საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №5 46
2017 წლის 23 მარტი
ქ . თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015-2016 სასწავლო წლისა და წინა წლების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარჩინებულ კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროსა (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლებისა და მედლების ჩასადები ყუთების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან („წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება“ (პროგრამული კოდი: 32 02 04)).
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი