⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.05.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის, ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესის, დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2017
ძალის დაკარგვა 14.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 967 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2017 მიღება
14.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
წლიური გეგმა I
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის, ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესის, დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2017 წლის 28 მარტი ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის, ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (დანართი  №1); ბ) ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა (დანართი №2); გ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში თანხების გადანაწილების წესი (დანართი № 3). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია შეროზია დანართი №1 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება 1. ერთი პრიორიტეტიდან  (პროგრამული კოდი) მეორე პრიორიტეტზე ასიგნების გადანაწილება (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) შეიძლება დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე. 4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების და კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის დამატება) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებებისას მერის სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე. 7. იმ შემთხვვაში, თუ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში  კვარტლებს შორის ასიგნებების  გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომ – სამსახური), შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 3🔗. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, სამსახური ან ადგილობრივი საბიუჯეტო ორგანიზაცია (მხარჯავი სუბიექტი) წერილობით მიმართავს მერს, ასიგნების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა და მათზე ვალდებულებების აღების არარსებობის თაობაზე. მათვე ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსისა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 2. სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე. 3. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამის სამსახურს და საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 4. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას. ახორციელებს ცვლილებას დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში. 5. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნების საფუძველს წარმოდგენს მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება. 6. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. დანართი №2 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის გეგმის ცვლილების ცნობა №    201                 წლის „------“ „----------------------“            (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)            (ცვლილების საფუძველი: დადგენილება, განკარგულება, ბრძანება)           ცვლილების შინაარსი პროგრამული კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- მათ შორის კვარტალების მიხედვით წლიური გეგმა I II III IV დაფინანსების ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან. 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. 3. წინა წლების დავალიანების დაფარვა. 4. დანარჩენი ცვლილება. დანართი №3 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და  კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი  1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ – ა(ა)იპ) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის საფუძველზე. 2. ეს წესი არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში თანხების ასახვის და მათ შორის გადანაწილების მექანიზმებს, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში. 3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან  შეთანხმებით. 4. ა(ა)იპ-ის მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ასიგნებების გადანაწილების (მათ შორის, სუბსიდიიდან არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში თანხის გადანაწილება) თაობაზე ცვლილების შეტანის შესახებ, სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით წერილობით წარუდგენს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომელიც ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით, ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში. 5. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპ-ებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.