,,საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 29.10.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №473
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.008.002.003.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 122, 29/10/2004
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2004 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №473
2004 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1281-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამსახურის საბჭოს თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
საჯარო სამსახურის საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. საჯარო სამსახურის საბჭოს სტატუსი და მიზანი
1. საჯარო სამსახურის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. საბჭოს მიზანია საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია, სახელმწიფო ორგანოთა ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფასთან და საჯარო სამსახურის სფეროში კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხების განხორციელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება, პროფესიული საჯარო სამსახურის ძირითადი ღირებულებების: კომპეტენტურობის, პოლიტიკური მიუკერძოებლობის, პატიოსნების, სანდოობისა და საქვეყნოობის დანერგვა და დაცვა.
3. საბჭოს აქვს ბეჭედი და ბლანკი.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები
1. თავისი მანდატიდან გამომდინარე, საბჭო საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:
ა) საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ერთიანი პრინციპებისა და მიდგომების შემუშავებისა და დანერგვის შესახებ;
ბ) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფის შესახებ;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის სტრუქტურების განვითარებისა და სახელმწიფო სამსახურთან მათი კოორდინირებული საქმიანობის სრულყოფის შესახებ;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებისა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის შესახებ;
ე) საჯარო სამსახურის სფეროს რეფორმების ერთიანი სტრატეგიისა და პრინციპების შემუშავებისა და დანერგვის შესახებ;
ვ) საჯარო სამსახურის სისტემის რეორგანიზაციასთან, ადამიანური რესურსების მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების, პროგრამებისა და ხელშეკრულების შეთანხმებისა და შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
2. აგრეთვე საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საჯარო სამსახურის სფეროს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა;
გ) საჯარო სამსახურის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-მეთოდური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი 3🔗. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედის სამ-სამი წევრი შესაბამისად საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან. საბჭოს წევრებს და საბჭოს წევრთაგან საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. საბჭოს მდივანი იმავდროულად არის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
5. საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი სამუშაო.
მუხლი 4🔗. საბჭოს უფლებები
1. საბჭოსა და მის წევრებს შეუძლიათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მოსთხოვონ შესაბამისი საკითხის განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის წარმოდგენა კანონით დადგენილ ვადებში.
2. საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს საჯარო სამსახურის დაწესებულების ნებისმიერი თანამდებობის პირი.
მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომები
1. საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც.
2. სხდომის მოწვევა ხდება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს მინიმუმ 5 წევრის მოთხოვნით.
3. საბჭოს წევრებს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ საბჭოს მდივნის მიერ ეცნობება სხდომამდე სულ ცოტა 5 დღით ადრე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3.
5. საბჭოს წევრს შეუძლია მოითხოვოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა, რის შესახებაც მან საბჭოს მდივანს უნდა აცნობოს სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც. საბჭოს შეუძლია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით დღის წესრიგში შეიტანოს საბჭოს წევრის მიერ ამ მოთხოვნათა დაუცველად დასმული საკითხიც.
6. საბჭოს სხდომაზე საკითხი გამოაქვს საბჭოს მდივანს ან საბჭოს იმ წევრს, რომელსაც საბჭომ სთხოვა საკითხის მომზადება, ან რომელმაც მოითხოვა საკითხის დღის წესრიგში შეტანა.
7. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, საბჭოს მდივანი.
8. საბჭოს სხდომები ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
9. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.
10. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი. სხდომის ოქმი საჯარო დოკუმენტია, გარდა იმ ნაწილებისა, რომელთა კონფიდენციალობა განსაზღვრულია კანონმდებლობით.
11. საბჭოს რეკომენდაცია შესაძლებელია აისახოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ ნორმატიული აქტში.
მუხლი 6🔗. საბჭოს მდივანი
1. საბჭოს მდივანს – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს – თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საბჭოს მდივანი:
ა) ხელმძღვანელობს საჯარო სამსახურის ბიუროს;
ბ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს;
გ) წარმოადგენს საბჭოს მესამე პირთან ურთიერთობაში სპეციალური რწმუნების გარეშე;
დ) ორგანიზებას უკეთებს საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მასზე განსახილველი საკითხების მომზადებას;
ე) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებს სათანადო ინფორმაციით;
ვ) თვალყურს ადევნებს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას;
ზ) ყოველწლიურად საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და მომდევნო წლის სამუშაო გეგმას.