ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისას კონტროლის კითხვარის ფორმისა და მისი შევსების მეთოდური რეკომენდაციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.03.2017
ძალის დაკარგვა 04.09.2018
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ზოგადი მოთხოვნები |
| 3 | ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის უსაფრთხოება |
| 4 | ნარჩენების უსაფრთხო მართვა |
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | ინფორმაცია ობიექტის შესახებ |
| 1.1 | ინფექციური დაავადებების გავრცელების მართვისთვის აუცილებელი კონკრეტული აქტივობების ჩამონათვალი თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული |
| 2. | დასუფთავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია |
| 2.1 | დაწესებულებაში არსებული საგნების ზედაპირები და აღჭურვილობა გაწმენდილი და სუფთაა |
| 2.2 | გამოყენებული თეთრეულის ცვლა და რეცხვა ხდება მართებული რეჟიმის დაცვით |
| 2.3 | დაწესებულებას აქვს ოპერირების წესი/პროცედურა (წერილობითი ფორმით) სტერილიზაცია-დეზინფექციის განხორციელების თაობაზე |
| 2.4 | მრავალჯერადი გამოყენების „კრიტიკული საგნების“ გასასუფთავებლად და გასასტერილებლად ადგილზე არსებობს შესაბამისი პირობები და საშუალებები |
| 2.5 | „ნახევრად კრიტიკული საგნებისთვის“ დაწესებულებას აქვს გასუფთავების, პასტერიზაციის ან ქიმიური დეზინფექციის საშუალებები |
| 2.6 | „არაკრიტიკული საგნების“ გასასუფთავებლად და დაბალი/საშუალო დონის დეზინფექციის ჩასატარებლად ადგილზე არსებობს შესაბამისი პირობები და საშუალებები |
| 2.7 | დაწესებულება აწარმოებს სტერილიზაციის პროცედურების აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში |
| 2.8 | ერთჯერადი მოხმარების „კრიტიკული საგნები“ გამოყენების შემდეგ იყრება და ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისას კონტროლის კითხვარის ფორმისა და მისი შევსების მეთოდური რეკომენდაციის დამტკიცების თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2017 წლის 31 მარტი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისას კონტროლის კითხვარის ფორმისა და მისი შევსების მეთოდური რეკომენდაციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის კითხვარი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის კითხვარის შევსების მეთოდური რეკომენდაცია დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
დანართი №1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის
კ ი თ ხ ვ ა რ ი
კითხვარის შევსებისას სასურველია შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციის გამოყენება)
შესავალი
1.დაწესებულების დასახელება: .............................................................................................................
2. დაწესებულების სამართლებრივი ფორმა: ..............................................................................................
□ შპს □ ი/მეწარმე □ სხვა (დააკონკრეტეთ) .....................................................
3.რეგისტრირებულია როგორც „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება“ ...........................
□ კი □ არა
4.დაწესებულების საიდენტიფიკაციო/რეგისტრაციის/ კოდი საჯარო რეესტრიდან ..............................
5.დაწესებულების მისამართი ...............................................................................................................................
6. ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი ...........................................................................
ტელეფონი .............................................................. E-mail ......................................................................................
7.შემოწმებაზე პასუხისმგებელი დაწესებულება .........................................................................................
8. შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი ..............................................................................
9.შემოწმების ჩატარების თარიღი ..........................................................
10.დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
თმის მოვლა/პარსვა
მანიკიური, პედიკიური
პირსინგი
ტატუ, მიკროპიგმენტაცია
აკუპუნქტურა
ელექტროლიზისი (ეპილაცია)
ვაქსინგი
11. შემოწმების ჯერადობა (1 წლის განმავლობაში) ამ დაწესებულებაში (შესაბამისი შემოხაზეთ)
1. 2. 3. 4 და ა. შ.
ნაწილი I. ზოგადი მოთხოვნები ესთეტიკური და კოსმეტიკური
პროცედურებისადმი
N
ინფორმაცია ობიექტის შესახებ
კი
არა
შენიშვნა
1
ზოგადი მოთხოვნები
1.1
ინფექციური დაავადებების გავრცელების მართვისთვის
აუცილებელი კონკრეტული აქტივობების ჩამონათვალი
თვალსაჩინო ადგილას
არის განთავსებული
კი
არა
2.
დასუფთავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია
2.1
დაწესებულებაში არსებული საგნების ზედაპირები და
აღჭურვილობა გაწმენდილი და სუფთაა
კი
არა
2.2
გამოყენებული თეთრეულის ცვლა და რეცხვა ხდება
მართებული
რეჟიმის დაცვით
კი
არა
2.3
დაწესებულებას აქვს ოპერირების წესი/პროცედურა
(წერილობითი ფორმით)
სტერილიზაცია-დეზინფექციის განხორციელების თაობაზე
კი
არა
2.4
მრავალჯერადი გამოყენების „კრიტიკული საგნების“
გასასუფთავებლად და გასასტერილებლად ადგილზე არსებობს
შესაბამისი პირობები და საშუალებები
კი
არა
არ შეესაბამება
2.5
„ნახევრად კრიტიკული საგნებისთვის“ დაწესებულებას აქვს
გასუფთავების, პასტერიზაციის ან ქიმიური დეზინფექციის
საშუალებები
კი
არა
2.6
„არაკრიტიკული საგნების“ გასასუფთავებლად და დაბალი/საშუალო
დონის დეზინფექციის ჩასატარებლად ადგილზე არსებობს
შესაბამისი პირობები და საშუალებები
კი
არა
2.7
დაწესებულება აწარმოებს სტერილიზაციის პროცედურების
აღრიცხვას
სპეციალურ ჟურნალში
კი
არა
2.8
ერთჯერადი მოხმარების „კრიტიკული საგნები“ გამოყენების
შემდეგ იყრება
და ნადგურდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით
კი
არა
არ შეესაბამება
2.9
სადეზინფექციო ხსნარებს აქვს მწარმოებლის ინსტრუქცია
და მისი მოხმარება ხდება ინსტრუქციის შესაბამისად
კი
არა
2.10
მაღალი დონის დეზინფექტანტების ეფექტურობის განსაზღვრა
ხდება სპეციალური საშუალებებით
კი
არა
2.11
დაწესებულებაში სადეზინფექციო ხსნარებთან დაკავშირებული
სამუშაოების ჩატარებისას გამოიყენება ინდივიდუალური დაცვის
საშუალებები (ნიღაბი, სპეციალური ტანსაცმელი, წინსაფარი,
ხელთათმანი (საყოფაცხოვრებო, არასამედიცინო), სათვალე ან სახის დამცავი ეკრანი/ფარი და სხვ.)
კი
არა
2.12
ყველა იმ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ინსტრუმენტებისა
და სხვა საგნების რეცხვის პროცესში, უტარდება
დაბალი დონის დეზინფექცია გარეცხვის შემდეგ და ინახება
მშრალად
კი
არა
3
ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის უსაფრთხოება
3.1
სათავსების კედლები და იატაკი დეფექტების გარეშეა, გლუვია და სანიტარიული დამუშავებისათვის მოსახერხებელი
კი
არა
3.2
სანიტარული კვანძის კედლები დაფარულია სველი წესით
დამუშავებისა და დეზინფექციისადმი
კი
არა
3.3
აღჭურვილობის, ავეჯისა და ინვენტარის საფარი მოსახერხებელია
გასუფთავებისა და დეზინფექციისადმი
3.4
სამუშაო სივრცე აღჭურვილია ცივი და ცხელი წყლით
უზრუნველყოფილი ხელსაბანი ნიჟარით
კი
არა
3.5
ხელის დასაბანი ნიჟარა აღჭურვილია თხევადი საპნითა და
ერთჯერადი ხელსახოცების საკმარისი რაოდენობით
კი
არა
3.6
დაწესებულებაში გამოყენებული ქიმიური (სადეზინფექციო)
საშუალებები ინახება განცალკევებით, ორიგინალურ შეფუთვაში,
უსაფრთხოების წესების დაცვით
კი
არა
3.7
დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარი (ჯაგრისი და სხვ.)
არის მარკირებული გამოყენების ტიპის შესაბამისად (მაგ. ფერით)
კი
არა
4
ნარჩენების უსაფრთხო მართვა
4.1
დაწესებულებაში წარმოქმნილი არასახიფათო ნარჩენები გროვდება
ერთჯერად პაკეტებში ან მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელში
კი
არა
4.2
არასახიფათო ნარჩენების ¾ -მდე შევსებული მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის შიგთავსი და ერთჯერადი პაკეტები თავსდება მუნიციპალური ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში
კი
არა
4.3
დაწესებულების სახიფათო ნარჩენები გროვდება ერთჯერად ტომარაში,
საიდანაც 3/4-ით შევსების შემდგომ ხდება მისი ჰაერისგან
დაცლა და ჰერმეტიზება (მაგ. პაკეტისათვის მჭიდროდ თავის მოკვრა)
კი
არა
არ შეესაბამება
4.4
ბასრი ინსტრუმენტები (ნემსები, კალმები და ა.შ.) გროვდება
სხვა სახიფათო ნარჩენებისაგან განცალკევებით,
მყარ, ერთჯერადი გამოყენების სპეციალურ ტარაში
კი
არა
არ შეესაბამება
4.5
დაწესებულებაში არ ხდება სახიფათო და არასახიფათო
ნარჩენების შერევა
კი
არა
არ შეესაბამება
4.6
სახიფათო ნარჩენების გატანა, ტრანსპორტირება,
დამუშავება ან/და განადგურებაზე დაწესებულებას აქვს დადებული
ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან
კი
არა
არ
შეესაბამება
5.
