ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 30.03.2017
ძალის დაკარგვა 28.02.2018
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.115.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი | ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0.28 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.02.2026
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.02.2024
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2023
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №05
2017 წლის 30 მარტი
დ. ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,, ე.გ.’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8-ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის №07 დადგენილება.(www.matsne.gov.ge 29/02/2016 წ. 200140030.35.115.016188).
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ლენტეხის მაგისტრ სასამართლოში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი
დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება ფორმულით.
C N=IMG X I TL X C X K, სადაც
:
1) CN არის 1 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
2) I MG არის დაბა ლენტეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0, 28-ს;
3) I T L არის ლოკალური ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს;
4) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვ/მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
5) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგურირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში (დ.ლენტეხში) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
C N
0.28
1
0.24
50
3,36
მუხლი 3🔗
დაბა ლენტეხში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3,36 ლარს.
მუხლი 4🔗
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ლენტეხისთვის დადგენილი ფასის 40%- ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,344 ლარს.
მუხლი 5🔗
ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 30%-ით და იგი შეადგენს 1,008 ლარს.
მუხლი 6🔗
ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18-ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეული მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა ლენტეხისათვის დადგენილი ფასის 80%-ს ოდენობით და იგი შეადგენს 2,7 ლარს.