„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016054
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №35

2017 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 08/10/2015წ.; სარეგისტრაციო კოდი – 130000000.63.075.016022) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სამსახურის დანაყოფების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი კომპეტენციების განსაზღვრის თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანების ან სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლის:

ა)  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შედგენის, დაფინანსების, ანგარიშგების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიიღოს საჭირო მონაცემები და ინფორმაცია და/ან შესაბამისი განმარტებების მისაცემად მოიწვიოს სამსახურის დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლები;

ბ) გამოითხოვოს და მიიღოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამსახურის ხელმძღვანელობას დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს სათანადო წინადადებები სამართლებრივი აქტის შემუშავებისა და გამოცემის თაობაზე;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის  მოადგილის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამსახურის სხვა დანაყოფთან ერთად;“.

4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშგებების საფუძველზე ნაერთი ბალანსის მომზადება და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენა;“.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) სამსახურის პრიორიტეტებისა და დანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ფინანსთა სამინისტროში განსახილველად წარდგენა;“.

6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოსთან ამ უკანასკნელის მიერ სამსახურის დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა;“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამსახურის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე და/ან წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში გადაგზავნა;“.

8. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ6) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სამსახურის დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში გადაგზავნა;“.

9. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ8–ჰ11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ8)  სამსახურის დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე მათი  საკანცელარიო, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლით, საყოფაცხოვრებო  და კომპიუტერული ტექნიკით და მათი აქსესუარებით, ბეჭდური პროდუქციით, ბეჭდებით, შტამპებით, მობილური და შიდა ქსელური მოხმარების ტელეფონებით, ოპერატიულ-ტექნიკური კავშირგაბმულობის საშუალებებით, ავეჯით, უნიფორმით და სხვა ყოველდღიური მოხმარების საქონლით უზრუნველყოფა;

ჰ9)  სამსახურის დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე წარმომადგენლობითი და საპროტოკოლო ღონისძიებების კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფა. სამსახურის შესაბამისი დანაყოფების კვების ორგანიზება და სამსახურში მოქმედი შესაბამისი სასადილოების გამართული ფუნქციონირების ზედამხედველობა;

ჰ10)  კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში გადაგზავნა;

ჰ11) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის შესაბამის დანაყოფებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.03.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.03.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016054.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №35, 30.03.2017, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3621907/