საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება ძალადაკარგული სახელმწიფო უსაფრთხოება
მიღების თარიღი 30.03.2017
ძალაში შესვლა 30.03.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება 01.01.2026
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ბრძანება №33
2017 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „რ.ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. სამმართველო არის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. სამმართველო თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს.
მუხლი 3🔗
სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) სამართლებრივი აქტებით, ასევე სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
სამმართველო ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
სამმართველოს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 6🔗
სამმართველოს ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება და მათი უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება;
ბ) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირებისა და იზოლატორის მოსამსახურეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ცალკეულ შემთხვევებში, სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფების უფლებამოსილ მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის მიღება მათ მიერ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების აუცილებლობის თაობაზე, ტერიტორიული თუ სხვა ნიშნის მიხედვით;
დ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სუბიექტებთან ურთიერთობის წარმართვა;
ე) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.
მუხლი 7🔗
სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორის მართვას და ერთიანი პოლიტიკის წარმართვას, მისი საქმიანობის ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას;
ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა საქმიანობისა და იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს;
გ) ადგენს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის გამომწვევ მიზეზებს, ახდენს რეაგირებას აღნიშნულის თაობაზე მიღებულ განცხადებებსა და ინფორმაციაზე, ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
დ) დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ინფორმირებას;
ე) უზრუნველყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურებას და ამ მიზნით თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან;
ვ) დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
თავი III
სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 8🔗
1. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სამედიცინო მომსახურების განყოფილება;
გ) სამსახურის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორი (სამსახური).
2. სამსახურის №1 დროებითი მოთავსების იზოლატორის (შემდგომში –
იზოლატორი) ადგილმდებარეობა და მასში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
მუხლი 9🔗
მონიტორინგისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) კონტროლს უწევს იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვას;
ბ) ახორციელებს იზოლატორის მოსამსახურეთა მიერ იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვის მონიტორინგს;
გ) ახორციელებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების მონიტორინგს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს მიღებული განცხადებების, ინფორმაციის ან/და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შესაძლო დარღვევებზე;
ე) ახორციელებს დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანოს ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ინფორმირებას;
ვ) იზოლატორებში მოთავსებულ პირთა უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით ადგენს მათ გამომწვევ მიზეზებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ზ) კომპეტენციისა და საჭიროების ფარგლებში აგროვებს და ამუშავებს იზოლატორებში წარმოებულ სტატისტიკას მონიტორინგის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;
თ) ადგენს მონიტორინგის ჩატარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამმართველოს უფროსს;
ი) ადგენს ანგარიშს ყოველი ჩატარებული მონიტორინგის შესახებ და წარუდგენს სამმართველოს უფროსს/სამმართველოს უფროსის მოადგილეს;
კ) ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშების საფუძველზე 6 თვეში ერთხელ ამზადებს საერთო ანგარიშს და წარუდგენს სამმართველოს უფროსს/სამმართველოს უფროსის მოადგილეს;
ლ) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევს სამმართველოს საქმისწარმოებას;
მ) ორგანიზებას უწევს იზოლატორების შესაბამისი ინვენტარითა და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებებით მომარაგებას;
ნ) იზოლატორებში ჩასატარებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შესახებ წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ო) აღრიცხავს და აანალიზებს სამმართველოს მიერ გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკურ რესურსს;
პ) წარმართავს ურთიერთობას სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან სამმართველოს მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურების, სადაზღვევო, სატელეფონო მომსახურებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების თაობაზე;
ჟ) სამსახურის ადმინისტრაციის კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
რ) ახორციელებს სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ს) სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან;
ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე სამმართველოს უფროსის/სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს;
მუხლი 10🔗
სამედიცინო მომსახურების განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს იზოლატორში მოთავსებულ, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში იზოლატორში უშუალოდ მყოფ სხვა პირთა შესაბამის სამედიცინო მომსახურებას;
ბ) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს უფროსს/სამმართველოს უფროსის მოადგილეს იზოლატორში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნასთან დაკავშირებით;
გ) ადგენს მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის ნუსხას და სამმართველოს შესაბამის განყოფილებას წარუდგენს მოთხოვნას მათი შესყიდვის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) აღრიცხავს სამედიცინო მომსახურების განხორციელებისას გაცემულ მედიკამენტებს;
ე) აწარმოებს სტატისტიკას გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;
ვ) პერიოდულად სამმართველოს უფროსს/სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
ზ) თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე სამმართველოს უფროსის/სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
მუხლი 11🔗
დროებითი მოთავსების იზოლატორი
1. დროებითი მოთავსების იზოლატორი (შემდგომში - იზოლატორი) არის განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს სამმართველოს სტრუქტურულ დანაყოფს და ფუნქციონირებს სამმართველოში შემავალის სამსახურის სახით.
2. იზოლატორი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის ან/და სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც იზოლატორში არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. იზოლატორის სამედიცინო პუნქტი უშუალოდ ექვემდებარება სამმართველოს სამედიცინო მომსახურების განყოფილებას და არ შედის იზოლატორის შემადგენლობაში.
3. იზოლატორის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამსახური.
4. იზოლატორს აქვს ბეჭედი იზოლატორის სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 12🔗
1. იზოლატორის ამოცანაა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებულ პირთა იზოლატორში დროებითი მოთავსების აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) იზოლატორში შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და მოთავსებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა.
2. იზოლატორის ფუნქციაა:
ა) იზოლატორში სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა და მოთავსებულ პირთა კვებით უზრუნველყოფა;
ბ) იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
გ) იზოლატორში მოთავსებულ პირთათვის ამანათის მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა;
დ) ბრალდების ან/და დაცვის მხარისათვის საპროცესო საქმიანობაში ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) იზოლატორში მოთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
ვ) იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და პირადი საქმეების წარმოება, ასევე მათი ფოტოგრაფირება;
ზ) იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით იზოლატორის ტერიტორიაზე მყოფი პირებისა და მათი ნივთების, აგრეთვე იზოლატორში მოთავსებულ პირთა საკნების შემოწმება;
თ) იზოლატორში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და იზოლატორში მყოფი პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. იზოლატორში მსახურობენ მორიგე-გუშაგები, რომელთაც შეიძლება მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. იზოლატორის სპეციფიკის გათვალისწინებით, იზოლატორის მორიგე-გუშაგს შეიძლება დაეკისროს იზოლატორის ცვლის უფროსის უფლება-მოვალეობა.
4. იზოლატორში დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ შტატგარეშე მოსამსახურეები.
5. იზოლატორში, როდესაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს სამმართველოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე.
6. იზოლატორში მსახურობენ მორიგე-გუშაგები, რომელთაც შეიძლება მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური წოდება. იზოლატორის სპეციფიკის გათვალისწინებით, იზოლატორის მორიგეგუშაგს შეიძლება დაეკისროს იზოლატორის ცვლის უფროსის უფლება-მოვალეობა.
7. იზოლატორში დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ შტატგარეშე მოსამსახურეები.
8. იზოლატორში, რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს სამმართველოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შტატგარეშე მოსამსახურე.
თავი IV
სამმართველოს ხელმძღვანელობა
მუხლი 13🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს, წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის და თვალყურს ადევნებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოს სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
დ) პერიოდულად აანალიზებს სამმართველოს საქმიანობას და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის უფროსს და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ვ) მიმართავს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს სამმართველოს მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ზ) მიმართავს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;
თ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების უფროსების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
კ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ლ) არანაკლებ 6 თვეში ერთხელ წარუდგენს სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მ) ამტკიცებს იზოლატორის დღის განრიგს;
ნ) ამტკიცებს მონიტორინგის ჩატარების გეგმას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს;
პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო სამმართველოს უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში –
სამსახურის უფროსის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამმართველოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 14🔗
1. სამმართველოს უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამსახურის უფროსის, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
თავი V
სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა
მუხლი 15🔗
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. განყოფილების უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე.
3. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და წყვეტს განყოფილების გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;
გ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
დ) სამმართველოს უფროსს/ სამმართველოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;
ე) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 16🔗
1. განყოფილების უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. განყოფილების უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილისა და განყოფილების უფროსის წინაშე.
3. განყოფილების უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს განყოფილების უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
დ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას განყოფილების მოსამსახურეთა შორის;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე სამმართველოს უფროსისა და განყოფილების უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 17🔗
იზოლატორის უფროსი:
ა) ახორციელებს იზოლატორის საქმიანობის ხელმძღვანელობას, წყვეტს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ და იზოლატორის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და შეიმუშავებს წინადადებებს იზოლატორის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;
დ) პერიოდულად ისმენს იზოლატორის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ე) აკონტროლებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურის განხორციელებას, უზრუნველყოფს შინაგანაწესისა და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;
ვ) აკონტროლებს იზოლატორში მოთავსებულ პირთა დაკავების ვადებს;
ზ) არანაკლებ თვეში ერთხელ ამოწმებს იზოლატორში არსებული სამსახურებრივი გასაღებების რაოდენობასა და საკეტების მდგომარეობას;
თ) უზრუნველყოფს იზოლატორის ტექნიკური და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლს, აწარმოებს იზოლატორის ქონების აღრიცხვას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავს და ინახავს იზოლატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ ბრძანებებს, ინსტრუქციებს, საიდუმლო საქმეებსა და სხვა დოკუმენტაციას, აცნობს იზოლატორის მოსამსახურეებს აღნიშნულ ბრძანებებსა და მითითებებს, კონტროლს უწევს იზოლატორში საქმისწარმოების განხორციელებასა და იზოლატორში მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის სრულყოფილად განთავსებას, ასევე პასუხისმგებელია იზოლატორში სტატისტიკის წარმოებაზე;
კ) პერიოდულად ამოწმებს იზოლატორში ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების რაოდენობასა და მათ მდგომარეობას;
ლ) წარმოადგენს იზოლატორს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და ხელს აწერს იზოლატორში მომზადებულ დოკუმენტებს;
მ) შემდგომი რეაგირების მიზნით აცნობებს შესაბამის ორგანოებს იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ იზოლატორის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და მის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების შესახებ;
ნ) ამტკიცებს იზოლატორის მოსამსახურეთა საგუშაგოზე მორიგეობის გრაფიკებს;
ო) იზოლატორში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მიმართავს სამსახურის შესაბამის დანაყოფებს;
პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
ჟ) 24 საათის განმავლობაში ატყობინებს სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფს დროებითი მოთავსების იზოლატორში:
ჟ.ა) სუიციდის ან/და თვითდაზიანების მიყენების მცდელობის შესახებ;
ჟ.ბ) მოთავსებული პირის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების/შეწყვეტის შესახებ;
ჟ
.გ) მოთავსებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ;
ჟ
.დ) მოთავსებული პირის იზოლატორიდან დროებით გაყვანის შესახებ;
ჟ
.ე) მოთავსებული პირის მხრიდან პრეტენზიის გამოთქმის შესახებ;
ჟ
.ვ) მოთავსებული პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოთქმული ჩივილების თაობაზე;
ჟ
.ზ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან) წარმოდგენის, აგრეთვე იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის აღმოჩენის შესახებ;
ჟ
.თ) წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ;
ჟ
.ი) მოთავსებული სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირების, არასრულწლოვნებისა და ქალების შესახებ;
ჟ
.კ) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მხრიდან პირველად სამედიცინო შემოწმებაზე ან/და სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის თაობაზე;
ჟ
.ლ) შინაგანაწესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლატორში მისვლის შესახებ;
ჟ
.მ) მოთავსებული პირის სხვა იზოლატორში გადაყვანის შესახებ;
ჟ
.ნ) მოსათავსებელი პირის იზოლატორში არმიღების შესახებ;
ჟ
.ო) მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ჟ
.პ) მოთავსებული პირის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შესახებ;
ჟ
.ჟ) მომხდარი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;
ჟ
.რ) საგანგებო სიტუაციის არსებობის შესახებ;
