანგარიშგებას.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული, ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით გამოყენებული და გაფუჭებული ფორმები ბარდება მათ მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
5. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი პირი ფორმასთან ურთავს ახსნა-განმარტების ბარათს, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
მუხლი 5🔗.
პასუხისმგებლობა ოქმის წარმოების წესების დარღვევისათვის
1.„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და წინამდებარე წესის დამრღვევი პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
დანართი №4
აქტი №
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი ------ --------------------------- 20--- წ.
გამოსაყენებლად უვარგის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის შესახებ
№
საქმეთა დასახელება
რაოდენობა
ოქმის ექსკლუზიური №