აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ბრძანება №1-1/112
2017 წლის 28 მარტი
ქ.თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) 2017 წლის 27 იანვრის (№209-გ) განცხადება ფონდისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განცხადებით მომართა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, ფონდისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
პროექტის მოკლე აღწერა: მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროექტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ფონდი ახორციელებს თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის (თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი) რეკონსტრუქცია- მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს. საქართველოს მთავრობამ თბილისი-რუსთავის ურბანული გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროქტი ითვალისწინებს 17.1 კმ სიგრძის 2-ზოლიანი გზის გაფართოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად I კატეგორიის 4-ზოლიან გზატკეცილად, რომლის საპროექტო სიჩქარეა 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით. თბილისი-რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძის სექცია 2, ნაწილი A, PK 4+000 PK 5+300-მდე და PK 6+800 PK 10 + 755-მდე გზის მონაკვეთს.
პროექტს გააჩნია ორი წამყვანი ასპექტი: 1. ადგილობრივი და ურბანული, რომელიც დაკავშირებულია ურბანული კავშირის გაუმჯობესებასთან თბილისსა და რუსთავს შორის. 2. საერთაშორისო კავშირის გაუმჯობესება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, შესაბამისად კასპიის ზღვასა (ბაქოს პორტი) და შავ ზღვას შორის (ფოთისა და ბათუმის პორტები). თბილისი რუსთავის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ჩქაროსნული გზის ნაწილს.
საპროექტო მონაკვეთი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს თბილისი - რუსთავს და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალს. თბილისი-რუსთავის პროექტი შედგება სამი მონაკვეთისაგან. მონაკვეთი 1 (კმ 0 - კმ 4+000) გულისხმობს არსებული გზის გაფართოება-განახლებას და მისი შედეგი ხასიათდება მიწის შესყიდვისა და განსახლების შედარებით დაბალი ზემოქმედებით. მონაკვეთი 2(კმ 4+000 - კმ 10+800) ახალი ურბანული ტიპის გზა, მონაკვეთი 2 იყოფა A და B ნაწილებად. მონაკვეთი 3 (კმ10+800 -კმ 17+400) გულისხმობს არსებული გზის გაფართოებას და განახლებას.
საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება. ამ მხრივ საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორებს განაპირობებს. ამასთან, სატრანსპორტო სექტორის განვითარება აუცილებელია სათანადო ეკონომიკური ზრდისთვისა და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად.
მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ,,A’’ და ,,B’’ მონაკვეთების განსახლების პროგრამა. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პროექტისთვის გამოყენების ფარგლებში, შემუშავებულია „მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. გეგმის ფარგლებში, ფონდის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ შემდეგ მესაკუთრეებთან: ირინე არჩვაძე (პ/ნ 01016010122), ნათია ჭყონია (პ/ნ 26001032336), მარინა ალავერდაშვილი (პ/ნ59001080925), იური ომარაშვილი (პ/ნ12001058966), ინგა ქეშიკაშვილი (პ/ნ 01015020693), იზოლდა სიხუაშვილი (პ/ნ 01016005197), გიორგი ლომიძე (პ/ნ 01017038385), გიორგი გედენიძე (პ/ნ01016006362), გარი გრიგორიანი (პ/ნ 01011035538), ანაიდა ტაბატაძე (პ/ნ 010160005255). მხარეთა შორის მოლაპარაკება ძირითადად ვერ შედგა საექსპროპრიაციო ქონების საკომპენსაციო ღირებულებაზე შეუთანხმებლობის გამო.
სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილდეს ფონდის შუამდგომლობა და მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, ფონდის მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრესთან უძრავი ქონების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - ,,თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 15 თებერვლის ოქმისა და კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. თბილისი-წითელი ხიდის ჩქაროსული გზის (თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის) პროექტი ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება ქვემოთ მითითებულ მესაკუთრეთა უძრავ ქონებაზე:
1.1. ირინე არჩვაძის (პ/ნ 01016010122) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N21 - ს/კ 01.18.12.003.011.01.021;
1.2. ნათია ჭყონიას ( პ/ნ 26001032336) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N27, ს/კ 01.18.12.003.011.01.027;
1.3. მარინა ალავერდაშვილის (59001080925) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ა. მდებარე, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N21 ა, ს/კ 01.18.12.003.011.01.021ა; ბ. ს/კ 01.18.12.003.011.01.515; გ. ს/კ 01.18.12.003.011.01.516;
1.4. იური ომარაშვილის (პ/ნ 12001058966) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე - თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N13, ს/კ 01.18.12.003.011.01.013;
1.5. ინგა ქეშიკაშვილის (პ/ნ 01015020693) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ა. მდებარე, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N29 - ს/კ 01.18.12.003.011.01.029; ბ. ს/კ 01.18.12.003.011.01.506;
1.6. იზოლდა სიხუაშვილის (პ/ნ 01016005197) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ა. მდებარე, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N32, ს/კ 01.18.12.003.011.01.532; ბ. ს/კ 01.18.12.003.011.01.032ა;
1.7. გიორგი ლომიძის (პ/ნ 01017038385) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N3, ს/კ 01.18.12.003.011.01.003;
1.8. გიორგი გედენიძის (პ/ნ01016006362) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ა. მდებარე, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N33 ს/კ 01.18.12.003.011.01.033; ბ. ს/კ 01.18.12.003.011.01.522;
1.9. გარი გრიგორიანის (პ/ნ 01011035538) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N2, ს/კ (წილი 12.00/738 .00) ს/კ 01.18.12.003.011.01.002;
1.10. ანაიდა ტაბატაძის (პ/ნ 01016005255) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ა. მდებარე, თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N6, ბინა N6 და სარდაფი ს/კ 01.18.12.003.011.01.006; ბ. ს/კ 01.18.12.003.011.01.519;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).
მინისტრი გიორგი გახარია