# ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 12 იანვრის რეგულაცია (EC) N 183/2005
ცხოველის საკვების ჰიგიენასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ

- ტიპი: რეგულაციები
- მიმღები ორგანო: ევროპარლამენტი
- დოკუმენტის ნომერი: №183/2005
- მიღების თარიღი: 12.01.2005
- კონსოლიდირებული რედაქცია: 12.01.2005
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3624838/0
- წყარო: https://legali.ge/law/3624838/

> ეს არის 12.01.2005 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. მოქმედების სფერო

_თავი I — შესწავლის საგანი, მოქმედების სფერო და განსაზღვრებები_

1. წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება:

(a) ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების საქმიანობის ყველა ეტაპზე, ცხოველის საკვების პირველადი წარმოებიდან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებამდე.

(b) სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველების კვებაზე;

(c) ცხოველის საკვების იმპორტ-ექსპორტზე მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან და ამ ქვეყნებში.

2. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება:

(a) ცხოველის საკვების შიდა კერძო წარმოებაზე;

(i) სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველებისთვის, რომლებიც კერძო შიდა მოხმარებისთვისაა გათვალისწინებული;

და

(ii) იმ ცხოველებისთვის, რომლებიც არ არის განკუთვნილი სურსათის წარმოებისთვის;

(b) იმ ცხოველების კვებაზე, რომლებიც განკუთვნილია კერძო შიდა მოხმარებისთვის ან იმ საქმიანობისთვის, რომელიც გათვალისწინებულია საკვები პროდუქტების ჰიგიენის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის რეგულაციის (EC) N 852/2004 1(2)(c) მუხლით9;

(c) იმ ცხოველების კვებაზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი სურსათის წარმოებისთვის;

(d) მწარმოებლის მიერ პირველადი წარმოების ცხოველის საკვების მცირე რაოდენობით პირდაპირ მიწოდებაზე ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი ფერმებისათვის ამ ფერმებში გამოსაყენებლად;

(e) შინაური ცხოველების საკვების საცალო ვაჭრობაზე;

3. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა დაადგინონ წესები და სახელმძღვანელო მითითებები მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის რეგულირებისთვის. ასეთი ეროვნული წესებითა და სახელმძღვანელო მითითებებით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წინამდებარე რეგულაციის მიზნების მიღწევ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-2/](https://legali.ge/law/3624838/muxli-2/)

---

## მუხლი 3. განსაზღვრებები

_თავი I — შესწავლის საგანი, მოქმედების სფერო და განსაზღვრებები_

წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის მოქმედებს რეგულაციით (EC) N 178/2002 გათვალისწინებული განსაზღვრებები, შემდეგი კონკრეტული განსაზღვრებების ფარგლებში:

(a) „ცხოველის საკვების ჰიგიენა“ აღნიშნავს ზომებსა და პირობებს, რომელიც საჭიროა საფრთხეების კონტროლისა და ცხოველის მოხმარებისათვის განკუთვნილი საკვების ვარგისიანობის უზრუნველსაყოფად, მისი მიზნობრივი გამოყენების გათვალისწინებით;

(b) „ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტი“ აღნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პასუხისმგებელია მისი კონტროლის ქვეშ არსებული ცხოველის საკვების წარმოების მიერ წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების უზრუნველყოფაზე;

(c) „საკვები დანამატები“ აღნიშნავს ნივთიერებებს ან მიკრო-ორგანიზმებს რომლებიც ნებადართულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციით (EC) N 1831/2003 ცხოველთა კვებაში დანამატების გამოყენების შესახებ10;

(d) „საწარმო“ აღნიშნავს ცხოველის საკვების მწარმოებლის ნებისმიერ ერთეულს;

(e) „კომპეტენტური ორგანო“ აღნიშნავს წევრი სახელმწიფოს ან მესამე მსოფლიოს ქვეყნის ორგანოს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლება;

(f) „ცხოველის საკვების პირველადი წარმოება“ აღნიშნავს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, მათ შორის: კერძოდ მოყვანას, მოსავლის აღებას, რძის მოწველას, ცხოველების გამოკვებას (დაკვლის წინ) ან თევზჭერას, განსაკუთრებით იმ პროდუქციის მისაღებად, რომელიც არ გადის რომელიმე სხვა ოპერაციას მოსავლის აღების, შეგროვების ან დაჭერის შემდეგ, გარდა მარტივი ფიზიკური დამუშავებისა.

თავი II

ვალდებულებე

[https://legali.ge/law/3624838/muxli-3/](https://legali.ge/law/3624838/muxli-3/)

---

## მუხლი 4. ზოგადი ვალდებულებები

_თავი II — ვალდებულებები_

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კონტროლის ქვეშ არსებული წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპი განხორციელდეს გაერთიანების კანონმდებლობის, ამ უკანასკნელთან შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და კარგი პრაქტიკის დაცვით. კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ წინამდებარე რეგულაციით დადგენილი შესაბამისი ჰიგიენის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

2. სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველების გამოკვებისას, ფერმერებმა უნდა მიიღონ ზომები და შეიმუშაონ პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების, ცხოველებისა და ცხოველური პროდუქციის ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური დაბინძურების რამდენადაც შესაძლებელია დაბალ რისკ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-4/](https://legali.ge/law/3624838/muxli-4/)

---

## მუხლი 5. კონკრეტული ვალდებულებები

_თავი II — ვალდებულებები_

1. ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული შემდგომი ოპერაციების დონეზე, როგორიცაა:

(a) პირველადი პროდუქტების ტრანსპორტირება, დასაწყობება და გადაადგილება წარმოების ადგილზე;

(b) ტრანსპორტირების ოპერაციები პირველადი პროდუქციის გადასატანად წარმოების ადგილიდან საწარმომდე;

(c) ცხოველის საკვების შერევა მხოლოდ მათი საკუთარი სადგომების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დანამატების და დანამატთა პირველადი მინარევების გამოყენების გარეშე, სასილოსე კონსერვირებული დანამატების გარდა.

ცხოველის საკვების მწარმოებელმა ობიექტებმა უნდა დაიცვან I დანართით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც შეესაბამება განხორციელებულ ოპერაციებს.

2. ოპერაციებისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირველი აბზაცით, მათ შორის მხოლოდ საკუთარი სადგომების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ცხოველის საკვების შერევა დანამატების ან დანამატთა პირველადი მინარევების გამოყენებით, გარდა სასილოსე კონსერვირებული დანამატებისა, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან II დანართით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც შეესაბამება განხორციელებულ ოპერაციებს.

3. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა:

(a) დაიცვან კონკრეტული მიკრობიოლოგიური კრიტერიუმები;

(b) მიიღონ ზომები ან შეიმუშაონ საჭირო პროცედურები, კონკრეტული მიზნების დასაკმაყოფილებლად.

(a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და მიზნების მიღება უნდა მოხდეს 31(2)-ე მუხლის განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

4. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა შეიძლება გამოიყენონ III თავით გათვალისწინებული სახელმძღვანელო პრინციპები, რაც დაეხმარება მათ წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში.

5. ფერმერები უნდა იცავდნენ III დანართით განსაზღვრულ დებულებებს სურსათის წარმოებისთვის განკუთვნილი ცხოველების გამოკვებისას.

6. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა და ფერმერებმა უნდა მიიღონ და გამოიყენონ ცხოველის საკვები მხოლოდ წინამდებარე რეგულაციის თანახმად რეგისტრირებული და/ან სანქცირებული საწარმოებიდა

[https://legali.ge/law/3624838/muxli-5/](https://legali.ge/law/3624838/muxli-5/)

---

## მუხლი 6. საფრთხის ანალიზისა და საკონტროლო კრიტიკული წერტილების (HACCP) სისტემა

_თავი II — ვალდებულებები_

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა, რომლებიც ახორციელებენ მე-5(1) მუხლით გათვალისწინებულის გარდა სხვა ოპერაციებს, უნდა შექმნან, განახორციელონ და შეინარჩუნონ მუდმივი წერილობითი პროცედურა ან პროცედურები HACCP პრინციპებზე დაყრდნობით.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპები გულისხმობს შემდეგს:

(a) საფრთხეების იდენტიფიცირება, რომლებიც თავიდან უნდა იქნეს არიდებული, აღმოფხვრილი ან შემცირებული, დასაშვებ დონეზე;

(b) საკონტროლო კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირება იმ საფეხურზე ან საფეხურებზე, სადაც კონტროლს არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აღმოსაფხვრელად ან დასაშვებ დონეზე შესამცირებლად;

(c) საკონტროლო კრიტიკულ წერტილებზე კრიტიკული ზღვრული ნორმების დადგენა, რომელიც განასხვავებს დასაშვებს დაუშვებლისგან იდენტიფიცირებული საფრთხეების თავიდან არიდების, აღმოფხვრის ან შემცირების მიზნით;

(d) საკონტროლო კრიტიკულ წერტილებზე ეფექტური მონიტორინგის პროცედურების შექმნა და განხორციელება;

(e) გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენა, როდესაც მონიტორინგი მიუთითებს, რომ საკონტროლო კრიტიკული წერტილები არ ექვემდებარება კონტროლს;

(f) პროცედურების დადგენა, რომელთა საშუალებითაც შემოწმდება სრულყოფილიად და ეფექტურად მუშაობს თუ არა (a) და (e) ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებები. გადამოწმების პროცედურები უნდა ჩატარდეს რეგულარულად;

(g) დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება, რომელიც შეესაბამება ცხოველთა საკვების წარმოების ხასიათსა და მოცულობას, რათა მოხდეს (a) და (f) ქვეპუნქტებით დადგენილ ღონისძიებათა ეფექტურად გამოყენების დემონსტრირება.

3. როდესაც რაიმე ცვლილება ხდება პროდუქტში, პროცესში ან წარმოების, გადამუშავების, დასაწყობებისა და დისტრიბუციის რომელიმე ეტაპზე, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა გადახედონ თავიანთ პროცედურას და შეიტანონ მასში შესაბამისი ცვლილებები.

4. პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების სისტემის ფარგლებში ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა გამოიყენონ კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები HACCP გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპებთან ერთად, რომელიც შემუშავებულია მე-20 მუხლის თანახმად.

5. ამ მუხლის განხორციელების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის მცირე ბიზნესისთვის, შესაძლოა მიღებული იქნეს 31(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის თანახმა

[https://legali.ge/law/3624838/muxli-6/](https://legali.ge/law/3624838/muxli-6/)

---

## მუხლი 7. დოკუმენტები HACCP სისტემის შესახებ

_თავი II — ვალდებულებები_

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა:

(a) მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოს მათ მიერ მე-6 მუხლის დაცვის მტკიცებულებები, კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

(b) უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი დოკუმენტაცია რომელიც აღწერს მე-6 მუხლის თანახმად შემუშავებულ პროცედურებს, მუდმივად განახლებული იყოს;

2. კომპეტენტურმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ცხოველის საკვების მწარმოებლის სახეობა და ზომა მოთხოვნების დადგენისას იმ ფორმით, რომელიც მითითებულია 1(a) აბზაცში;

3. წინამდებარე მუხლის განხორციელებისათვის დეტალური ღონისძიებები შესაძლოა მიღებულ იქნეს 31(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის თანახმად. ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარკვეული ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების მიერ III თავის თანახმად შემუშავებული HACCP პრინციპების განხორციელებას მე-6(1) მუხლის მოთხოვნების გათვალისწინები

[https://legali.ge/law/3624838/muxli-7/](https://legali.ge/law/3624838/muxli-7/)

---

## მუხლი 8. ფინანსური გარანტიები

_თავი II — ვალდებულებები_

1. ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტებისათვის ფინანსური გარანტიების ეფექტური სისტემის მოსამზადებლად, კომისიამ 2006 წლის 8 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს მოხსენება ცხოველის საკვების სექტორში ფინანსური გარანტების შესახებ. ცხოველის საკვების სექტორში და მასთან დაკავშირებულ სექტორებში ვალდებულებასთან დაკავშირებით არსებული ეროვნული სამართლებრივი დებულებების, სისტემებისა და პრაქტიკის შემოწმებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მოხსენებას თან უნდა დაერთოს საკანონმდებლო წინადადებები ასეთი განხორციელებადი და რეალური გარანტიის სისტემისთვის გაერთიანების დონეზე. ამ გარანტიებმა უნდა უზრუნველყონ მთლიანი ხარჯების დაფარვა, რომელიც ეკისრებათ საქმიანობის სუბიექტებს ბაზრიდან გასვლის, ნებისმიერი ცხოველის საკვების, ცხოველების და მათგან ნაწარმოები სურსათის დამუშავების და/ან განადგურების პირდაპირი შედეგის სახით.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი ცხოველის საკვების უვნებლობის კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევაზე და მე-5(2) მუხლით გათვალისწინებულმა საქმიანობის სუბიექტებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ მათზე მოქმედებს ფინანსური გარანტიები, რომლებსაც ითხოვს პირველი აბზაცით გათვალისწინებული გაერთიანების საკანონმდებლო ღონისძიებებ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-8/](https://legali.ge/law/3624838/muxli-8/)

---

## მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი, შეტყობინება და რეგისტრაცია

_თავი II — ვალდებულებები_

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა ითანამშრომლონ კომპეტენტურ ორგანოებთან გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობისა და მასთან შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა:

(a) შეატყობინონ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ნებისმიერი საწარმოს შესახებ, რომელიც ახორციელებს ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას და დისტრიბუციას რომელიმე ეტაპზე, რეგისტრაციის მიზნით კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

(b) მიაწოდონ კომპეტენტურ ორგანოს განახლებული ინფორმაცია მათი კონტროლის ქვეშ არსებული ნებისმიერი საწარმოს შესახებ (a) ქვეპუნქტის თანახმად, მათ შორის აცნობონ კომპეტენტურ ორგანოს მათ საქმიანობაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების და არსებული საწარმოს დახურვის შესახებ.

3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აწარმოოს საწარმოთა აღრიცხვა ან აღრიცხვებ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-9/](https://legali.ge/law/3624838/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ცხოველის საკვების წარმოების სანქცირება

_თავი II — ვალდებულებები_

ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კონტროლის ქვეშ არსებული და წინამდებარე რეგულაციით განსაზღვრული საწარმოები სანქცირებული იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ თუ:

1. ასეთი საწარმოები ახორციელებენ ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას:

(a) რეგულაციით (EC) N 1831/2003 განსაზღვრული, ან დირექტივით 82/471/EEC განსაზღვრული და ამ რეგულაციის IV დანართის I თავით გათვალისწინებული ცხოველთა საკვები დანამატების წარმოება და/ან ბაზარზე განთავსება.

(b) ამ რეგულაციის IV დანართის მეორე თავით გათვალისწინებული ცხოველთა საკვები დანამატების გამოყენებით მომზადებული პირველადი მინარევების წარმოება და/ან ბაზარზე განთავსება.

(c) წარმოება ბაზარზე განთავსების ან მხოლოდ მათი სადგომების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ნარევი საკვები პროდუქტების წარმოება საკვები დანამატების ან პირველადი მინარევების გამოყენებით, რომლებიც შეიცავენ საკვებ დანამატებს და განსაზღვრულია წინამდებარე რეგულაციის III თავის IV დანართით.

2. სანქცირება საჭიროა იმ წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, სადაც მდებარეობს საწარმო;

ან

3. სანქცირება საჭიროა 31(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად მიღებული რეგულაციის თანახმა

[https://legali.ge/law/3624838/muxli-10/](https://legali.ge/law/3624838/muxli-10/)

---

## მუხლი 13. საწარმოების სანქცირება

_თავი II — ვალდებულებები_

1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მოახდინოს საწარმოების სანქცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე აქტივობის დაწყებამდე განხორციელებული ადგილზე ვიზიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი აკმაყოფილებენ წინამდებარე რეგულაციის შესაბამის მოთხოვნებს.

2. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა მოახდინოს პირობითი სანქცირება, თუ ადგილზე ვიზიტის შედეგად აღმოჩნდება, რომ საწარმო აკმაყოფილებს ინფრასტრუქტურასა და მოწყობილობა-დანადგარებთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას. მან უნდა მოახდინოს სრული სანქცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირობითი სანქცირებიდან სამი თვის განმავლობაში განხორციელებული ადგილზე ვიზიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმო აკმაყოფილებს პირველი აბზაცით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. თუ აშკარა პროგრესის შემთხვევაში საწარმო მაინც ვერ აკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გაახანგრძლივოს პირობითი სანქცირება. თუმცა, პირობითი სანქცირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანობაში ექვს თვე

[https://legali.ge/law/3624838/muxli-13/](https://legali.ge/law/3624838/muxli-13/)

---

## მუხლი 14. რეგისტრაციის ან სანქცირების შეჩერება

_თავი II — ვალდებულებები_

კომპეტენტურმა ორგანომ დროებით უნდა შეაჩეროს საწარმოს რეგისტრაცია ან სანქცირება ერთი, ერთზე მეტი ან ყველა საქმიანობისთვის, თუ აღმოჩნდება, რომ საწარმო აღარ აკმაყოფილებს ამ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭირო პირობებს.

სანქცირების შეჩერება მოხდება მანამ, სანამ საწარმო ისევ დააკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს. თუ ვერ მოხდა პირობათა დაკმაყოფილება ერთი წლის განმავლობაში, ვრცელდება მე-15 მუხლ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-14/](https://legali.ge/law/3624838/muxli-14/)

---

## მუხლი 15. რეგისტრაციის ან სანქცირების გაუქმება

_თავი II — ვალდებულებები_

კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია ან სანქცირება, ერთი ან მეტი საქმიანობისთვის, თუ:

(a) საწარმომ შეწყვიტა ერთი ან მეტი საქმიანობა;

(b) აღმოჩნდა, რომ საწარმოს ერთი წლის განმავლობაში არ შეუსრულებია პირობები, რომლებიც ვრცელდება მის საქმიანობაზე;

(c) ის აღმოაჩენს სერიოზულ ხარვეზებს ან განმეორებითი პერიოდის განმავლობაში იძულებულია შეაჩეროს წარმოება, და ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტი ვერ უზრუნველყოფს შესაბამის გარანტიებს მომავალ წარმოებასთან დაკავშირები

[https://legali.ge/law/3624838/muxli-15/](https://legali.ge/law/3624838/muxli-15/)

---

## მუხლი 16. ცვლილებები საწარმოს რეგისტრაციაში ან სანქცირებაში

_თავი II — ვალდებულებები_

მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეცვალოს საწარმოს რეგისტრაცია ან სანქცირება თუ საწარმომ გამოავლინა მის მიერ იმ საქმიანობათა განვითარების შესაძლებლობა, რომელიც დამატებითია ან ჩაანაცვლებს იმ საქმიანობას, რომლისთვისაც მან თავდაპირველად მიიღო რეგისტრაცია ან სანქცირებ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-16/](https://legali.ge/law/3624838/muxli-16/)

---

## მუხლი 17. ადგილზე ვიზიტებისგან გათავისუფლება

_თავი II — ვალდებულებები_

1. წევრი სახელმწიფოები გათავისუფლებული არიან მე-13 მუხლის თანახმად ადგილზე ვიზიტის განხორციელების ვალდებულებისგან ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტებზე, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ როგორც მოვაჭრეები და არ აქვთ პროდუქტები თავიანთ ტერიტორიაზე.

2. აღნიშნულმა ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა წარუდგინონ კომპეტენტურ ორგანოს დეკლარაცია, კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიერ ბაზარზე განთავსებული ცხოველის საკვები აკმაყოფილებს წინამდებარე რეგულაციის პირობებ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-17/](https://legali.ge/law/3624838/muxli-17/)

---

## მუხლი 18. დროებითი ღონისძიებები

_თავი II — ვალდებულებები_

1. დირექტივის 95/69/EC თანახმად სანქცირებულმა და/ან რეგისტრირებულმა საწარმოებმა ან შუამავალმა ორგანიზაციებმა შესაძლოა გააგრძელონ საქმიანობა იმ პირობით, რომ 2006 წლის 1 იანვრისთვის ისინი აცნობებენ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მათი ობიექტები.

2. საწარმოებმა და შუამავალმა ორგანიზაციებმა, რომლებიც არ საჭიროებენ არც რეგისტრაციას და არც სანქცირებას დირექტივის 95/69/EC თანახმად, მაგრამ საჭიროებენ რეგისტრაციას წინამდებარე რეგულაციის თანახმად, უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა იმ პირობით, რომ 2006 წლის 1 იანვრისთვის ისინი წარუდგენენ რეგისტრაციის შესახებ განაცხადს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს მათი ობიექტები.

3. 2008 წლის 1 იანვრისთვის განმცხადებელმა უნდა განაცხადოს, კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომ წინამდებარე რეგულაციით დადგენილი პირობები დაკმაყოფილებულია.

4. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ მონაცემთა შეგროვების უკვე არსებული სისტემები და სთხოვონ შემტყობინებელს ან განმცხადებელს, რომ მიაწოდოს მათ მხოლოდ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იძლევა წინამდებარე რეგულაციის პირობების დაკმაყოფილების გარანტიებს.

კერძოდ, კომპეტენტურმა ორგანოებმა შესაძლოა მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ განაცხადად განიხილონ შეტყობინება რეგულაციის (EC) N 852/2004 მე-6 მუხლის თანახმა

[https://legali.ge/law/3624838/muxli-18/](https://legali.ge/law/3624838/muxli-18/)

---

## მუხლი 19. რეგისტრირებული და სანქცირებული საწარმოების სია

_თავი II — ვალდებულებები_

1. თითოეული საქმიანობისთვის, კომპეტენტურმა ორგანომ ეროვნულ სიაში ან სიებში უნდა აღრიცხოს ის საწარმოები, რომლებიც მან დაარეგისტრირა მე-9 მუხლის თანახმად.

2. მე-13 მუხლის თანახმად კომპეტენტური ორგანოს მიერ სანქცირებული საწარმოები უნდა აღირიცხოს ეროვნულ სიაში, ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა იქონიონ პირველი და მეორე აბზაცებით განსაზღვრულ საწარმოთა აღრიცხვის განახლებული სიები, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების თანახმად, რათა შეწყვიტონ, გააუქმონ ან შეცვალონ რეგისტრაცია ან სანქცირება.

4. მე-2 აბზაცით გათვალისწინებული სია შედგენილი უნდა იქნეს პირველი თავის V დანართით განსაზღვრული ნიმუშის შესაბამისად.

5. მე-2 აბზაცით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნომერი მოცემული უნდა იყოს II თავის V დანართით დადგენილი ფორმით.

6. კომისიამ უნდა შეაგროვოს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს წევრ სახელმწიფოთა სიების ნაწილი, რომელიც მოიცავს მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ საწარმოებს პირველ ეტაპზე 2007 წლის ნოემბერში და ამის შემდეგ ყოველ წელს, არაუგვიანეს 30 ნოემბრისა. შეგროვებულ სიაში გათვალისწინებული უნდა იყოს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები.

7. წევრმა სახელმწიფოებმა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ პირველი აბზაცით გათვალისწინებული საწარმოთა სიები.

თავი III

კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპე

[https://legali.ge/law/3624838/muxli-19/](https://legali.ge/law/3624838/muxli-19/)

---

## მუხლი 20. სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, გავრცელება და გამოყენება

_თავი III — კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები_

1. კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანების ფარგლებში კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას ცხოველის საკვების სექტორში და HACCP პრინციპების გამოყენებას 22-ე მუხლის თანახმად.

სადაც საჭიროა, წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას 21-ე მუხლის თანახმად.

2. როგორც ეროვნული, ასევე გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების გავრცელებას და გამოყენებას ხელი უნდა შეუწყონ კომპეტენტურმა ორგანოებმა.

3. მიუხედავად ამისა, ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტებს შეუძლიათ ნებაყოფლობით გამოიყენონ ეს პრინციპებ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-20/](https://legali.ge/law/3624838/muxli-20/)

---

## მუხლი 21. ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები

_თავი III — კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები_

1. კარგი პრაქტიკის ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისას, ისინი უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს ცხოველის საკვების წარმოების სექტორის მიერ:

(a) იმ მხარეთა წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად, როგორიცაა კომპეტენტური ორგანოები და მომხმარებელთა ჯგუფები, რომელთა ინტერესებზეც ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს;

(b) „კოდექს ალიმენტარიუსის“ პრაქტიკის შესაბამისი კოდექსის გათვალისწინებით;

და

(c) I დანართით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც ის ეხება ცხოველის საკვების პირველად წარმოებას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეაფასონ ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები, რათა უზრუნველყონ:

(a) რომ მათი შემუშავება მოხდეს პირველი პუნქტის თანახმად;

(b) რომ მათი შემცველობა გამოყენებადი იყოს იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი ეხება;

და

(c) ისინი მისაღებია მე-4, მე-5, და მე-6 მუხლებთან შესაბამისობის სახელმძღვანელო პრინციპების სახით, შესაბამისი სექტორებისთვის და/ან ცხოველის საკვებისთვის.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადასცენ ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები გაერთიანებას.

4 კომისიამ უნდა ჩამოაყალიბოს და აამუშაოს რეგისტრაციის სისტემა ასეთი სახელმძღვანელო პრინციპებისთვის და ხელმისაწვდომი გახადოს ის წევრი სახელმწიფოებისთვი

[https://legali.ge/law/3624838/muxli-21/](https://legali.ge/law/3624838/muxli-21/)

---

## მუხლი 22. გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპები

_თავი III — კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები_

1. სანამ შემუშავდება გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპები ჰიგიენის კარგი პრაქტიკისა და HACCP პრინციპების გამოყენების შესახებ, კომისიამ კონსულტაციები უნდა გაუწიოს კომიტეტს 31(1)-ე მუხლის თანახმად. ამ კონსულტაციის მიზანი უნდა იყოს ასეთი სახელმძღვანელო პრინციპების განხილვა, მათი მოქმედების სფერო და შესწავლის საგანი.

2. გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების მომზადებისას, კომისიამ უნდა უზრუნველყოს მათი შემუშავება და გავრცელება:

(a) ევროპის ცხოველის საკვების წარმოების სექტორების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორიცაა მომხმარებელთა ჯგუფები, კონსულტაციით;

(b) იმ მხარეებთან თანამშრომლობით, კომპეტენტური ორგანოების ჩათვლით, რომელთა ინტერესებზეც შესაძლოა აღნიშნულმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

3. გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპები უნდა შემუშავდეს და გავრცელდეს შემდეგის გათვალისწინებით:

(a) „კოდექს ალიმენტარიუსის“ პრაქტიკის შესაბამისი კოდექსის, და

(b) I დანართით დადგენილი მოთხოვნების, როდესაც ისინი ეხება ცხოველის საკვების პირველად წარმოებას.

4. 31(1)-ე მუხლით გათვალისწინებულმა კომიტეტმა უნდა შეაფასოს გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების პროექტი რათა უზრუნველყოს:

(a) რომ მათი შემუშავება მოხდა მე-2 და მე-3 აბზაცების თანახმად;

(b) რომ ისინი განხორციელებადია გაერთიანების მასშტაბით იმ სექტორებში, რომლებსაც ისინი ეხება;

და

(c) რომ ისინი მისაღებია მე-4, მე-5, და მე-6 მუხლებთან შესაბამისობის სახელმძღვანელო პრინციპების სახით, შესაბამისი სექტორებისთვის და/ან ცხოველის საკვებისთვის.

5. კომისიამ პერიოდულად უნდა მოიწვიოს 31(1)-ე მუხლით გათვალისწინებული კომიტეტი ამ მუხლის თანახმად მომზადებული გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების განსახილველად, ამ მუხლის მე-2 აბზაცში მითითებულ ერთეულებთან თანამშრომლობით.

ამ მიმოხილვის მიზანი უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელებადობის უზრუნველყოფა, და ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების გათვალისწინება.

6. ამ მუხლის თანახმად მომზადებული გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების სათაურები და მითითებები გამოქვეყნდება ევროპის კავშირის ოფიციალური ბიულეტენის C სერიაში.

თავი IV

იმპორტი და ექსპორ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-22/](https://legali.ge/law/3624838/muxli-22/)

---

## მუხლი 23. იმპორტი

_თავი IV — იმპორტი და ექსპორტი_

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა, რომლებიც ახორციელებდნენ სურსათის იმპორტს მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან, უნდა უზრუნველყონ, რომ იმპორტი განხორციელდეს მხოლოდ შემდეგი პირობების თანახმად:

(a) გამგზავნი მესამე მსოფლიოს ქვეყანა უნდა იყოს იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნების სიაში, რომელიც შედგენილია რეგულაციის (EC) N 882/2004 48-ე მუხლის თანახმად და საიდანაც ნებადართულია ცხოველის საკვების იმპორტი;

(b) გამგზავნი საწარმო უნდა იყოს იმ საწარმოთა სიაში, რომელიც შედგენილი და განახლებულია მესამე მსოფლიოს ქვეყნის მიერ, რეგულაციის (EC) N 882/2004 48-ე მუხლის თანახმად, და საიდანაც ნებადართულია ცხოველის საკვების იმპორტი;

(c) ცხოველის საკვების წარმოება მოხდა გამგზავნი საწარმოს ან სხვა რომელიმე საწარმოს მიერ, რომელიც მოცემულია (b) ქვეპუნქტში ან გაერთიანების მიერ გათვალისწინებულ სიაში;

და

(d) ცხოველის საკვები აკმაყოფილებს:

(i) წინამდებარე რეგულაციის და გაერთიანების ნებისმიერი სხვა კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომელიც ადგენს წესებს ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ან

(ii) გაერთიანების მიერ აღიარებულ პირობებს, რომლებიც მინიმუმ მათი შესაბამისია;

ან

(iii) გაერთიანებასა და ექსპორტის ქვეყანას შორის კონკრეტული შეთანხმების არსებობისას, ამ შეთანხმების მოთხოვნებს.

2. იმპორტის სერტიფიკატის ნიმუში შესაძლოა მიღებული იქნეს 31(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის თანახმა

[https://legali.ge/law/3624838/muxli-23/](https://legali.ge/law/3624838/muxli-23/)

---

## მუხლი 25. ექსპორტი

_თავი IV — იმპორტი და ექსპორტი_

ცხოველის საკვები, იმ ცხოველებისთვის გათვალისწინებული საკვების ჩათვლით რომელიც არ არის განკუთვნილი სურსათის წარმოებისთვის, რომელიც წარმოებულია გაერთიანებაში მესამე მსოფლიოს ქვეყნების ბაზარზე განსათავსებლად, უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაციის (EC) N 178/2002 მე-12 მუხლის დებულებებს.

თავი V

დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/3624838/muxli-25/](https://legali.ge/law/3624838/muxli-25/)

---

## მუხლი 27. ცვლილებები I, II და III დანართებში

_თავი V — დასკვნითი დებულებები_

I, II და III დანართებში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები შემდეგის გათვალისწინებით:

(a) კარგი პრაქტიკის კოდექსის შემუშავება;

(b) მე-6 მუხლის თანახმად HACCP პრინციპებზე დაფუძნებული სისტემების განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება;

(c) ტექნოლოგიური მიღწევები;

(d) მეცნიერული რეკომენდაციები, განსაკუთრებით ახალი რისკების შეფასების შესახებ;

(e) ცხოველის საკვების უვნებლობის მიზნების დადგენა;

და

(f) კონკრეტულ ოპერაციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შემუშავებ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-27/](https://legali.ge/law/3624838/muxli-27/)

---

## მუხლი 29. სწრაფი განგაშის სისტემა

_თავი V — დასკვნითი დებულებები_

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ცხოველის საკვები, იმ ცხოველებისათვის განკუთვნილი საკვების ჩათვლით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სურსათის წარმოებისთვის, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის, ვრცელდება რეგულაციის (EC) N 178/2002 50-ე მუხლი შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინები

[https://legali.ge/law/3624838/muxli-29/](https://legali.ge/law/3624838/muxli-29/)

---

## მუხლი 30. პასუხისმგებლობის ზომა

_თავი V — დასკვნითი დებულებები_

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ წესები პასუხისმგებლობის ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება ამ რეგულაციის დარღვევაზე, და უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ აღნიშნული დებულებების შესახებ კომისიას 2007 წლის 8 თებერვლამდე და ასევე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მას ნებისმიერი შემდგომი შესწორების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს მათზ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-30/](https://legali.ge/law/3624838/muxli-30/)

---

## მუხლი 31. საკომიტეტო პროცედურა

_თავი V — დასკვნითი დებულებები_

1. კომისიას დახმარებას გაუწევს კვებითი ჯაჭვისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომელიც დაფუძნებულია რეგულაციით (EC) N 178/2002 (შემდგომში მოხსენებული როგორც „კომიტეტი“).

2. თუ მითითება კეთდება ამ პუნქტზე, მოქმედებს გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5 და მე-7 მუხლები, ამავე გადაწყვეტილების მე-8 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

გადაწყვეტილების 1999/468/EC მე-5(6) მუხლით დადგენილი პერიოდი განისაზღვრება სამი თვით.

3. კომიტეტი მიიღებს თავის რეგლამენტ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-31/](https://legali.ge/law/3624838/muxli-31/)

---

## მუხლი 32. კონსულტაციები ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოსთან

_თავი V — დასკვნითი დებულებები_

კომისიამ უნდა ჩაატაროს კონსულტაციები ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელ ორგანოსთან ნებისმიერ საკითხზე წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე და, განსაკუთრებით, მე-5(3) მუხლის თანახმად კრიტერიუმების ან მიზნების შეთავაზებამდ

[https://legali.ge/law/3624838/muxli-32/](https://legali.ge/law/3624838/muxli-32/)

---

## მუხლი 34. ძალაში შესვლა

_თავი V — დასკვნითი დებულებები_

წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროპის კავშირის ოფიციალურ ბიულეტენში მისი გამოქვეყნების დღეს.

