მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№567
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023412
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №567

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტისა და „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №249 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესის მე-2 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების საფუძველზე, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისა და მაღალმთიან დასახლებებში საჯარო ან კერძო პროექტების განხორციელებისათვის, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან:

ა) არაუმეტეს 10 (ათი) მილიონი ლარი მიიმართოს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების“ შესაბამისად;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის არაუმეტეს 10 (ათი) მილიონი ლარის გამოყოფა, მის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ განსაზღვრული ინდუსტრიული, მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი