სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი არ სისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №559
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023420
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2017
matsne.gov.ge 539 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „შარასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 98% 21.03.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნეოსტარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 97% 24.01.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავოილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 97% 17.11.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „მარსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 97% 27.11.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გემუანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 97% 18.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი არ სისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.BalloonTextChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №559 2017 წლის 23 მარტი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯი არ სისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, I ჩიხში, №1-ში (ნაკვ. №1) მდებარე 5852.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 - საერთო ფართით - 949.34 კვ.მ (მათ შორის, I სართული 854.81 კვ.მ, II სართული 94.53 კვ.მ); №2 - საერთო ფართით - 555.18 კვ.მ, №3 – საერთო ფართით – 4.68 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.05.24.911) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ჯი არ სის“ (ს/კ: 205017578). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 1 360 000 (ერთი მილიონ სამას სამოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ისა – ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში; გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი – ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;   დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში, წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის (არანაკლებ 1000 (ერთი ათასი) ტონა ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, სიგანით 600 მმ ან მეტი) წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით: დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება; დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში – წარმოების შეთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება. 3. შპს „ჯი არ სის“ მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას). 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                                               გიორგი კვირიკაშვილი