ის გამოიყენება 2006 წლის 1 იანვრიდან.

წინამდებარე რეგულაცია მთლიანად სავალდებულოა და ის უშუალოდ ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია სტრასბურგში, 2005 წლის 12 იანვარს.

ევროპარლამენტის სახელით თავმჯდომარე

ჯ. ბორელ ფონტელესი

საბჭოს სახელით თავმჯდომარე

ნ. შმიდტი

დანართი I

პირველადი წარმოება

ნაწილი A

მოთხოვნები ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტებისთვის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირველადი წარმოების დონეზე

I. ჰიგიენის დებულებები

1. ცხოველის საკვების პირველად წარმოებაზე პასუხისმგებელმა ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ საქმიანობის იმგვარად მართვა და განხორციელება, რომ თავიდან აიცილონ, აღმოფხვრან და შეამცირონ საფრთხეები, რომლებმაც შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოს ცხოველის საკვების უვნებლობის საკითხი.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ, რამდენადაც შესაძლებელია, რომ მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში ნაწარმოები, მომზადებული, გასუფთავებული, შეფუთული, დასაწყობებული და ტრანსპორტირებული პირველადი პროდუქცია დაცული იყოს დაბინძურებისა და გაფუჭებისაგან.

3. ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტები უნდა ასრულებდნენ პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საფრთხეების კონტროლთან დაკავშირებით შესაბამისი გაერთიანებისა და ეროვნული საკანონმდებლო დებულებების გათვალისწინებით, მათ შორის:

(i) ღონისძიებებს სახიფათო დაბინძურების გასაკონტროლებლად, როგორიცაა დაბინძურება გამოწვეული ჰაერიდან, მიწიდან, წყლიდან, სასუქიდან, მცენარის დაცვის პროდუქტებიდან, ბიოციდებიდან, ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტებიდან და ნარჩენების განკარგვისა და უტილიზაციიდან;

და

(ii) მცენარეთა ჯანმრთელობასთან, ცხოველთა ჯანმრთელობასა და გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომელიც ზეგავლენას ახდენს ცხოველის საკვების უვნებლობაზე, ზოონოზური დაავადებებისა და აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამების ჩათვლით.

4. სადაც მიზანშეწონილია, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა მიიღონ სათანადო ზომები, კერძოდ:

(a) იქონიონ სუფთად, და საჭიროების შემთხვევაში გასუფთავების შემდეგ სათანადო მეთოდით დეზინფექცია ჩაუტარონ, ცხოველის საკვების წარმოებისათვის, მომზადებისათვის, დახარისხებისთვის, შეფუთვისთვის, დასაწყობებისა და ტრანსპორტირებისათვის გამოყენებულ ობიექტებს, მოწყობილობა-დანადგარებს, კონტეინერებს, ხის ყუთებს და სატრანსპორტო საშუალებებს;

(b) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ცხოველის საკვების ჰიგიენური წარმოების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების პირობები, და სისუფთავე;

(c) გამოიყენონ სუფთა წყალი, სადაც საჭიროა, სახიფათო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად;

(d) რამდენადაც შესაძლებელია თავიდან აიცილონ ცხოველების და მწერების მიერ სახიფათო დაბინძურება;

(e) ცალკე და უსაფრთხოდ შეინახონ და განკარგონ ნარჩენები და სახიფათო ნივთიერებები ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახიფათო დაბინძურება;

(f) უზრუნველყონ, რომ შესაფუთი მასალები არ წარმოადგენდეს ცხოველის საკვების სახიფათო დაბინძურების წყაროს;

(g) გაითვალისწინონ პირველადი პროდუქტიდან აღებული ნიმუშების ან ცხოველის საკვების უვნებლობის შესაბამისი სხვა ნიმუშების ანალიზების შედეგები.

II აღრიცხვის წარმოება

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა აწარმოონ საფრთხეების კონტროლის ღონისძიებათა აღრიცხვა შესაბამისი ფორმით და შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, რომელიც შეესაბამება ცხოველის საკვების წარმოების ხასიათსა და ზომას. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა შესაბამისი აღრიცხვის მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ კომპეტენტური ორგანოსთვის.

2. კერძოდ, ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა აწარმოონ აღრიცხვა შემდეგ საკითხებზე:

(a) მცენარეთა დაცვის პროდუქტებისა და ბიოციდების ნებისმიერი გამოყენება;

(b) გენეტიკურად მოდიფიცირებული მარცვლეულის გამოყენება;

(c) მავნებელი მწერების ან დაავადებების არსებობა, რომლებიც გავლენას ახდენენ პირველადი პროდუქტების უვნებლობაზე;

(d) ნებისმიერი ანალიზის შედეგები, რომლებიც ჩატარებულია პირველადი პროდუქტიდან აღებულ ნიმუშებზე და დიაგნოსტიკური მიზნებით აღებულ სხვა ნიმუშებზე, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს ცხოველის საკვების უვნებლობისთვის;

(e) თითოეული მიწოდებული ცხოველის საკვების წყარო და რაოდენობა და თითოეული გამომუშავებული ცხოველის საკვების დანიშნულების ადგილი და რაოდენობა.

3. სხვა პირებმა, როგორიცაა ვეტერინარები, აგრონომები და ფერმის ტექნიკური პერსონალი, შესაძლოა დახმარება აღმოუჩინონ ცხოველის საკვების მწარმოებელ სუბიექტებს მათ მიერ ფერმებში განხორციელებულ საქმიანობათა შესაბამისი აღრიცხვის წარმოებაში.

ნაწილი B

რეკომენდაციები კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებისთვის

1. ამ რეგულაციის III თავით გათვალისწინებული ეროვნული და გაერთიანების სახელმძღვანელო პრინციპების შედგენის შემთხვევაში, ისინი უნდა შეიცავდნენ ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისას საფრთხეების კონტროლის კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო მითითებებს.

2. კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები უნდა შეიცავდეს შესაბამის ინფორმაციას საფრთხეების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისას, და საფრთხეების კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის შესაბამის ღონისძიებებს რომლებიც დადგენილია გაერთიანების და ეროვნული კანონმდებლობით, ან გაერთიანების და ეროვნული პროგრამებით, როგორიცაა:

(a) დაბინძურების კონტროლი როგორიცაა მიკოტოქსინები, მძიმე მეტალები, რადიოაქტიური ნივთიერებები;

(b) წყლის, ორგანული ნარჩენებისა და სასუქების გამოყენება;

(c) მცენარეთა დაცვის პროდუქტებისა და ბიოციდების სწორი და მიზნობრივი გამოყენება, და მათი მიკვლევადობა;

(d) (d) ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტების და საკვები დანამატების სწორი და მიზნობრივი გამოყენება და მათი მიკვლევადობა;

(e) ცხოველის საკვები მასალების მომზადება, დასაწყობება და მიკვლევადობა;

(f) მკვდარი ცხოველების, ნარჩენებისა და ნაგვის სათანადო უტილიზაცია;

(g) დამცავი ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების საშუალებით ცხოველებზე გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას და აღნიშნულის შესახებ კომპეტენტური ორგანოსთვის შეტყობინების ვალდებულება;

(h) პროცედურები, პრაქტიკა და მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს ცხოველის საკვების წარმოებას, მომზადებას, დაფასოებას, დასაწყობებასა და ტრანსპორტირებას შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაცვით, მათ შორის ეფექტურ წმენდასა და მავნებლების კონტროლს;

(i) აღრიცხვის წარმოებასთან დაკავშირებული დეტალები.

დანართი II

მოთხოვნები ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტებისთვის პირველადი წარმოების დონეზე რომელიც არ არის გათვალისწინებული მე-5 მუხლის პირველი პუნქტით

ობიექტები და მოწყობილობა-დანადგარები

1. დაცული უნდა იქნეს ცხოველის საკვების გადამუშავებისა და დასაწყობების ობიექტების, მოწყობილობა-დანადგარების, კონტეინერების, ხის ყუთების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი უშუალო გარემოცვის სისუფთავე და უნდა განხორციელდეს მავნებელი მწერების კონტროლის ეფექტური პროგრამები.

2. ობიექტებისა და მოწყობილობა-დანადგარების განლაგება, დიზაინი, აგებულება და ზომა უნდა:

(a) იძლეოდეს ადეკვატური გაწმენდისა და დეზინფექციის ჩატარების საშუალებას;

(b) იყოს ისეთი, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შეცდომის რისკი და თავიდან აიცილოს დაბინძურება, ჯვარედინი დაბინძურება და ნებისმიერი მავნე ზეგავლენა ზოგადად პროდუქტების უვნებლობასა და ხარისხზე. დანადგარები, რომლებიც კავშირშია ცხოველის საკვებთან, უნდა გაშრეს ნებისმიერი სველი გაწმენდის პროცესის შემდეგ.

3. შერევისა და/ან წარმოების ოპერაციებისთვის გამოყენებულმა ობიექტებმა და მოწყობილობა-დანადგარებმა უნდა გაიარონ შესაბამისი და რეგულარული შემოწმებები, მწარმოებლის მიერ პროდუქტებისთვის წინასწარ განსაზღვრული წერილობითი პროცედურების თანახმად.

(a) ცხოველის საკვების წარმოებისთვის გამოყენებული ყველა სასწორი და მზომი დანადგარი უნდა შეესაბამებოდეს გასაზომი წონისა და მოცულობის ფარგლებს და მათი სიზუსტე უნდა შემოწმდეს რეგულარულად;

(b) ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული ყველა მინარევი უნდა შეესაბამებოდეს შერეული წონისა და მოცულობის ფარგლებს და შესაძლებელს ხდიდეს შესაბამისი ერთგვაროვანი მინარევებისა და ერთგვაროვანი გაზავებული ხსნარების წარმოებას. საქმიანობის სუბიექტმა უნდა წარმოაჩინოს მინარევების ეფექტურობა ერთგვაროვნობასთან დაკავშირებით.

4. ობიექტებს უნდა გააჩნდეთ ადეკვატური ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათება.

5. სადრენაჟე ობიექტები უნდა შეესაბამებოდეს განსაზღვრულ მიზანს; მათი დიზაინი და აგებულება უნდა იძლეოდეს საკვები პროდუქტების დაბინძურების თავიდან აცილების საშუალებას.

6. ცხოველის საკვების წარმოებისთვის გამოყენებული წყალი უნდა იყოს ცხოველებისათვის შესაბამისი ხარისხის; წყლის მილსადენი უნდა იყოს ინერტული.

7. საკანალიზაციო, გამდინარე და წვიმის წყლის უტილიზაცია უნდა მოხდეს ისე, რომ არ იქონიოს გავლენა მოწყობილობა-დანადგარებსა და ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე. უნდა მოხდეს დაზიანებისა და მტვრის კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მავნე მწერების შეღწევა.

8. საჭიროების შემთხვევაში ფანჯრები და სხვა ღიობები დაცული უნდა იქნეს მავნე მწერებისაგან. კარები კარგად უნდა იხურებოდეს და დაცული იქნეს მწერებისგან, როდესაც დახურულია.

9. საჭიროების შემთხვევაში, ჭერი და დაკიდებული უძრავი ინვენტარი ისე უნდა იქნეს დაპროექტებული, აგებული და დასრულებული, რომ თავიდან აიცილოს ჭუჭყის დაგროვება და შეამციროს კონდენსაცია, არასასურველი ობის გაჩენა და ნაწილაკების გამოყოფა, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცხოველის საკვების უვნებლობასა და ხარისხზე.

პერსონალი

ცხოველის საკვების მწარმოებლებს უნდა ჰყავდეთ საკმარისი პერსონალი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი პროდუქტების წარმოებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია. უნდა შედგეს ორგანიზაციის სტრუქტურული სქემა, სადაც გაწერილი იქნება ზედამხედველი პერსონალის კვალიფიკაცია (მაგ. დიპლომები, პროფესიული გამოცდილება) და პასუხისმგებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოწმებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოსთვის. პერსონალის ყველა წევრი, წერილობითი ფორმით, ნათლად უნდა იყოს ინფორმირებული თავიანთი მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილების შესახებ, განსაკუთრებით ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ისე, რომ მიღწეული იქნეს პროდუქციის სასურველი ხარისხი.

წარმოება

1. უნდა დაინიშნოს კვალიფიციური პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წარმოებაზე.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა უზრუნველყონ წარმოების სხვადასხვა ეტაპის განხორციელება წინასწარ დადგენილი წერილობითი პროცედურებისა და ინსტრუქციების თანახმად, რომლებიც მიზნად ისახავს წარმოების პროცესში კრიტიკული წერტილების განსაზღვრას, შემოწმებასა და კონტროლს.

3. მიღებული უნდა იქნეს ტექნიკური ან ორგანიზაციული ზომები საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერი ჯვარედინი დაბინძურების და შეცდომის თავიდან აცილების ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. წარმოების პროცესში უნდა არსებობდეს საკმარისი და შესაბამისი საშუალებები შემოწმების ჩასატარებლად.

4. უნდა განხორციელდეს ცხოველის საკვების არასასურველი, აკრძალული ნივთიერებების და სხვა დამაბინძურებლების არსებობის მონიტორინგი ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, და შედგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საკონტროლო სტრატეგიები რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

5. იზოლირებული და იდენტიფიცირებული უნდა იქნეს ნარჩენები და მასალები, რომლებიც არ არის ცხოველის საკვებისთვის შესაფერისი. ნებისმიერი ასეთი მასალა, რომელიც სახიფათო დოზით შეიცავს ვეტერინარულ პრეპარატებს, დამაბინძურებლებს ან სხვა საფრთხეს, უნდა იქნეს შესაბამისად უტილიზებული და არ უნდა იქნეს გამოყენებული ცხოველის საკვებად.

6. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყონ პროდუქტების ეფექტური მიკვლევადობა.

ხარისხის კონტროლი

1. სადაც მიზანშეწონილია, უნდა დაინიშნოს ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი კვალიფიციური პირი.

2. ხარისხის კონტროლის სისტემის ფარგლებში ცხოველის საკვების მწარმოებლებს, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ადეკვატური პერსონალითა და მოწყობილობა-დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაზე.

3. ხარისხის მართვის გეგმა უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და განხორციელებული ისე, რომ შეიცავდეს, განსაკუთრებით, წარმოების პროცესში კრიტიკული წერტილების, ნიმუშის აღების პროცედურების და სიხშირის, ანალიზის მეთოდებისა და მათი სიხშირის შემოწმებას, ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობას, და შეუსაბამობის შემთხვევაში დანიშნულების პუნქტს, დამუშავებული მასალიდან საბოლოო პროდუქტამდე.

4. მწარმოებელმა უნდა იქონიოს მზა პროდუქტში გამოყენებულ ნედლეულთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მიკვლევადობა. ასეთი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოებისთვის გამოყენების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც პროდუქტები განთავსებულია ბაზარზე. ამასთან, წარმოებული და ბაზარზე განთავსებული პროდუქტების თითოეული პარტიის და მათი შემადგენელი ნაწილების, ან წარმოების თითოეული კონკრეტული ნაწილის (უწყვეტი წარმოების შემთხვევაში) ნიმუშები აღებული უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით, მწარმოებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული პროცედურის გამოყენებით, და შენახულ უნდა იქნეს მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით (რეგულარულად იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოება ხორციელდება მხოლოდ მწარმოებლის საკუთარი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით). ნიმუშები უნდა დაილუქოს და დაედოს იარლიყი გამარტივებული იდენტიფიკაციის მიზნით; ისინი შენახული უნდა იქნეს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ნიმუშების შემადგენლობაში რაიმე უჩვეულო ცვლილების ან გაყალბების თავიდან აცილებას. ისინი უნდა იმყოფებოდეს კომპეტენტური ორგანოს განკარგულებაში გამოყენების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ცხოველის საკვები განთავსებულია ბაზარზე. იმ ცხოველებისთვის გათვალისწინებული საკვები პროდუქტების შემთხვევაში, რომელიც არ არის განკუთვნილი სურსათის საწარმოებლად, საკვები პროდუქტების მწარმოებელმა უნდა იქონიოს მხოლოდ მზა პროდუქტების ნიმუშები.

დასაწყობება და ტრანსპორტირება

1. დამუშავებული ცხოველის საკვები მასალა გამოყოფილი უნდა იყოს დაუმუშავებელი ცხოველის საკვები მასალებისაგან და დანამტებისაგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული დამუშავებული ცხოველის საკვების ჯვარედინი-დაბინძურება; გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი შესაფუთი მასალა.

2. ცხოველის საკვების დასაწყობება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კონტეინერებით. მათი დასაწყობება უნდა მოხდეს ისეთ ადგილებში, რომლებიც მოწყობილია, ადაპტირებულია და ტექნიკურად გამართულია ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს კარგი დასაწყობების პირობები, რომელზეც წვდომა აქვთ მხოლოდ ცხოველის საკვების მწარმოებელი სუბიექტების მიერ უფლებამოსილ პირებს.

3. ცხოველის საკვების დასაწყობება და ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ იყოს ადვილად ამოსაცნობი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბნეულობა ან ჯვარედინი-დაბინძურება და გაფუჭება.

4. დაცული უნდა იქნეს ცხოველის საკვების ტრანსპორტირებისთვის, დასაწყობებისთვის, გადაზიდვისთვის, განკარგვისა და აწონვისთვის გამოყენებული კონტეინერებისა და მოწყობილობა-დანადგარების სისუფთავე.

შემოღებულ უნდა იქნეს წმენდის პროგრამები, და გამწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების კვალი მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

5. უნდა მოხდეს ნებისმიერი დაზიანების მინიმუმამდე დაყვანა და მასზე კონტროლის შენარჩუნება, მავნებელი მწერების შეღწევის შემცირების მიზნით.

6. სადაც მიზანშეწონილია, ტემპერატურა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონდენსაცია და გაფუჭება.

აღრიცხვის წარმოება

1. ყველა ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტმა, მათ შორის, იმ სუბიექტებმა რომლებიც მხოლოდ მოვაჭრეები არიან და არ ინახავენ პროდუქციას თავიანთ ობიექტებზე, უნდა მოახდინონ შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა, რომელიც შეიცავს შესყიდვის, წარმოებისა და გაყიდვის დეტალურ მონაცემებს, ეფექტური მიკვლევადობის მიზნით მიღებიდან მიწოდებამდე, საბოლოო დანიშნულების პუნქტში ექსპორტის ჩათვლით.

2. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტმა, გარდა იმ სუბიექტებისა რომლებიც არიან მხოლოდ დილერები და არ ინახავენ პროდუქციას თავიანთ ობიექტებზე, უნდა აწარმოონ შემდეგის აღრიცხვა:

(a) წარმოების პროცესსა და კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

ცხოველის პროდუქტის მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ დოკუმენტაციის სისტემა, რომლის დანიშნულებაცაა კრიტიკული წერტილების განსაზღვრა და მათი კონტროლის უზრუნველყოფა წარმოების პროცესში, და ხარისხის კონტროლის გეგმის შედგენა და განხორციელება. მათ უნდა იქონიონ შესაბამისი კონტროლის შედეგები. ამ ტიპის დოკუმენტების შენახვა უნდა მოხდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მიმოქცევაში მყოფი პროდუქციის თითოეული პარტიის წარმოების ისტორიისათვის თვალის მიდევნება და პასუხისმგებლობის დადგენა, საჩივრის წამოჭრის შემთხვევაში.

(b) მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

(i) ცხოველის საკვები დანამატების შემთხვევაში:

– წარმოებული დანამატების ხარისხი და სახეობა, წარმოების შესაბამისი თარიღები და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა, უწყვეტი წარმოების შემთხვევაში.

– იმ საწარმოს სახელწოდება და მისამართი, სადაც მიწოდებულ იქნა დანამატები, მიწოდებული დანამატების სახეობა და რაოდენობა და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა, უწყვეტი წარმოების შემთხვევაში;

(ii) დირექტივით 82/471/EEC გათვალისწინებული პროდუქტების შემთხვევაში:

– პროდუქტების სახეობა და წარმოებული რაოდენობა, წარმოების შესაბამისი თარიღები და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა უწყვეტი წარმოების შემთხვევაში;

– საწარმოების ან მომხმარებლების (საწარმოები ან ფერმერები) სახელი და მისამართი, რომლებისთვისაც მოხდა ამ პროდუქტების მიწოდება, მიწოდებული პროდუქტების სახეობისა და რაოდენობის შესახებ დეტალურ ინფორმაციასთან ერთად და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა, უწყვეტი წარმოების შემთხვევაში;

(iii) პირველადი მინარევების შემთხვევაში:

– დანამატების მწარმოებლების ან მომწოდებლების სახელწოდება და მისამართი, გამოყენებული დანამატების სახეობა და რაოდენობა და, სადაც მიზანშეწონილია, პარტიის ან პროდუქციის კონკრეტული ნაწილის რაოდენობა, უწყვეტი წარმოების შემთხვევაში;

– პირველადი მინარევების წარმოების თარიღი და პარტიის ნომერი, სადაც მიზანშეწონილია;

– იმ საწარმოს სახელწოდება და მისამართი, რომლისთვისაც მოხდა პირველადი მინარევის მიწოდება, მიწოდების თარიღი, მიწოდებული პირველადი მინარევის სახეობა და რაოდენობა და პარტიის ნომერი, სადაც მიზანშეწონილია.

(iv) ნარევი ცხოველის საკვები პროდუქტების/ცხოველის საკვები მასალების შემთხვევაში:

– დანამატების/პირველადი მინარევების მწარმოებლების და მომწოდებლების სახელწოდება და მისამართი, გამოყენებული პირველადი მინარევების სახეობა და რაოდენობა, პარტიის ნომერთან ერთად, სადაც მიზანშეწონილია;

- ცხოველის საკვები მასალებისა და დამატებითი ცხოველის საკვების მიმწოდებლების სახელწოდება და მისამართი და მიწოდების თარიღი;

- ნარევი ცხოველის საკვები პროდუქტების ტიპი, რაოდენობა და შემადგენლობა;

- წარმოებული ცხოველის საკვები მასალის ან ნარევი ცხოველის საკვები პროდუქტების სახეობა და რაოდენობა, წარმოების თარიღთან ერთად, და მყიდველის (მაგ. ფერმერის, სხვა ცხოველის პროდუქტის მწარმოებელი სუბიექტის სახელწოდება და მისამართი.

საჩივრები და პროდუქციის უკან დაბრუნება

1. ცხოველის საკვების მწარმოებელმა სუბიექტებმა უნდა აამოქმედონ საჩივრების რეგისტრაციისა და დამუშავების სისტემა.

2. სადაც საჭიროა, მათ უნდა დანერგონ პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელში დაბრუნების სწრაფი სისტემა. მათ უნდა განსაზღვრონ წერილობითი პროცედურების საშუალებით უკან დაბრუნებული პროდუქტების დანიშნულების ადგილი, და სანამ აღნიშნული პროდუქცია ისევ დაბრუნდება მიმოქცევაში მან თავიდან უნდა გაიაროს ხარისხის კონტროლის შეფასება.

დანართი III

ცხოველთა კვების კარგი პრაქტიკა

საძოვარზე ძოვება

საძოვრების ან სახნავ-სათესი მიწების საძოვრებად გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ცხოველური წარმოშობის სურსათის ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების საფრთხეები.

სადაც მიზანშეწონილია, დაცული უნდა იქნეს შესაბამისი დასვენების პერიოდი სანამ საქონელს მიეცემა საძოვარზე, ნათესებზე ან ნათესის ნარჩენებზე და საძოვრების როტაციას შორის ძოვის უფლება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ბიოლოგიური ჯვარედინი-დაბინძურება ნაკელიდან, თუ ასეთი პოტენციური პრობლემა არსებობს, და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების გამოყენების ლოდინის პერიოდები.

მოთხოვნები თავლისა და საკვები მოწყობილობა-დანადგარებისთვის

ცხოველთა წარმოების ერთეული ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ შესაძლებელი იყოს მისი სათანადოდ გასუფთავება. ცხოველთა წარმოების ერთეული და კვების მოწყობილობა-დანადგარები სრულყოფილად და რეგულარულად უნდა გასუფთავდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რაიმე საფრთხის წარმოშობა. დასუფთავებისა და სანიტარული დამუშავების ქიმიური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ინსტრუქციების შესაბამისად და დასაწყობდეს ცხოველის საკვებისა და სურსათისა ტერიტორიიდან მოშორებით.

უნდა დაინერგოს მავნებელი მწერების კონტროლის სისტემა, რათა გაკონტროლდეს რომ მავნებელმა მწერებმა ვერ შეაღწიონ ცხოველთა პროდუქციის მწარმოებელ ერთეულებში და შესაბამისად, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ცხოველის საკვების, საქონლის საგებლისა და გასაჩერებელი ადგილის დაბინძურების შესაძლებლობა.

დაცული უნდა იქნეს შენობებისა და კვების მოწყობილობა-დანადგარების სისუფთავე. უნდა დაინერგოს ნაკელის, ნარჩენებისა და ცხოველის საკვების დაბინძურების სხვა შესაძლო წყაროების რეგულარულად გატანის სისტემები.

საქონლის წარმოების ერთეულში გამოყენებული ცხოველის საკვები და საგებელი ხშირად უნდა შეიცვლოს და არ უნდა მოხდეს მისი დაობება.

კვება

1. დასაწყობება

ცხოველის საკვები უნდა დასაწყობდეს ცხოველების საკვებად აკრძალული ქიმიური საშუალებებისა და სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებით. სასაწყობე ტერიტორია და კონტეინერები უნდა იყოს სუფთად და მშრალად და, საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ უნდა იქნეს მავნე მწერების კონტროლის შესაბამისი ზომები. რეგულარულად უნდა გასუფთავდეს სასაწყობე ტერიტორიები და კონტეინერები რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი ჯვარედინი დაბინძურება.

მარცვლეული უნდა დასაწყობდეს შესაბამისად და ისე, რომ არ იყოს ცხოველებისთვის ხელმისაწვდომი.

წამლის შემცველი და არ შემცველი ცხოველის საკვები, რომელიც განკუთვნილია ცხოველთა სხვადასხვა სახეობისათვის, უნდა დასაწყობდეს ისე, რომ შემცირდეს საკვების არამიზნობრივი გამოყენების რისკი.

2. განაწილება

ფერმის ფარგლებში ცხოველის საკვების განაწილების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი ცხოველის საკვები იგზავნებოდეს შესაბამის დანიშნულების ადგილას. საკვების განაწილებისა და კვების განმავლობაში, ცხოველის საკვების განკარგვა უნდა მოხდეს ისე, რომ არ დაბინძურდეს დაბინძურებული სასაწყობე ტერიტორიიდან ან მოწყობილობა-დანადგარებიდან. წამლის არშემცველი ცხოველის საკვების განკარგვა უნდა მოხდეს წამლის შემცველი ცხოველის საკვებისგან განცალკევებით, დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

ფერმაში მოძრავი ცხოველის საკვების ტრანსპორტირების საშუალებები და კვების მოწყობილობა-დანადგარები უნდა გასუფთავდეს პერიოდულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიყენება წამლის შემცველი ცხოველის პროდუქტის მიწოდებისა და განაწილებისთვის.

ცხოველის საკვები და წყალი

სასმელი ან აკვაკულტურის წყალი უნდა იყოს ცხოველთა წარმოებისთვის შესაბამისი ხარისხის. როდესაც არსებობს ცხოველების და ცხოველებისგან ნაწარმოები პროდუქციის წყლით დაბინძურების საფრთხის მიზეზი, ზომები უნდა იქნეს მიღებული, საფრთხეების შეფასებისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

ცხოველის საკვებისა და წყლის მიწოდების მოწყობილობა-დანადგარები ისე უნდა იქნეს დაპროექტებული, აგებული და დადგმული, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ცხოველის საკვებისა და წყლის დაბინძურების შესაძლებლობა. შესაძლებლობის შემთხვევაში რეგულარულად უნდა მოხდეს წყლის მიწოდების სისტემის გასუფთავება და ტექნიკური მომსახურება.

პერსონალი

პირს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ცხოველების გამოკვებაზე და მოვლაზე, უნდა გააჩნდეს საჭირო უნარები, ცოდნა და კომპეტენცია.

დანართი IV

თავი 1

რეგულაციით (EC) N 1831/2003 ნებადართულია შემდეგი დანამატები:

– საკვები დანამატები: ყველა დანამატი ჯგუფში,

– ზოოტექნიკური დანამატები: ყველა დანამატი ჯგუფში,

– ტექნოლოგიური დანამატები: რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(1)(b) დანართით („ანტიოქსიდანტები“) გათვალისწინებული დანამატები: მხოლოდ ის დანამატები, რომლებსაც აქვთ ფიქსირებული მაქსიმალური შემცველობა,

– სენსორული დანამატები: რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(2)(a) დანართით („საღებავები“) გათვალისწინებული დანამატები: კაროტინოიდები და ქსანტოფილები.

პროდუქტები, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივით 82/471/EEC:

– იმ მიკრო-ორგანიზმებისაგან მიღებული ცილები, რომლებიც განეკუთვნებიან ბაქტერიების, საფუარის, ზღვის წყალმცენარეების, დაბალი სოკოს ჯგუფს: ჯგუფის ყველა პროდუქტი (გარდა 1.2.1 ქვეჯგუფისა);

– ფერმენტაციის გზით ამინომჟავის წარმოების თანაპროდუქტები: ყველა პროდუქტი ჯგუფში.

თავი 2

რეგულაციით (EC) N 1831/2003 ნებადართული დანამატები:

– ზოოტექნიკური დანამატები: რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(4) (d) დანართით („სხვა ზოოტექნიკური დანამატები“) გათვალისწინებული დანამატები;

– ანტიბიოტიკები: ყველა დანამატი;

– კოკციდიოსტატები და ჰისტომონოსტატები: ყველა დანამატი;

– ზრდის აქტივატორები: ყველა დანამატი;

– საკვები დანამატები:

– რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(3)(a) დანართით (ვიტამინები, პროვიტამინები და ქიმიურად კარგად განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც მსგავსი ეფექტი აქვთ) გათვალისწინებული დანამატები: A და D;

– რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(3)(b) დანართით ('მიკროელემენტების ნაერთები') გათვალისწინებული დანამატები: Cu და Se.

თავი 3

რეგულაციით (EC) N 1831/2003 ნებადართული დანამატები:

ზოოტექნიკური დანამატები: რეგულაციის (EC) N 1831/2003 I(4)(d) დანართით („სხვა ზოოტექნიკური დანამატები“) გათვალისწინებული დანამატები;

– ანტიბიოტიკები: ყველა დანამატი;

– კოკციდიოსტატები და ჰისტომონოსტატები: ყველა დანამატი;

– ზრდის აქტივატორები: ყველა დანამატი.

დანართი V

თავი I

სანქცირებულ ცხოველის საკვების წარმოებათა ჩამონათვალი

1

2

3

4

5

საიდენტიფიკაციო ნომერი

საქმიანობა

სახელწოდება და საფირმო სახელწოდება (1)

მისამართი (2)

შენიშვნები

(1) ცხოველის საკვების წარმოების სახელწოდება ან საფირმო სახელწოდება.

(2) ცხოველის საკვების წარმოების მისამართი.

თავი II

საიდენტიფიკაციო ნომერს უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა:

1. ასო „α“ (ალფა) – თუ ცხოველის საკვების წარმოება სანქცირებულია;

2. წევრი სახელმწიფოს ან მესამე მსოფლიოს ქვეყნის ISO („სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“) კოდი, სადაც მდებარეობს ცხოველის საკვების წარმოება;

3. ეროვნული საცნობარო ციფრი, რომელიც უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ რვა ასო-ციფრული სიმბოლოსგან.

1 ოფიციალური ბიულეტენი, C 32, 05.02.2004, გვ. 97.

2 ევროპარლამენტის 2004 წლის 31 მარტის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბიულეტენში) და საბჭოს 2004 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3 ოფიციალური ბიულეტენი, L 31, 01.02.2002, გვ. 1. რეგულაცია, რომელშიც შესულია ცვლილებები რეგულაციით (EC) N 1642/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 245, 29.09.2003, გვ.4).

4 ოფიციალური ბიულეტენი, L 332, 30.12.1995, გვ. 15. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა რეგულაციით (EC) N 806/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 122, 16.05.2003, გვ. 1).

5 ოფიციალური ბიულეტენი, L 213, 21.07.1982, გვ. 8. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილებების შევიდა ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EC) N 1882/2003 (ოფიციალური ბიულეტენი, L 284, 31.10.2003, გვ. 1).

6 ოფიციალური ბიულეტენი, L 208, 24.07.1998, გვ. 43.

7 ოფიციალური ბიულეტენი, L 165, 30.04.2004, გვ. 1 (ცვლილება: ოფიციალური ბიულეტენი, L 191, 28.05.2004, გვ. 1).

8 ოფიციალური ბიულეტენი, L 184, 17.07.1999, გვ. 23.

9 ოფიციალური ბიულეტენი, L 139, 30.04.2004, გვ. 1. ცვლილება: ოფიციალური ბიულეტენი, L 226, 25.06.2004, გვ.3).

10 ოფიციალური ბიულეტენი, L 268, 18.10.2003, გვ. 2

[https://legali.ge/law/3624838/muxli-34/](https://legali.ge/law/3624838/muxli-34/)
