„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და ნებართვის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ივნისის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2017 წლის 28 მარტი ქ. ზუგდიდი |
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და ნებართვის რეგულირების წესისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცების შესახებ“;
ბ) 1-ლი მუხლის შემდეგ დაემატოს ,,11“ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11 მუხლი
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასები (დანართი №2).“.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასები
|