მოთხოვნები პერსონალისა და პროცედურებისადმი
5.1
დაწესებულება უზრუნველყოფილია ჭრილობის დასამუშავებელი ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებებით
კი
არა
5.2
მომსახურე პერსონალი პროცედურის ჩატარებისას იყენებს სუფთა ტანსაცმელსა და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს (ხალათი, ხელთათმანი, სათვალე, ნიღაბი)
კი
არა
ნაწილი II. სპეციფიკური მოთხოვნები ესთეტიკური და
კოსმეტიკური პროცედურებისადმი
6. თმის მოვლა და პარსვა
N
ინფორმაცია ობიექტის შესახებ
კი
არა
შენიშვნა
6.1
მომხმარებლის კისრის გარშემო შეხებისას გამოიყენება
სუფთა პირსახოცი და პირსახოცები იცვლება ყოველი
გამოყენების შემდეგ
კი
6.2
თმის დასამუშავებლად განკუთვნილი „არაკრიტიკული“
ინვენტარი ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება ან უტარდება
დაბალი დონის დეზინფექცია
კი
6.3
მაკრატელს და დამჭერს (რომელიც კანს ეხება) უტარდება
საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია
კი
6.4
გასაპარსად განკუთვნილი საპარსის პირები არის ერთჯერადი და გამოყენებისთანავე იყრება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში
კი
6.5
სახელური და საპარსი პირის ბუდე, როგორც „ნახევრად კრიტიკული“
ჯგუფის იარაღი, ყოველი გამოყენების შემდეგ იწმინდება და
დეზინფიცირდება
კი
6.6
ბასრი საპარსი (სამართებელი) იწმინდება და სტერილდება
კი
6.7
ბასრ საპარსს, რომელიც გამოიყენება თმის შესაჭრელად,
აქვს კანის დაზიანებისგან დამცავი
კი
6.8
თმის მელირებისათვის გამოსაყენებელი ქუდი, როგორც
„ნახევრადკრიტიკული“ ყოველი გამოყენების
შემდეგ დეზინფიცირდება
კი
6.9
სადეზინფექციო სითხეში ჩალაგების წინ, ყველა საგანი და
ინსტრუმენტი ირეცხება და შრება სუფთა ხელსახოცით
კი
6.10
საპარსისა და თმის მოვლისთვის განკუთვნილი საგნებისა
და იარაღების დამუშავებისთვის გამოიყენება დაბალი
დონის სადეზინფექციო საშუალება (მაგ.: ამონიუმის ნაერთი)
კი
6.11
დამუშავებული და სუფთა ინსტრუმენტები ინახება
ცალკე სხვა საგნებისგან
კი
6.12
ნებისმიერი ერთჯერადი ნემსი, ბასრი და მჭრელი იარაღი,
რომელიც გამოიყენება თმის დახვევისა
და დაგრძელებისათვის ან/და შეხებაშია მომხმარებლის
ან მომსახურე პერსონალის კანთან, გამოყენების
შემდეგ თავსდება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში
კი
7. ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური
N
ინფორმაცია ობიექტის შესახებ
კი
არა
შენიშვნა
7.1
ფრჩხილებზე მომსახურების გაწევის წინ ხდება მომხმარებლის
ფრჩხილების დათვალიერება და ფრჩხილის სოკოს
აღმოჩენის შემთხვევაში არ ტარდება მანიპულაციები და ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს ექიმს.
კი
არა
7.2
ფრჩხილების სერვისისთვის საჭირო აღჭურვილობა
და ინსტრუმენტები (რეცირკულაციის სისტემების ჩათვლით)
მომხმარებლებს შორის შუალედში სუფთავდება და
უტარდება საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია
კი
არა
7.3
თითოეული გამოყენების შემდეგ ფეხის აბაზანა სუფთავდება
სარეცხი საშუალების გამოყენებით და უტარდება დეზინფექცია
საშუალო ან მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებით
კი
არა
7.4
სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები არის ერთჯერადი და
იყრება საშიში ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში
კი
არა
7.5
სისხლდენის შესაჩერებლად არ გამოიყენება სისხლის შემაჩერებელი
ფანქრები
კი
არა
7.6
კანის მთლიანობის დარღვევისას, სისხლდენის დასრულების
შემდეგ ხდება მისი დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით და ედება
ერთჯერადი სამედიცინო პლასტირი ან სუფთა ნახვევი
კი
არა
8. პირსინგი
N
ინფორმაცია ობიექტის შესახებ
კი
არა
შენიშვნა
8.1
პირსინგისთვის გამოსაყენებელი ყველა სამკაული სტერილურია
კი
არა
8.2
საყურის გასახსნელი და ჩამკეტი ბრტყელტუჩა ყოველი გამოყენების
შემდეგ იწმინდება და სტერილდება
კი
არა
8.3
პირსინგის გასაკეთებლად კანის ზედაპირი იწმინდება
ანტისეპტიკური ხსნარით
კი
არა
8.4
მოსანიშნად იხმარება მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების
ინსტრუმენტები
კი
არა
8.5
გახვრეტისთვის იხმარება ერთჯერადი სტერილური
ინსტრუმენტები
კი
არა
8.6
პირსინგის დროს ნახმარი ერთჯერადი ინსტრუმენტები
გამოყენების შემდეგ (მაშინვე) თავსდება ბასრი საგნებისთვის
განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში
კი
არა
8.7
ინსტრუმენტების დასალაგებელი დაფა არის გლუვზედაპირიანი
და გამძლე რეცხვისა და დეზინფექციისთვის
კი
არა
8.8
ყოველი მომსახურების წინ ხდება ინსტრუმენტების
დალაგება დაფაზე, რომელსაც გადაფარებული აქვს ერთჯერადი
ან მრავალჯერადი სტერილური ხელსახოცი
კი
არა
8.9
ყოველი გამოყენების შემდეგ დაფა იწმინდება და უტარდება
დაბალი დონის დეზინფექცია
კი
არა
8.10
ნახვრეტის გასაფართოებელი ჩხირი ირეცხება სარეცხი
საშუალებით და უტარდება სტერილიზაცია
კი
არა
8.11
კანის დასაჭიმად გამოიყენება ერთჯერადი გამოყენების,
სტერილური – დახურულბოლოიანი მიმღები მილი
კი
არა
8.12
ღია ბოლოიანი მიმღები მილები იწმინდება მავთულიანი
ჯაგრისით და სტერილდება გამოყენებებს შორის
კი
არა
8.13
გამოყენებული ნემსი და საცობი (ერთმანეთისგან განცალკევების
გარეშე) თავსდება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ
სპეციალურ კონტეინერში
კი
არა
8.14
პირსინგის შემდეგ, მრავალჯერადი გამოყენების ყველა
ინსტრუმენტი გადის გაწმენდას და სტერილიზაციას
კი
არა
8.15
მომხმარებლებს ეძლევათ ზეპირი/წერილობითი ინფორმაცია
პირსინგის შემდგომ მოვლაზე
კი
არა
8.16
პირსინგის დროს პერსონალს აცვია ხელთათმანი ორივე ხელზე
კი
არა
8.17
მრავალჯერადი ინსტრუმენტები იწმენდება და დეზინფიცირდება
კი
არა
8.18
პირსინგის წინ კანი მუშავდება ანტისეპტიკით
კი
არა
8.19
ყოველი პირსინგის შემდეგ ხდება გამოყენებული ერთჯერადი
ინსტრუმენტების უსაფრთხო მოცილება/გადაყრა
კი
არა
8.20
სტერილური სამკაულების ყუთი არის თავდახურულ
მდგომარეობაში
კი
არა
8.21
პირსინგის ინსტრუმენტები ინახება შეფუთულ
მდგომარეობაში/ დახურულ კონტეინერში/ბიქსში ისე, რომ არ დაბინძურდეს
კი
არა
9. ტატუირება, მიკროპიგმენტაცია
N
ინფორმაცია ობიექტის შესახებ
კი
არა
შენიშვნა
9.1
ტატუირებისთვის გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი
სტერილური ნემსები
კი
არა
9.2
ყველა მასალა ტატუსა და მიკროპიგმენტაციისთვის მზადდება უშუალოდ პროცედურის დაწყებამდე
კი
არა
9.3
ერთჯერადი მელნის თავები იყრება ყოველი მომხმარებლის შემდეგ ამ ტიპის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში
კი
არა
9.4
ფერებს შორის სავლებად გამოყენებული სითხეები თავსდება ერთჯერად თავებში, რომელიც თითოეული
მომხმარებლის შემდეგ იყრება
კი
არა
9.5
ერთ მომხმარებელზე გამოყენებული ხელსაწმენდები/პირსახოცები იყრება/მუშავდება
კი
არა
9.6
გამოყენებული ნემსები იყრება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში
კი
არა
9.7
მრავალჯერადი ნემსის დამჭერი მოწყობილობა გამოყენებისთანავე სუფთავდება და სტერილდება
კი
არა
9.8
გამოყენებული ტრაფარეტები იყრება პროცედურის ბოლოს
კი
არა
9.9
მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი იშლება გასუფთავების წინ
კი
არა
9.10
ტატუ იფარება ცალკე შეფუთული სტერილური ნახვევით, რომელიც განკუთვნილია ჭრილობებისთვის
კი
არა
9.11
მომხმარებლებს ეძლევათ ინფორმაცია ტატუს და მიკროპიგმენტაციის შემდგომი მოვლის შესახებ ზეპირი/წერილობითი
კი
არა
10. აკუპუნქტურა
N
ინფორმაცია ობიექტის შესახებ
კი
არა
შენიშვნა
10.1
აკუპუნქტურისათვის ხდება ერთჯერადი ნემსების გამოყენება, რომელიც გამოყენების შემდგომ თავსდება ბასრი ნარჩენების კონტეინერში (კითხვაზე ,,კი“ პასუხის შემთხვევაში გადადით კითხვაზე
10.3)
კი
არა
10.2
აკუპუნქტურის მრავალჯერადი ნემსები ინახება სტერილურად შეფუთული და იხსნება უშუალოდ მოხმარების წინ
კი
არა
10.3
აკუპუნქტურის მრავალჯერად ინსტრუმენტებს და ნემსების სახელურებს, ყოველი გამოყენების შემდეგ უტარდება წმენდა
და მაღალი დონის დეზინფექცია
კი
არა
10.4
ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ინსტრუმენტებს (პინცეტები, მაშები), რომლებიც შეხებაშია ნემსებთან, უტარდება
წმენდა და მაღალი დონის დეზინფექცია
კი
არა
10.5
ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ელექტრო სტიმულატორის მეტალის დამჭერებს უტარდება წყლით გაწმენდა/რეცხვა და საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია
კი
არა
10.6
ყოველი პაციენტის მომსახურების შემდეგ დაუზიანებელ კანთან კონტაქტისთვის გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს უტარდება
წმენდა და დაბალი დონის დეზინფექცია
კი
არა
10.7
აკუპუნქტურა ტარდება დაუზიანებელ და ჯანსაღ კანზე
კი
არა
11. ელექტროლიზისი (ეპილაცია)
N
ინფორმაცია ობიექტის შესახებ
კი
არა
შენიშვნა
11.1
ელექტროლიზისთვის გამოყენებული ნემსები ერთჯერადი და
სტერილურია
კი
არა
11.2
ეპილატორის ნემსის დამჭერის მოსახსნელი თავი იწმინდება და
უტარდება მაღალი დონის დეზინფექცია ყოველი მომხმარებლის
მომსახურების შემდეგ
კი
არა
11.3
ეპილატორის ზონარის შალითა იცვლება ყოველი მომხმარებლის
მომსახურების შემდეგ ან იწმინდება და მუშავდება მაღალი
დონის სადეზინფექციო საშუალებით
კი
არა
11.4
ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ეპილაციისთვის
განკუთვნილი აღჭურვილობა/ინსტრუმენტები იწმინდება და
უტარდება ან სტერილიზაცია ან მაღალი დონის დეზინფექცია
კი
არა
11.5
სტერილური საგნების დამჭერი ინსტრუმენტები (მაგალითად,
პინცეტი) სტერილდება ან უტარდება მაღალი დონის დეზინფექცია
კი
არა
11.6
ჩაზრდილი თმის ამოსაღებად გამოიყენება მხოლოდ
ერთჯერადი სტერილური ნემსები
კი
არა
11.7
ყოველი გამოყენების შემდეგ იარაღების განსათავსებელი
დაფა/ლანგარი, ასევეგამადიდებელი ლუპა,
სათვალე და მიკროსკოპი, სანათი იწმინდება და უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია
კი
არა
12. ვაქსინგი
N
ინფორმაცია ობიექტის შესახებ
კი
არა
შენიშვნა
12.1
ვაქსინგი არ უტარდებათ ორსულ და მეძუძურ დედებს ან
მომხმარებელს, რომელსაც აღენიშნება კანის ქრონიკული /მწვავე/
დაავადება, შაქრიანი დიაბეტი
კი
არა
12.2
კანის დასამუშავებელი ზედაპირი სუფთავდება დამუშავების წინ
კი
არა
12.3
ყველა ხსნარი და კრემი გამოიყენება ერთჯერადი კონტეინერებიდან
(ტუბი) ან ერთჯერადი აპლიკატორების საშუალებით
მრავალჯერადი კონტეინერებიდან
კი
არა
12.4
ცვილისა და ფისის ამოსაღებად გამოყენებული შპატელები
და აპლიკატორები იყრება გამოყენებისთანავე
კი
არა
12.5
ნებისმიერი პროცედურა ტარდება მხოლოდ ერთჯერადი
ხელთათმანების გამოყენებით
კი
არა
12.6
გამოყენებული ხელთათმანები იყრება საშიში ნარჩენებისთვის
განკუთვნილ ტარაში
კი
არა
დანართი №2
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის კითხვარის შევსების მეთოდური რეკომენდაცია
წარმოდგენილ კითხვარში მოთხოვნები გაწერილია „ტექნიკური რეგლამენტი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბერის №473 დადგენილების შესაბამისად.
საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებისათვის სასურველია სტანდარტული კითხვარის გამოყენება, რომელიც იძლევა როგორც დაწესებულების გარემოს, ასევე ინფექციების კონტროლის სისტემის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის შესაძლებლობას.
კითხვარში თითოეული შეკითხვა ფასდება კი/არა-ს პრინციპით („კი“ – როცა კონკრეტული საკითხი სრულდება, „არა“ – როცა ვერ ან არ სრულდება). შესაბამისად, შეფასებისას მოინიშნება ერთ-ერთი პასუხთაგანი („კი“ ან „არა“). კითხვარში ასევე არის შენიშვნის ველი, რომელიც გამოყენებულია ზოგიერთი საკითხის დასაკონკრეტებლად. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში შენიშვნის ველში საჭიროა სათანადო მონიშვნის გაკეთებაც (მაგალითად, სასტერილიზაციო სამუშაოების ჩატარებისას შენიშვნის ველში დაკონკრეტდება „საკუთარი ძალებით“ ან „ხელშეკრულებით“ – ჩაწერის საშუალებით და სხვ.). კონტროლი ხორციელდება გამოკითხვის ან დაკვირვების/დათვალიერების მეთოდით, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნაც (მაგალითად, სტერილიზაციის ჟურნალი, ხელშეკრულებები, შიდა ბრძანებები და სხვ.). კითხვარი შედგება შესავლისა და ორი ნაწილისაგან; მონიტორინგის განხორციელებისას ყველა ობიექტში სავალდებულოა შევსებული იყოს კითხვარის შესავალი და ნაწილი I, ხოლო ნაწილი II-დან შეივსება მხოლოდ ის გრაფა, რომელ საქმიანობასაც დაწესებულება ახორციელებს.
თავი I
კითხვარის შესავალი ნაწილი
მუხლი 1🔗.
შესავალი ნაწილი
შესავალ ნაწილში ივსება კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებულების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია:
ა) დაწესებულების დასახელება – შესამოწმებელი დაწესებულების დასახელება უნდა იყოს აღებული შესაბამისი დოკუმენტიდან სრულად;
ბ) დაწესებულების სამართლებრივი ფორმა – უნდა მოინიშნოს (გადაიხაზოს კვადრატი), რომელი სამართლებრივი ფორმითაც არის ობიექტი დარეგისტრირებულიж თუ არც „შპს“ და არც „ინდ.მეწარმე“ არ არის, უნდა მოინიშნოს „სხვა“ და დაკონკრეტდეს შესაბამის ხაზზე;
გ) დაწესებულების რეგისტრაცია – დაწესებულება რეგისტრირებულად შეიძლება ჩაითვალოს და მოინიშნოს (გადაიხაზოს კვადრატი) პასუხში „კი“ იმ შემთხვევაში, თუ ის რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (შემდგომ - რეესტრი), როგორც „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულება“, წინააღმდეგ შემთხვევაში მოინიშნება „არა“; თუ დაწესებულება რეგისტრირებული არ არის, შემოწმება წყდება, ივსება ადმინისტრაციული აქტი ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით (ტექნიკური რეგლამენტის მუხლი 3🔗-ის, პუნქტი 3-ის მოთხოვნა – რეგისტრაციის გარეშე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულების საქმიანობა აკრძალულია) და ეგზავნება ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს განსახორციელებლად;
დ) დაწესებულების საიდენტიფიკაციო/რეგისტრაციის/ კოდი – რეესტრიდან მინიჭებული კოდის ნახვა აუცილებელია სარეგისტრაციო დოკუმენტებში – რეესტრის ამონაწერში ან სხვა დოკუმენტში, რომელსაც წარმოადგენს ობიექტის ხელმძღვანელი ან სხვა პირი;
ე) დაწესებულების მისამართი- ჩაიწერება ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც ობიექტია განთავსებული;
ვ) ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი, ტელეფონი, E-mail – ხელმძღვანელის გვარი, სახელი კითხვარში გადაიტანება ოფიციალური დოკუმენტიდან, საკონტაქტო ინფორმაცია – გამოკითხვით;
ზ) შემოწმებაზე პასუხისმგებელი დაწესებულება – ჩაიწერება ის დაწესებულება, რომელიც ატარებს შემოწმებას;
თ) შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი – შემმოწმებელი ჩაწერს საკუთარ გვარს და სახელს;
ი) შემოწმების ჩატარების თარიღი – გრაფაში ჩაიწერება შემოწმების დაწყების თარიღი;
კ) დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები – ჩამონათვალში უნდა იყოს მონიშნული ყველა ის საქმიანობა, რომელიც შემოწმების მომენტისთვის ობიექტზე ხორციელდება, მაგ.: თმის მოვლა/პარსვა, პირსინგი და ელექტროლიზისი (ელექტროეპილაცია);
ლ) დაწესებულების შემოწმების ჯერადობა (1 წლის განმავლობაში) – კითხვარში უნდა შემოიხაზოს ის რიცხვი, თუ ერთი შემოწმების ფარგლებში მერამდენედ ივსება აღნიშნული კითხვარი. მაგ.: თუ შემმოწმებელი პირველად შედის იმ წელიწადს ობიექტში, უნდა შემოიხაზოს 1; თუ საჭირო გახდა დროის მიცემა გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად და შემმოწმებელი მეორედ მივიდა ობიექტში ამ დროის გასვლის შემდეგ, უნდა შემოიხაზოს 2; განმეორებითი შემოწმებისას, თუ
დარღვევა ისევ დაფიქსირდა, ან/და გამოვლინდა ახალი დარღვევა და ობიექტს დაედო შესაბამისი ჯარიმა – დარღვევის გამოსწორების მოთხოვნით, საჭირო გახდება მესამედ ობიექტის გადამოწმება და ამ შემთხვევაში შემოიხაზება 3 და ა.შ., სანამ ობიექტი არ გახდება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისი.
თავი II
კითხვარის ზოგადი მოთხოვნები შევსების წესი
მუხლი 2🔗.
ზოგადი მოთხოვნები
1.
„ინფექციური დაავადებების გავრცელების მართვისთვის აუცილებელი კონკრეტული აქტივობების ჩამონათვალი თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული“ – პასუხად „კი“ დაფიქსირდება მაშინ, როცა ჩამონათვალი არის გაკრული თვალსაჩინო ადგილას და მასში შეტანილია შემდეგი ვალდებულებები:
ოპერატორი ვალდებულია მართოს ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკები შემდეგი ღონისძიებების გატარებით:
- პროცედურის მიმდინარეობისას, მისი დროებით შეწყვეტის შემთხვევაში (მაგ.: ხელების დაბანა მომხმარებლის მომსახურების დაწყებამდე და დასრულებისთანავე ან ტელეფონზე საუბრის გამო);
- იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან, ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება;
- იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმლისა და სათვალის გამოყენება;
- ასეპტიკის წესების გამოყენება პროცედურების წარმოებისას;
- პროცედურების წარმოება სათანადოდ გასუფთავებული, დამუშავებული და სტერილური ინსტრუმენტებისა და დამხმარე მასალის გამოყენებით;
- სისუფთავის დაცვა პროცედურების წარმოებისათვის განკუთვნილ სათავსებში;
- ბასრ საგნებთან უსაფრთხო მოპყრობის (მ.შ. გადაყრის) წესები.
2.
თუ ჩამონათვალი არა აქვთ ან არ არის გამოკრული თვალსაჩინო ადგილას, ან გამოკრულია, მაგრამ ჩამონათვალში არ არის ზემოთ აღნიშნული საკითხები, ამ შემთხვევაში მოინიშნება პასუხი „არა“.
მუხლი 3🔗.
დასუფთავება, დეზინფექცია, სტერილიზაცია
1.
„დაწესებულებაში არსებული საგნების ზედაპირები და აღჭურვილობა გაწმენდილი და სუფთაა“ – „კი“ პასუხი მოინიშნება იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა ნანახი ვიზუალურად აღქმადი მტვერი საგნებზე. დათვალიერებას ექვემდებარება დაწესებულების ყველა სათავსი, სადაც ხორციელდება სერვისის მიწოდება და სერვისისთვის მომზადება.
2.
„გამოყენებული თეთრეულის ცვლა და რეცხვა ხდება მართებული რეჟიმის დაცვით“ – დადებითი პასუხის მოსანიშნად აუცილებელია ინახოს სუფთა და ნახმარი თეთრეულის შესანახი კარადები (ყუთები), ხელშეკრულება თეთრეულის რეცხვის შესახებ ან შესაბამისი რაოდენობისა და ფართობის სათავსები და სარეცხი საშუალებები, ან ავტომატური სარეცხი, საშრობი და საუთოებელი საშუალებები; პასუხი „არა“ მოინიშნება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ვერ იქნა ნანახი განცალკევებული სუფთა და ნახმარი თეთრეული; სარეცხი საშუალება; გასარეცხად, გასაშრობად და გასაუთოებლად საჭირო ინვენტარი და სივრცე ან ხელშეკრულება თეთრეულის რეცხვაზე.
3.
„დაწესებულებას აქვს ოპერირების წესი/პროცედურა (წერილობითი ფორმით) სტერილიზაცია-დეზინფექციის განხორციელების თაობაზე“ – დადებითი პასუხი მოინიშნება, თუ დაწესებულება წარმოადგენს „სტერილიზაცია-დეზინფექციის ჩატარების წესებს“; გაწერილს შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით და ადგილზე ნახული იქნება ყველა ის აღჭურვილობა და საშუალება, რომელიც აღწერილი იქნება „სტერილიზაცია-დეზინფექციის ჩატარების წესებში“, თუ არ იქნება ნანახი აღნიშნული დოკუმენტი და/ან ადგილზე არ აღმოჩნდება მისი შესრულების პირობები, მაშინ პასუხი იქნება „არა“.
4.
„მრავალჯერადი გამოყენების „კრიტიკული საგნების“ გასასუფთავებლად და გასასტერილებლად ადგილზე არსებობს შესაბამისი პირობები და საშუალებები”, შეკითხვის პასუხგასაცემად უნდა შემოწმდეს ადგილზე არის თუ არა ყველა საშუალება წინასასტერილიზაციო დამუშავებისთვის (წყალი, სარეცხი საშუალებები, შესაბამისი ჯაგრისები, შესაბამისი სივრცე, ინდ.დაცვის საშუალებები, ქვეყანაში რეგისტრირებული დეზინფექტანტი სარეცხი ინსტრუმენტების დაბალი დონის დეზინფექციისთვის, დეზ.ხსნარის მოსამზადებელი ინსტრუქცია და სხვ.), ინსტრუმენტების შესაფუთად, გასასტერილებლად და მათ სტერილურად შესანახად; დადებითი პასუხი იქნება ყველა ჩამოთვლილი გარემოებების არსებობისას, თუ ერთი მათგანიც კი ამოვარდნილია, პასუხი იქნება „არა“. თუ ობიექტზე ხმარებაში არა აქვთ „კრიტიკული საგნები“, შენიშვნაში გაიხაზება – „არ შეესაბამება“.
5.
„ნახევრად კრიტიკული საგნებისთვის“ დაწესებულებას აქვს გასუფთავების, პასტერიზაციის ან ქიმიური დეზინფექციის საშუალებები“ – დადებითი პასუხი იქნება მაშინ, როცა ადგილზე იქნება ნანახი ყველა საშუალება მათ გასასუფთავებლად (წყალი, სარეცხი საშუალებები, შესაბამისი ჯაგრისები, შესაბამისი სივრცე), ქვეყანაში რეგისტრირებული დეზინფექტანტი ინსტრუმენტების მაღალი დონის ქიმიური დეზინფექციისთვის ან/და აპარატურა ინსტრუმენტების პასტერიზაციისთვის, დეზ.ხსნარის მოსამზადებელი ინსტრუქცია, დადებითი პასუხი იქნება ყველა ჩამოთვლილი გარემოებების არსებობისას.
6.
„არაკრიტიკული საგნების“ გასასუფთავებლად და დაბალი/საშუალო დონის დეზინფექციის ჩასატარებლად ადგილზე არსებობს შესაბამისი პირობები და საშუალებები“ – დადებითი პასუხის გასაცემად ადგილზე უნდა იყოს ნანახი ყველა საშუალება მათ გასასუფთავებლად (წყალი, სარეცხი საშუალებები, შესაბამისი ჯაგრისები, შესაბამისი სივრცე), და ქვეყანაში რეგისტრირებული დეზინფექტანტი ინსტრუმენტების დაბალი/საშუალო დონის დეზინფექციისთვის; გასასუფთავებელი პირობების არარსებობის შემთხვევაში პასუხი იქნება „არა".
7.
„დაწესებულება აწარმოებს სტერილიზაციის პროცედურების აღრიცხვას სპეციალურ ჟურნალში“, პასუხი დადებითი იქნება, თუ ადგილზე შემოწმების მომენტისთვის შევსებული იქნება ტექნიკური რეგლამენტის დანართი 2-ის ცხრილი 4-ის ფორმით წარმოებული „სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალი“; ჟურნალის არარსებობის და/ან მისი შეუვსებლობის შემთხვევაში პასუხი იქნება – „არა“.
8.
„ერთჯერადი მოხმარების „კრიტიკული საგნები“ გამოყენების შემდეგ იყრება და ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით“ – დადებითი პასუხის გასაცემად უნდა ინახოს ერთჯერადი ჰერმეტული ტარის მარაგი და მისი გამოყენება რეალობაში და ბასრი საგნებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეინერების მარაგი და მისი გამოყენება, ასევე, ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე.
9.
„სადეზინფექციო ხსნარებს აქვს მწარმოებლის ინსტრუქცია და მისი მოხმარება ხდება ინსტრუქციის შესაბამისად“ – ამ საკითხის გასაკონტროლებლად ადგილზე უნდა ნახული იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და ხსნარის მომზადებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა იცოდეს, როგორ მზადდება დეზ.ხსნარი, რაც შეიძლება გადამოწმდეს ინსტრუქციის წაკითხვით; თუ დაწესებულებაში გამოყენებული ხსნარის მომზადების წესი ემთხვევა ინსტრუქციით გათვალისწინებულ წესებს, პასუხი იქნება „კი“, ხოლო თუ ადგილზე არ არის მწარმოებლის ინსტრუქცია, პასუხი იქნება „არა“.
10.
„მაღალი დონის დეზინფექტანტების ეფექტურობის განსაზღვრა ხდება სპეციალური საშუალებებით“, დადებითი პასუხი იქნება, თუ ადგილზე ექნებათ აღნიშნული საშუალებები, მაგ.: ტესტ-ჩხირები, შესაბამისი ინსტრუქცია და მომსახურე პერსონალს ეცოდინება მათი გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწერება პასუხი „არა“.
11.
„დაწესებულებაში სადეზინფექციო ხსნარებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარებისას გამოიყენება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (ნიღაბი, სპეციალური ტანსაცმელი, წინსაფარი, ხელთათმანი (საყოფაცხოვრებო, არასამედიცინო), სათვალე ან სახის დამცავი ეკრანი/ფარი და სხვ.)“ – პასუხი იქნება „კი“, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების მინიმუმ ერთდღიანი მარაგის ადგილზე არსებობის შემთხვევაში; შემოწმების მომენტისთვის რომელიმე საშუალების მარაგის არარსებობისას პასუხი იქნება „არა“.
12.
„ყველა იმ საშუალებას, რომელიც გამოიყენება ინსტრუმენტებისა და სხვა საგნების რეცხვის პროცესში, უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია გარეცხვის შემდეგ და ინახება მშრალად“ – ამ მოთხოვნის დადებითად შესაფასებლად ადგილზე უნდა არსებობდეს რომელიმე სადეზინფექციო საშუალება დაბალი დონის დეზინფექციისთვის და მშრალად შენახული დასასუფთავებელი ინვენტარი; შესაძლებელია პროცესზე დაკვირვებაც მათი გამოყენების დროს.
მუხლი 4🔗.
ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის უსაფრთხოება
1.
„სათავსების კედლები და იატაკი დეფექტების გარეშეა, გლუვია და სანიტარიული დამუშავებისათვის მოსახერხებელი“ – პასუხი მოინიშნება ვიზუალური შეფასებით.
2.
„სანიტარული კვანძის კედლები დაფარულია სველი წესით დამუშავებისა და დეზინფექციისადმი“ – კითხვაზე პასუხი გაეცემა სანიტარიული კვანძის დათვალიერების შემდეგ.
3.
„აღჭურვილობის, ავეჯისა და ინვენტარის საფარი მოსახერხებელია გასუფთავებისა და დეზინფექციისადმი“ – პასუხი გაიცემა ობიექტის დათვალიერების შემდეგ და ინვენტარზე არ უნდა იყოს მრავალჯერადი მოხმარების საფარი, რომელსაც ყოველ მომხმარებელზე ვერ გამოცვლიან.
4.
„სამუშაო სივრცე აღჭურვილია ცივი და ცხელი წყლით უზრუნველყოფილი ხელსაბანი ნიჟარით“ – პასუხი გაეცემა დათვალიერების შემდეგ, დადებითი პასუხისთვის აუცილებელია ცივი და ცხელი წყლის უწყვეტი არსებობა ობიექტში.
5.
„ხელის დასაბანი ნიჟარა აღჭურვილია თხევადი საპნითა და ერთჯერადი ხელსახოცების საკმარისი რაოდენობით“, დადებითი პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე დათვალიერებით ობიექტს აღმოჩნდება ჩამოთვლილი საშუალებების მინიმუმ ერთდღიანი მარაგი.
6.
„დაწესებულებაში გამოყენებული ქიმიური (სადეზინფექციო) საშუალებები ინახება განცალკევებით, ორიგინალურ შეფუთვაში, უსაფრთხოების წესების დაცვით“, პასუხი გაეცემა საშუალებების შესანახი პირობების დათვალიერების შემდეგ, ქიმიური სადეზინფექციო საშუალებები დაცული უნდა იყოს შემთხვევითი პირებისგან, უნდა ჰქონდეს შესაბამისი წარწერა და არ უნდა ინახებოდეს ღია მდგომარეობაში.
7.
„დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარი (ჯაგრისი და სხვ.) არის მარკირებული, გამოყენების ტიპის შესაბამისად (მაგ.: ფერით)“, მაკონტროლებლისგან მოითხოვს ობიექტის დასალაგებელი ინვენტარის დათვალიერებას და დადებითი პასუხი შეივსება მხოლოდ მაშინ, როცა ნანახი იქნება მათი მარკირება ნებისმიერი ფორმით.
მუხლი 5🔗.
ნარჩენების უსაფრთხო მართვა
1.
„დაწესებულებაში წარმოქმნილი არასახიფათო ნარჩენები გროვდება ერთჯერად პაკეტებში ან მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელში“, მოითხოვს ნარჩენების შეგროვების ადგილის დათვალიერებას, თუ ნარჩენები გროვდება ერთჯერად პაკეტებში, ან მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი ¾-ზე მეტად არ არის გადავსებული და გარეცხილია. მიმდებარე ტერიტორიაზე არის საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი, სადაც იცლება აღნიშნული ჭურჭელი, პასუხი იქნება „კი“.
2.
„არასახიფათო ნარჩენების ¾ -მდე შევსებული მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის შიგთავსი და ერთჯერადი პაკეტები თავსდება მუნიციპალური ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში“, მოწმდება მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებით და თუ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი, სადაც იცლება აღნიშნული ჭურჭელი, პასუხი იქნება „კი“.
3.
„დაწესებულების სახიფათო ნარჩენები გროვდება ერთჯერად ტარაში, საიდანაც 3/4-ით შევსების შემდგომ ხდება მისი ჰაერისგან დაცლა და ჰერმეტიზება (მაგ.: პაკეტისათვის მჭიდროდ თავის მოკვრა)“, შემოწმდება ერთჯერადი ტარის მარაგის დათვალიერებით (მინიმუმ ერთი დღის მარაგი მაინც უნდა ჰქონდეთ) – აქვთ თუ არა ნარჩენები პაკეტებში ჩაყრილი, სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე დადებული ხელშეკრულების გაცნობით და გასატანად გამზადებული ნარჩენების დათვალიერებით (არის თუ არა ¾-ით შევსებული პაკეტი ჰაერისაგან დაცლილი და მჭიდროდ თავმოკრული).
4.
„ბასრი ინსტრუმენტები (ნემსები, კალმები და ა.შ.) გროვდება სხვა სახიფათო ნარჩენებისაგან განცალკევებით, მყარ, ერთჯერადი გამოყენების სპეციალურ ტარაში“, მოწმდება ერთჯერადი გამოყენების სპეციალური ტარის მარაგის დათვალიერებით (მინიმუმ ერთი დღის მარაგი მაინც უნდა ჰქონდეთ), ბასრი საგნების ნარჩენების გატანა-განადგურებაზე დადებული ხელშეკრულების გაცნობით და გასატანად გამზადებული ნარჩენების დათვალიერებით.
5.
„დაწესებულებაში არ ხდება სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შერევა“, დადებითი პასუხი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მე-2, 3 და მე-4 პუნქტები დადებითად იქნება შეფასებული, რომელიმე პუნქტზე უარყოფითი პასუხი, საფუძველი გახდება ამ პუნქტზეც უარყოფითი პასუხის გაცემის.
6.
„სახიფათო ნარჩენების გატანა, ტრანსპორტირება, დამუშავება ან/და განადგურებაზე დაწესებულებას აქვს დადებული ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან“, მოწმდება აღნიშნული ხელშეკრულების მოთხოვნით და გაცნობით.
მუხლი 6🔗.
მოთხოვნები პერსონალისა და პროცედურებისადმი
1.
„დაწესებულება უზრუნველყოფილია ჭრილობის დასამუშავებელი ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებებით“, მოწმდება ობიექტში აღნიშნული საშუალებების მარაგის დათვალიერებით.
2.
„მომსახურე პერსონალი პროცედურის ჩატარებისას იყენებს სუფთა ტანსაცმელსა და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დაცვის საშუალებებს (ხალათი, ხელთათმანი, სათვალე, ნიღაბი)“, დადებითი პასუხი გაიცემა პერსონალის ჩაცმულობის დათვალიერებით და ინდ. დაცვის საშუალებების საკმარისი მარაგების არსებობისას, შესაძლებელია მათი შეძენა/ხარჯვის ბალანსის გაკეთება და დადგენა იმის, თუ რა პერიოდში რამდენი ხელთათმანი და ნიღაბი იხარჯება ობიექტის საჭიროებებზე მომხმარებლების საშუალო რაოდენობასთან შეფარდებით.
თავი III
სპეციალური მოთხოვნები ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურებისადმი
მუხლი 7🔗.
თმის მოვლა და პარსვა
1.
„მომხმარებლის კისრის გარშემო შეხებისას გამოიყენება სუფთა პირსახოცი და პირსახოცები იცვლება ყოველი გამოყენების შემდეგ“, შესამოწმებლად უნდა ინახოს სუფთა და ნახმარი პირსახოცების მარაგები, თუ მათი რაოდენობა შეესაბამება მომხმარებელთა საშუალო რიცხვს დღეში და კონტროლის დროს მიმდინარე სამუშაო ზემოხმარებული პირსახოცის დათვალიერებით, ვიზუალურად დასტურდება, რომ ის არის პირველად ხმარებაში, მაშინ შეიძლება დაიწეროს პასუხი „კი“.
2.
„თმის დასამუშავებლად განკუთვნილი „არაკრიტიკული“ ინვენტარი ყოველი გამოყენების შემდეგ ირეცხება ან უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია“, შესაფასებლად ოპერატორს დაესმის კითხვა – როგორ ასუფთავებს „თმის დასამუშავებლად განკუთვნილ „არაკრიტიკულ“ ინვენტარს და უნდა მოთხოვნილი იყოს სარეცხი საშუალების და დეზ.საშუალების მარაგის დათვალიერება, რის შემდეგაც გადაწყდება დადებითი იქნება თუ უარყოფითი პასუხი.
3.
„მაკრატელს და დამჭერს (რომელიც კანს ეხება) უტარდება საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია“, დადებითი პასუხი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი სისტემატურად მარაგდება საკმაო რაოდენობის დეზ.საშუალებით და თუ იცის, როგორ უნდა ჩაატაროს საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია.
4.
„გასაპარსად განკუთვნილი საპარსის პირები არის ერთჯერადი და გამოყენებისთანავე იყრება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში“, დადებითი პასუხი გაეცემა, თუ ოპერატორი მომარაგებულია საპარსის ერთჯერადი პირების მინიმუმ ერთი დღის რაოდენობით და თუ ადგილზე ინახება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილი სპეციალური კონტეირები.
5.
„სახელური და საპარსი პირის ბუდე, როგორც „ნახევრად კრიტიკული“ ჯგუფის იარაღი, ყოველი გამოყენების შემდეგ იწმინდება და დეზინფიცირდება“, დადებითი პასუხის გასაცემად ეს იარაღები უნდა იყოს მინიმუმ 2-ზე მეტი, ადგილზე უნდა იყოს დეზ. საშუალებები თავისი მომზადების ინსტრუქციით და გამოკითხვით ოპერატორი უნდა ერკვეოდეს მათი მოხმარების წესებში.
6.
„ბასრი საპარსი (სამართებელი) იწმინდება და სტერილდება“, პასუხის გასაცემად უნდა შემმოწმებელმა დაათვალიეროს გასტერილებული და ნახმარი სამართებლების შენახვის პირობები, მათი რაოდენობა და სტერილიზაციისთვის საჭირო დროის შესაბამისობა სტერილიზაციის ჟურნალის მიხედვით.
7.
„ბასრ საპარსს, რომელიც გამოიყენება თმის შესაჭრელად, აქვს კანის დაზიანებისგან დამცავი“ პასუხის გასაცემად, უნდა დათვალიერებულ იქნეს საპარსი და დამცავის არსებობის შემთხვევაში მოიხაზოს „კი“.
8.
„თმის მელირებისათვის გამოსაყენებელი ქუდი, როგორც „ნახევრად კრიტიკული“ ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფიცირდება“, დადებითი პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერებისას ობიექტზე იხმარება 2 ან მეტი ქუდი და არის საკმაო რაოდენობის დეზ.საშუალებები მოხმარების ინსტრუქციით.
9.
„სადეზინფექციო სითხეში ჩალაგების წინ, ყველა საგანი და ინსტრუმენტი ირეცხება და შრება სუფთა ხელსახოცით“, პასუხის გასაცემად დათვალიერებული იქნება სივრცე, სადაც დეზინფექცია ტარდება, თუ ადგილზე აღმოჩნდა ყველა საჭირო საშუალება ამ პუნქტის განსახორციელებლად, ამ შემთხვევაში იქნება პასუხი „კი“.
10.
„საპარსისა და თმის მოვლისთვის განკუთვნილი საგნებისა და იარაღების დამუშავებისთვის გამოიყენება დაბალი დონის სადეზინფექციო საშუალება (მაგ.: ამონიუმის ნაერთი)“, დადებითი პასუხი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე აღმოჩნდა დაბალი დონის დეზ.საშუალების საკმაო რაოდენობა, მინიმუმ ერთი დღის საკმარისი, თავისი ინსტურქციით და შესაბამისი ინვენტარით.
11.
„დამუშავებული და სუფთა ინსტრუმენტები ინახება ცალკე სხვა საგნებისგან“, პასუხი გაეცემა ინსტრუმენტების შესანახი ადგილის დათვალიერებით.
12.
„ნებისმიერი ერთჯერადი ნემსი, ბასრი და მჭრელი იარაღი, რომელიც გამოიყენება თმის დახვევისა და დაგრძელებისათვის ან/და შეხებაშია მომხმარებლის ან მომსახურე პერსონალის კანთან, გამოყენების შემდეგ თავსდება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში“, დადებითი პასუხი გაიცემა, თუ ობიექტი მომარაგებულია ბასრი საგნებისთვის განკუთვნილი კონტეინერების საკმაო რაოდენობით (მინიმუმ ერთი დღის საკმარისი რაოდენობა), აქვთ სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და შემოწმების მომენტში ბასრი საგნები ჩაყრილი იყო აღნიშნულ კონტეინერში.
მუხლი 8🔗.
ფრჩხილების მანიკიური და პედიკიური
1.
„ფრჩხილებზე მომსახურების გაწევის წინ ხდება მომხმარებლის ფრჩხილების დათვალიერება და ფრჩხილის სოკოს აღმოჩენის შემთხვევაში არ ტარდება მანიპულაციები და ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს ექიმს“, მხოლოდ მომხმარებელთა ფრჩხილების დათვალიერებით შეიძლება გაეცეს პასუხი, ყველა დანარჩენ შემთხვევაში შემმოწმებელი კმაყოფილდება ოპერატორის ცოდნით – რომ არ უნდა მოემსახუროს დაავადებულფრჩხილებიან კლიენტს.
2.
„ფრჩხილების სერვისისთვის საჭირო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (რეცირკულაციის სისტემების ჩათვლით) მომხმარებლებს შორის შუალედში სუფთავდება და უტარდება საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია“, დადებითად შეიძლება შეფასდეს, თუ ადგილზე არის საკმაო რაოდენობის დეზ.საშუალებები (მინიმუმ ერთი დღის მარაგი) და ოპერატორის ცოდნით.
3.
„თითოეული გამოყენების შემდეგ ფეხის აბაზანა სუფთავდება სარეცხი საშუალების გამოყენებით და უტარდება დეზინფექცია საშუალო ან მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებით“, დადებითი პასუხი გაიცემა, თუ ადგილზე არის საკმაო რაოდენობის სარეცხი და დეზ.საშუალებები და შესაბამისი ინვენტარი, ასევე ოპერატორის ცოდნით.
4.
„სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები არის ერთჯერადი და იყრება საშიში ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში“, დადებითი პასუხი გაიცემა, თუ ობიექტი მომარაგებულია ერთჯერადი სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებებით და სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების საკმაო რაოდენობით (მინიმუმ ერთი დღის საკმარისი რაოდენობა), აქვთ სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და შემოწმების მომენტში სახიფათო საგნები ჩაყრილი იყო აღნიშნულ კონტეინერში.
5.
„სისხლდენის შესაჩერებლად არ გამოიყენება სისხლის შემაჩერებელი ფანქრები“, დადებითი პასუხი იქნება გაცემული ობიექტზე სისხლდენის ერთჯერადი შემაჩერებელი საშუალებების მარაგის დათვალიერებით, ობიექტს არ უნდა ჰქონდეს სისხლის შემაჩერებელი ფანქრები.
6.
„კანის მთლიანობის დარღვევისას, სისხლდენის დასრულების შემდეგ ხდება მისი დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით და ედება ერთჯერადი სამედიცინო პლასტირი ან სუფთა ნახვევი“, პასუხი უნდა გაეცეს ობიექტზე არსებული ანტისეპტიკური ხსნარების, ერთჯერადი სამედიცინო პლასტირის ან სუფთა შესახვევი მასალების მარაგების დათვალიერებით.
მუხლი 9🔗.
პირსინგი
1.
„პირსინგისთვის გამოსაყენებელი ყველა სამკაული სტერილურია“, პასუხი უნდა გაეცეს მარაგში არსებული სამკაულების დათვალიერების შემდეგ.
2.
„საყურის გასახსნელი და ჩამკეტი ბრტყელტუჩა ყოველი გამოყენების შემდეგ იწმინდება და სტერილდება“, დადებითად შესაფასებლად ოპერატორს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი ბრტყელტუჩა, მათ შორის ერთი სტერილური, ადგილზე უნდა ინახოს გასაწმენდი და გასასტერილებელი ინვენტარი, მათი გასტერილების შესახებ ჩანაწერები უნდა იყოს სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც უნდა შედარდეს პროცედურების აღრიცხვის ჟურნალს.
3.
„პირსინგის გასაკეთებლად კანის ზედაპირი იწმინდება ანტისეპტიკური ხსნარით“, დადებითი პასუხისთვის აუცილებელია ანტისეპტიკური ხსნარის მარაგის დათვალიერება.
4.
„მოსანიშნად იხმარება მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ინსტრუმენტები“, პასუხი გაეცემა მოსანიშნად სახმარი ერთჯერადი გამოყენების ინსტრუმენტების მარაგის დათვალიერებით.
5.
„გახვრეტისთვის იხმარება ერთჯერადი სტერილური ინსტრუმენტები“, დადებითი პასუხისთვის საჭიროა ერთჯერადი სტერილური ინსტრუმენტების მარაგის დათვალიერება.
6.
„პირსინგის დროს ნახმარი ერთჯერადი ინსტრუმენტები გამოყენების შემდეგ (მაშინვე) თავსდება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში“, დადებითი პასუხი გაიცემა, თუ ობიექტი მომარაგებულია ბასრი საგნებისთვის განკუთვნილი კონტეინერების საკმაო რაოდენობით (მინიმუმ ერთი დღის საკმარისი რაოდენობა), აქვთ სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და შემოწმების მომენტში ნახმარი ერთჯერადი ინსტრუმენტები ჩაყრილი იყო აღნიშნულ კონტეინერში.
7.
„ინსტრუმენტების დასალაგებელი დაფა არის გლუვზედაპირიანი და გამძლე რეცხვისა და დეზინფექციისთვის“, შესაფასებლად საჭიროა ინსტრუმენტების დასალაგებელი დაფის დათვალიერება.
8.
„ყოველი მომსახურების წინ ხდება ინსტრუმენტების დალაგება დაფაზე, რომელსაც გადაფარებული აქვს ერთჯერადი ან მრავლჯერადი სტერილური ხელსახოცი“, პირსინგის მიმდინარეობის პროცესში შეიძლება შეფასდეს, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ უნდა დათვალიერებული იყოს ერთჯერადი ან სტერილური ხელსახოცების მარაგის არსებობა ობიექტზე.
9.
„ყოველი გამოყენების შემდეგ დაფა იწმინდება და უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია“, შესაფასებლად დათვალიერებული უნდა იყოს ინსტრუმენტების დასალაგებელი დაფები, მათი საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები და ინვენტარი.
10.
„ნახვრეტის გასაფართოებელი ჩხირი ირეცხება სარეცხი საშუალებით და უტარდება სტერილიზაცია“, შესაფასებლად ადგილზე უნდა ინახოს სტერილური ჩხირების მარაგი, სარეცხი საშუალებები და სასტერილიზაციო ინვენტარი, მათი გასტერილების შესახებ ჩანაწერები უნდა იყოს სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალში.
11.
„კანის დასაჭიმად გამოიყენება ერთჯერადი გამოყენების, სტერილური - დახურულბოლოიანი მიმღები მილი“, პასუხი გაეცემა ერთჯერადი გამოყენების სტერილური დახურულბოლოიანი მიმღები მილების დათვალიერებით.
12.
„ღიაბოლოიანი მიმღები მილები იწმინდება მავთულიანი ჯაგრისით და სტერილდება გამოყენებებს შორის“ შესაფასებლად ადგილზე უნდა იყოს საწმენდი და სასტერილიზაციო ინვენტარი, გასტერილებული და ნახმარი მილები და გასტერილება აღრიცხული უნდა იყოს სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალში, შედარდეს პროცედურების აღრიცხვის ჟურნალს.
13.
„გამოყენებული ნემსი და საცობი (ერთმანეთისგან განცალკევების გარეშე) თავსდება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში“, დადებითი პასუხი იქნება, თუ ობიექტი მომარაგებულია ბასრი საგნებისთვის განკუთვნილი კონტეინერების საკმაო რაოდენობით (მინიმუმ ერთი დღის საკმარისი რაოდენობა), აქვთ სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და შემოწმების მომენტში ბასრი საგნები ჩაყრილი იყო აღნიშნულ კონტეინერში.
14.
„პირსინგის შემდეგ, მრავალჯერადი გამოყენების ყველა ინსტრუმენტი გადის გაწმენდას და სტერილიზაციას“, შესაფასებლად ადგილზე უნდა ინახოს საწმენდი და სასტერილიზაციო ინვენტარი, გასტერილებული და ნახმარი მილები და გასტერილება აღრიცხული უნდა იყოს სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალში.
15.
„მომხმარებლებს ეძლევათ ზეპირი/წერილობითი ინფორმაცია პირსინგის შემდგომ მოვლაზე“, დადებითად შესაფასებლად ოპერატორს მზად უნდა ჰქონდეს მომხმარებლებისთვის საგანამანათლებლო ინფორმაცია პირსინგის შემდგომ მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კერძოდ: აბაზანისა და შხაპის მიღებისას პირსინგის ადგილის მშრალად შენარჩუნება; სამკაულებთან შეხებისთვის ხელების გაწმენდის საჭიროება; ჭრილობის მოშრობამდე სამკაულის ბრუნვითი მოძრაობა; თავისუფალი ნახვევის მეშვეობით ჭრილობის ჰაერთან კონტაქტის საჭიროება; ჭრილობის შეხორცების სავარაუდო დრო, მოსალოდნელი გართულებები და სიმპტომები; მდგომარეობები, როცა საჭიროა ექიმის კონსულტაცია (მაგ.: მსუბუქი სიწითლე, ტკივილი, შეშუპება, ინფიცირება და სხვა).
16.
„პირსინგის დროს პერსონალს აცვია ხელთათმანი ორივე ხელზე“, შესაფასებლად მუშაობის პროცესზე შეიძლება დაკვირვება, თუ ეს არ ხერხდება საჭიროა ხელთათმანების მარაგის დათვალიერება.
17.
„მრავალჯერადი ინსტრუმენტები იწმინდება და დეზინფიცირდება“, დადებითი პასუხი იქნება მაშინ, თუ ადგილზე არსებობს საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები და ინვენტარი.
18.
„პირსინგის წინ კანი მუშავდება ანტისეპტიკით“, შესაფასებლად შემოწმდება ადგილზე ანტისეპტიკების მარაგი.
19.
„ყოველი პირსინგის შემდეგ ხდება გამოყენებული ერთჯერადი ინსტრუმენტების უსაფრთხო მოცილება/გადაყრა“, დადებითი პასუხი იქნება, თუ ობიექტი მომარაგებულია სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი კონტეინერების საკმაო რაოდენობით (მინიმუმ ერთი დღის საკმარისი რაოდენობა), აქვთ სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და შემოწმების მომენტში ბასრი საგნები ჩაყრილი იყო აღნიშნულ კონტეინერში.
20.
„სტერილური სამკაულების ყუთი არის თავდახურულ მდგომარეობაში“ შემოწმება შესაძლებელია სამკაულების ყუთის დათვალიერებით.
21.
„პირსინგის ინსტრუმენტები ინახება შეფუთულ მდგომარეობაში/დახურულ კონტეინერში/ბოქსში ისე, რომ არ დაბინძურდეს“, შემოწმება შეიძლება დათვალიერებით.
მუხლი 10🔗.
ტატუირება, მიკროპიგმენტაცია
1.
„ტატუირებისთვის გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი სტერილური ნემსები”, პასუხის გასაცემად შემმოწმებელი ათვალიერებს ერთჯერადი სტერილური ნემსების მარაგს და მათი რაოდენობა უნდა შედარდეს პროცედურების აღრიცხვის ჟურნალის მონაცემებს.
2.
„ყველა მასალა ტატუსა და მიკროპიგმენტაციისთვის მზადდება უშუალოდ პროცედურის დაწყებამდე”, შეიძლება პასუხის გაცემა, თუ დათვალიერებული იქნება ტატუს გასაკეთებლად საჭირო მასალები და ინვენტარი, მომხმარებლის მოსვლამდე მომზადებული არ უნდა იყოს არცერთი მასალა.
3.
„ერთჯერადი მელნის თავები იყრება ყოველი მომხმარებლის შემდეგ ამ ტიპის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში”, პასუხის გასაცემად უნდა დათვალიერებული იყოს ერთჯერადი თავების მარაგი, სახიფათო ერთჯერადი ნარჩენების კონტეინერების მარაგი, სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და შემოწმების მომენტში სახიფათო ნარჩენები ჩაყრილი იყო თუ არა აღნიშნულ კონტეინერში.
4.
„ფერებს შორის სავლებად გამოყენებული სითხეები თავსდება ერთჯერად თავებში, რომელიც თითოეული მომხმარებლის შემდეგ იყრება”, პასუხის გასაცემად შეიძლება პროცესზე დაკვირვება, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ საჭიროა ერთჯერადი თავების მარაგების დათვალიერება.
5.
„ერთ მომხმარებელზე გამოყენებული ხელსაწმენდები/პირსახოცები იყრება/მუშავდება“, დადებითად შეფასდება, თუ ადგილზე აღმოჩნდა ცალკე - საკმაო რაოდენობის ახალი ხელსაწმენდები/პირსახოცები და ცალკე გამოყენებული.
6.
„გამოყენებული ნემსები იყრება ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში“, დადებითი პასუხი გაიცემა, თუ ობიექტი მომარაგებულია ბასრი საგნებისთვის განკუთვნილი კონტეინერების საკმაო რაოდენობით (მინიმუმ ერთი დღის საკმარისი რაოდენობა), აქვთ სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და შემოწმების მომენტში ბასრი საგნები ჩაყრილი იყო აღნიშნულ კონტეინერში.
7.
„მრავალჯერადი ნემსის დამჭერი მოწყობილობა გამოყენებისთანავე სუფთავდება და სტერილდება“, შესაფასებლად ადგილზე უნდა ინახოს სარეცხი საშუალებები და სასტერილიზაციო ინვენტარი, მათი გასტერილების შესახებ ჩანაწერები უნდა იყოს სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალში.
8.
„გამოყენებული ტრაფარეტები იყრება პროცედურის ბოლოს“, დადებითი პასუხის გასაცემად დათვალიერებული უნდა იყოს ერთჯერადი ტრაფარეტების მარაგი.
9.
„მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი იშლება გასუფთავების წინ“, დადებითი პასუხი გაიცემა, თუ შესაძლებელია პროცედურაზე დაკვირვება, თუ არა, შენიშვნაში იწერება, ვერ შეფასდა.
10.
„ტატუ იფარება ცალკე შეფუთული სტერილური ნახვევით, რომელიც განკუთვნილია ჭრილობებისთვის“, შესაფასებლად ადგილზე უნდა ჰქონდეთ ცალკე შეფუთული სტერილური სახვევი მასალები.
11.
„მომხმარებლებს ეძლევათ ინფორმაცია ტატუს და მიკროპიგმენტაციის შემდგომი მოვლის შესახებ ზეპირი/წერილობითი“, დადებითი პასუხი იქნება, თუ ადგილზე შეიძლება ამ ინფორმაციის ნახვა და მასში შეტანილი იქნება ინფორმაცია ტატუს და მიკროპიგმენტაციის შემდგომი მოვლის შესახებ, როგორიცაა: ხელების გასუფთავება ტატუირებული ადგილების შეხებამდე; შესაძლო გართულებების, მათი ნიშნების და სიმპტომების შესახებ; მსუბუქი სიწითლის, ტკივილის და შეშუპების შესახებ; რეკომენდაცია, მიმართონ ექიმს, თუ სიმპტომები არ გაივლის 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 11🔗.
აკუპუნქტურა
1.
„აკუპუნქტურისათვის ხდება ერთჯერადი ნემსების გამოყენება, რომელიც გამოყენების შემდგომ თავსდება ბასრი ნარჩენების კონტეინერში (კითხვაზე „კი“ პასუხის შემთხვევაში გადადით კითხვაზე 10.3)“, დადებითი პასუხი გაიცემა, თუ ობიექტი მომარაგებულია აკუპუნქტურის ერთჯერადი ნემსების საკმაო რაოდენობით პროცედურების აღრიცხვის ჟურნალის შესაბამისად, ბასრი საგნებისთვის განკუთვნილი კონტეინერების საკმაო რაოდენობით (მინიმუმ ერთი დღის საკმარისი რაოდენობა), აქვთ სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და შემოწმების მომენტში ბასრი საგნები ჩაყრილი იყო აღნიშნულ კონტეინერში.
2.
„აკუპუნქტურის მრავალჯერადი ნემსები ინახება სტერილურად შეფუთული და იხსნება უშუალოდ მოხმარების წინ“, შესაფასებლად უნდა დათვალიერებული იყოს მრავალჯერადი ნემსების შენახვის პირობები, სასტერილიზაციო ინვენტარის არსებობა, სტერილიზაციის ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერების არსებობა.
3.
„აკუპუნქტურის მრავალჯერად ინსტრუმენტებს და ნემსების სახელურებს ყოველი გამოყენების შემდეგ უტარდება წმენდა და მაღალი დონის დეზინფექცია“, პასუხის გასაცემად უნდა დათვალიერდეს სივრცე, სადაც ხდება ინსტრუმენტების წმენდა/დეზინფექცია - საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების და ინვენტარის არსებობა, დეზ.საშუალების მომზადების ინსტრუქციის ქონა და მისი ცოდნა, საფუძველი იქნება დადებითი პასუხის გასაცემად.
4.
„ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ინსტრუმენტებს (პინცეტები, მაშები), რომლებიც შეხებაშია ნემსებთან, უტარდება წმენდა და მაღალი დონის დეზინფექცია“, შეფასებისას, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების და ინვენტარის არსებობა, დეზ.საშუალების მომზადების ინსტრუქციის ქონა და მისი ცოდნა საფუძველი იქნება დადებითი პასუხის გასაცემად.
5.
„ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ელექტროსტიმულატორის მეტალის დამჭერებს უტარდება წყლით გაწმენდა/რეცხვა და საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია“, შესაფასებლად, წყლის, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების და ინვენტარის არსებობა, დეზ.საშუალების მომზადების ინსტრუქციის ქონა და მისი ცოდნა საფუძველი იქნება დადებითი პასუხის გასაცემად.
6.
„ყოველი პაციენტის მომსახურების შემდეგ დაუზიანებელ კანთან კონტაქტისთვის გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს უტარდება წმენდა და დაბალი დონის დეზინფექცია“, შეფასებისას, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების და ინვენტარის არსებობა, დაბალი დონის დეზ.საშუალების მომზადების ინსტრუქციის ქონა და მისი ცოდნა საფუძველი იქნება დადებითი პასუხის გასაცემად.
7.
„აკუპუნქტურა ტარდება დაუზიანებულ და ჯანსაღ კანზე“, პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ოპერატორის ამ საკითხის ცოდნის შეფასებით.
მუხლი 12🔗.
ელექტროლიზისი (ეპილაცია)
1.
„ელექტროლიზისთვის გამოყენებული ნემსები ერთჯერადი და სტერილურია“, შესაფასებლად შემმოწმებელმა უნდა დაათვალიეროს ნემსების მარაგი მათი რაოდენობა, შენახვისა და შეფუთვის პირობები.
2.
„ეპილატორის ნემსის დამჭერის მოსახსნელი თავი იწმინდება და უტარდება მაღალი დონის დეზინფექცია ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ“, შეფასებისას, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებების და ინვენტარის არსებობა, მაღალი დონის დეზ.საშუალების მომზადების ინსტრუქციის ქონა და მისი ცოდნა საფუძველი იქნება დადებითი პასუხის გასაცემად.
3.
„ეპილატორის ზონარის შალითა იცვლება ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ან იწმინდება და მუშავდება მაღალი დონის სადეზინფექციო საშუალებით“, პასუხის გასაცემად შემოწმდება, არის თუ არა ადგილზე საკმაო რაოდენობის შალითები, მათ ერთჯერადად გამოსაყენებლად, ან არის თუ არა ყველა საჭირო პირობა მათი წმენდისა და მაღალი დონის დეზინფიცირებისთვის.
4.
„ყოველი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ ეპილაციისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა/ინსტრუმენტები იწმინდება და უტარდება ან სტერილიზაცია ან მაღალი დონის დეზინფექცია“, დადებითი პასუხი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე იქნება ინსტუმენტების საწმენდი საშუალებები და/ან სასტერილიზაციო ინვენტარი ან სადეზინფექციო საშუალებები და ინვენტარი.
5.
„სტერილური საგნების დამჭერი ინსტრუმენტები (მაგალითად, პინცეტი) სტერილდება ან უტარდება მაღალი დონის დეზინფექცია“, დადებითი პასუხი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე იქნება ინსტუმენტების სასტერილიზაციო ინვენტარი ან სადეზინფექციო საშუალებებიდა ინვენტარი.
6.
„ჩაზრდილი თმის ამოსაღებად გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი სტერილური ნემსები“, დადებითად შეფასდება, თუ ადგილზე იქნება ნანახი ჩაზრდილი თმის ამოსაღებად გამოსაყენებელი ერთჯერადი სტერილური ნემსები, შესაბამის პირობებში შენახული (სადაც გამორიცხული იქნება სტერილობის დარღვევა).
7.
„ყოველი გამოყენების შემდეგ იარაღების განსათავსებელი დაფა/ლანგარი, ასევე გამადიდებელი ლუპა, სათვალე და მიკროსკოპი, სანათი იწმინდება და უტარდება დაბალი დონის დეზინფექცია“, დადებითად შეფასდება მაშინ, თუ ადგილზე არსებობს საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები და ინვენტარი დაბალი დონის დეზინფექციის ჩასატარებლად.
მუხლი 13🔗.
ვაქსინგი
1.
„ვაქსინგი არ უტარდებათ ორსულ და მეძუძურ დედებს ან მომხმარებელს, რომელსაც აღენიშნება კანის ქრონიკული /მწვავე/ დაავადება, შაქრიანი დიაბეტი“, პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ოპერატორის ამ საკითხების ცოდნის შეფასებით.
2.
„კანის დასამუშავებელი ზედაპირი სუფთავდება დამუშავების წინ“, პასუხის გასაცემად ადგილზე უნდა არსებობდეს რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარის მარაგი.
3.
„ყველა ხსნარი და კრემი გამოიყენება ერთჯერადი კონტეინერებიდან (ტუბი) ან ერთჯერადი აპლიკატორების საშუალებით მრავალჯერადი კონტეინერებიდან“, დადებითად შეფასდება, თუ ხმარებაში არსებული ყველა ხსნარი და კრემი მოთავსებული იქნება კონტეინერებში ან მრავალჯერადი კონტეინერებისთვის ექნებათ ერთჯერადი აპლიკატორების საკმარისი რაოდენობა.
4.
„ცვილისა და ფისის ამოსაღებად გამოყენებული შპატელები და აპლიკატორები იყრება გამოყენებისთანავე“, გაიცემა დადებითი პასუხი შპატელებისა და აპლიკატორების საკმაო რაოდენობით მარაგის და სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი კონტეინერების საკმაო რაოდენობით არსებობის შემთხვევაში (მინიმუმ ერთი დღის საკმარისი რაოდენობა), და თუ აქვთ სახიფათო ნარჩენების გატანა განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან.
5.
„ნებისმიერი პროცედურა ტარდება მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით“, დადებითი პასუხის გასაცემად საკმარისია ობიექტზე ერთჯერადი ხელთათმანების მარაგის არსებობა და თუ შესაძლებელი იქნება მუშაობის პროცესზე დაკვირვება.
6.
„გამოყენებული ხელთათმანები იყრება საშიში ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტარაში“, შესაფასებლად ადგილზე უნდა იყოს სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი კონტეინერების საკმაო რაოდენობა, სახიფათო ნარჩენების გატანა-განადგურებაზე ხელშეკრულება შესაბამის ორგანიზაციასთან და ხმარებაში მყოფი კონტეინერი სახიფათო ნარჩენებით. კითხვარის შევსების შემდეგ, შემმოწმებლის მიერ მიღებული ინფორმაცია სასურველია შეტანილ იქნეს მონაცემთა ბაზაში – Epi-info-ს პროგრამაში ან Excel-ის ფაილში დასამუშავებლად და ანალიზის გასაკეთებლად.