აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №588
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023401
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2017
matsne.gov.ge 717 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 28.07.2016 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 27.10.2017 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 29.09.2014 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 17.06.2016 ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 03.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №58 8 2017 წლის 24 მარტი ქ. თბილისი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 1. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის − „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ დამატება; ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 7 574 400 (შვიდი მილიონ ხუთას სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარის მიმართვა ქვეპროგრამაში − „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები“; გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქვეპროგრამით − „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები“ გათვალისწინებული თანხიდან: გ.ა) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისათვის 4 854 400 (ოთხი მილიონ რვაას ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარის გადარიცხვა, მათ შორის: გ.ა.ა) 1 421 300 ლარი − ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 14 213 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.ბ) 11 500 ლარი − თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდისთვის 115 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.გ) 124 300 ლარი − ხობის მუნიციპალიტეტისთვის 1 243 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.დ) 108 900 ლარი − სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 1 089 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.ე) 49 600 ლარი − აბაშის მუნიციპალიტეტისთვის 496 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.ვ) 321 900 ლარი − მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 3 219 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.ზ) 480 800 ლარი − ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის 4 808 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.თ) 406 600 ლარი − წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის 4 066 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.ი) 762 700 ლარი − ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 7 627 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.კ) 46 300 ლარი − თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთისათვის 463 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.ლ) 170 700 ლარი − ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის 1 707 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.მ) 199 800 ლარი − ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 1 998 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.ნ) 150 000 ლარი − სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 1 500 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ა.ო) 600 000 ლარი − აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობისთვის გალის რაიონში 6 000 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ბ) 70 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის შესყიდვა, საიდანაც შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას გადაეცემა: გ.ბ.ა) 58 253 ლიტრი − 1.5 ჰა-მდე თხილის ფართობის დასამუშავებლად; გ.ბ.ბ) 6 240 ლიტრი − იმ პირებისთვის გადასაცემად, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი; გ.გ) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების, მათ შორის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის გადაცემა. 2. ეთხოვოთ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებსა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობას, მათთვის გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის ფართობების დამუშავებისთვის საჭირო მუშახელის აყვანა და იმ პირთა თხილის ფართობების ორჯერადი დამუშავება, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-მდე თხილის ფართობი, ასევე ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის გადაცემა იმ პირებისთვის, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი. 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის 3​1 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს უფლება მიეცეს, ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდის შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. 4. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. პრემიერ - მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი