სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხეორიჰესისათვის “ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №561
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023418
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2017
matsne.gov.ge 515 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სტორისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 08.06.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 94% 25.04.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენერგო ინვესტისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 01.06.2017 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფოთის ამიაკის ტერმინალისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით და ხაზოვანი ნაგებობის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 23.07.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კაფსულოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 16.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხეორიჰესისათვის “ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } h2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.Heading2Char { font-weight:bold; font-style:italic;} span.CommentTextChar { } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} .MsoChpDefault {font-size:10.0pt;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №561 2017 წლის 23 მარტი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხეორიჰესისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ხეორიჰესს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405080647) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 3710 (სამი ათას შვიდას ათი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს: ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის − 3710 (სამი ათას შვიდას ათი) ლარის გადახდა ყოველწლიურად; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „მკ ენერჯის“ (ამჟამად: შპს „ხეორიჰესი“), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ხეორიჰესის“ აშენების მიზნით. 3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუდალში 2057.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №88.04.23.017) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 14800 (თოთხმეტი ათას რვაასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ხეორიჰესს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405080647). 4. ამ განკარგულების მესამე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) საქართველოს მთავრობას, შპს „მკ ენერჯის“ (ამჟამად: შპს „ხეორიჰესი“), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგური „ხეორიჰესის“ აშენება და ამავე მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში მიღება. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი                                              გიორგი კვირიკაშვილი