რ) დაუყოვნებლივ ატყობინებს სამმართველოს ხელმძღვანელობას დროებითი მოთავსების იზოლატორში:
რ.ა) სუიციდის ან/და თვითდაზიანების მიყენების მცდელობის შესახებ;
რ.ბ) მოთავსებული პირის მხრიდან შიმშილობის გამოცხადების/შეწყვეტის შესახებ;
რ.გ) მოთავსებული პირის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ;
რ.დ) მოთავსებული პირის მხრიდან იზოლატორის მოსამსახურის მიმართ პრეტენზიის გამოთქმის შესახებ;
რ.ე) მოსათავსებელი ან მოთავსებული პირის მიერ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთის (იარაღი, ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა, ცივი იარაღი, სამედიცინო დანიშნულების საგანი და სხვა მსგავსი ნივთი, ასევე ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებები, ყალბი დოკუმენტაცია და ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან) წარმოდგენის, აგრეთვე იზოლატორის მოსამსახურის მიერ აღნიშნული ნივთის აღმოჩენის შესახებ;
რ.ვ) წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ;
რ.ზ) შინაგანაწესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული პირების იზოლატორში მისვლის შესახებ;
რ.თ) მოსათავსებელი პირის იზოლატორში არმიღების შესახებ;
რ.ი) მომხდარი შემთხვევის თაობაზე, რომლის დროსაც გამოყენებულ იქნა შინაგანაწესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები;
რ.კ) მომხდარი ფაქტების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იზოლატორის ნორმალურ ფუნქციონირებას;
რ.ლ) საგანგებო სიტუაციის არსებობის შესახებ.
მუხლი 18🔗
1. იზოლატორის ცვლის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მორიგე-გუშაგების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, უზრუნველყოფს იზოლატორში წესრიგისა და იზოლატორის დღის განრიგის დაცვას;
ბ) სამორიგეო ცვლის შესაბამისად იზოლატორში დასაქმებულ მოსამსახურეებს აძლევს შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) უშუალოდ უზრუნველყოფს იზოლატორში პირთა მოთავსების პროცედურის განხორციელებას და ამოწმებს იმ დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგენს პირის იზოლატორში მოთავსების საფუძველს ან/და ავალებს აღნიშნულის განხორციელებას სხვა მოსამსახურეს;
დ) აკონტროლებს იზოლატორში შესვლის წესის დაცვასა და უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებას;
ე) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის უფროსს ამ დებულების მე-18 მუხლის „რ.ა“–„რ.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;
ვ) ზედამხედველობას უწევს იზოლატორის უფროსის მიერ დამტკიცებული საგუშაგო მორიგეობის გრაფიკის შესრულებას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს იზოლატორის მორიგე-გუშაგის უფლება-მოვალეობას;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე იზოლატორის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
2. იზოლატორის ცვლის უფროსს ეკრძალება, დატოვოს იზოლატორის შენობა ან გაათავისუფლოს მის სამორიგეო ცვლაში მყოფი იზოლატორის მოსამსახურეები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელი ხდება მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება და არსებობს იზოლატორის უფროსის თანხმობა.
მუხლი 19🔗
1. იზოლატორის მოსამსახურეები, რომლებიც სამორიგეო ცვლაში უშუალოდ იმყოფებიან იზოლატორში და ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას იზოლატორის ცვლის უფროსის ხელმძღვანელობით, არიან იზოლატორის მორიგე-გუშაგები.
2. იზოლატორის მორიგე-გუშაგი:
ა) ამოწმებს იზოლატორის საკნებს და იცავს საგუშაგოს (იზოლატორის საკნებთან არსებულ ტერიტორიას) მოთავსებული პირის გაქცევის ან სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით;
ბ) იზოლატორში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეთვალყურეობს მოთავსებულ პირებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
გ) დადგენილი წესით ამოწმებს იზოლატორში მიღებულ ამანათებს და გადასცემს მათ ადრესატს;
დ) დაუყოვნებლივ ატყობინებს იზოლატორის ცვლის უფროსს ამ დებულების მე-18 მუხლის „რ.ა“–„რ.რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტების შესახებ;
ე) იზოლატორში მოთავსებულ პირებს აწვდის საკვების ულუფას დღის განრიგითა და შინაგანაწესის 28-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლატორში პირის მოთავსების პროცედურებს და არეგისტრირებს შესაბამის ინფორმაციას მოთავსებულ პირთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;
ზ) ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე იზოლატორის შესაბამისი ცვლის უფროსის ცალკეულ დავალებებს.