საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2017
ძალაში შესვლა 01.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №168
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019877
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 08.09.1997
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №168
2017 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ‑მინისტრის სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამინისტროს აქვს ბალანსი.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0105, გორგასლის ქ. №16.
8. სამინისტროს სრული სახელწოდებაა „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.
მუხლი 2🔗. სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტროს აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და წარწერით „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“, შესაბამისი თარგმანით ინგლისურ ენაზე.
2. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება, როგორც სამინისტროს, ისე მის სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც მტკიცდება და რეგისტრირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს კომპეტენცია და უფლებამოსილებანი
მუხლი 3🔗. სამინისტროს ფუნქციები
სამინისტროს ფუნქციებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ქვეყნის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) საბიუჯეტო პოლიტიკის ფორმირებისა და საბიუჯეტო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების ძირითად მიმართულებათა ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და საქართველოს ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება და საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში მისი წარდგენა საქართველოს მთავრობისათვის;
ე) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებათა რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით; საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულების დამოწმების შესაბამისად გადახდა დადგენილი წესის მიხედვით; უკან დასაბრუნებელ სახელმწიფო შემოსულობათა დაბრუნების პროცესის მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ზ) ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად შემოსულობებისა და გადასახდელების ყოველკვარტალური ფინანსური გეგმის შედგენა;
თ) სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების წესის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების ხარჯვის ნორმებისა და ნორმატივების სრულყოფა;
კ) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მის შემოსულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება;
ლ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა, კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში საინვესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და პროექტების შეფასება, დადგენილი მეთოდოლოგიის თანახმად;
ო) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება ამ პროგრამებისათვის ასიგნებების გამოყოფის თაობაზე ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში;
პ) კანონმდებლობის შესაბამისად, საბიუჯეტო ანგარიშგებისა და ფორმის დადგენა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების წარდგენის წესისა და ვადების დადგენა;
ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
რ) ფისკალური პოლიტიკის მართვა და ეკონომიკაზე მისი ზეგავლენის შეფასება;
ს) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის წარმოება და გავრცელება;
ტ) ქვეყნის ეკონომიკური მიზნების შესაბამისი ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვა;
უ) შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, რეგულაციების ზეგავლენის შეფასება;
ფ) ფისკალური რისკების გამოვლენა და, კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირება;
ქ) შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების ინიციირება და სათანადოდ დანერგვის უზრუნველყოფა, ასევე სხვა უწყებების მიერ ინიციირებული სტრუქტურული რეფორმების გავლენის შეფასება მაკრო-ფისკალური პარამეტრების სტაბილურობაზე;
ღ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც ფისკალურ აგენტ ბანკთან ერთად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა;
ყ) ეკონომიკის ზრდის ხელშემწყობი საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკისა და კანონმდებლობის ფორმირება, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყალიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა; ამ მიზნით სათანადო წინადადებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანიზება;
შ) საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
ჩ) საგადასახადო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
ც) საგადასახადო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ძ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირების ინფორმირება ქვეყანაში არსებული გადასახადებისა და საგადასახადო სისტემის შესახებ;
წ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვა;
ჭ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელთა მოტივაციის ამაღლება გადასახადების ნებაყოფლობით გადახდის უზრუნველყოფის მიზნით;
ხ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულთა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, გამოვლენა-აღკვეთა, გამოძიების წარმოება; საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება;
ჯ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში შესაძლო სამართალდარღვევათა რისკების გამოვლენა, იდენტიფიცირება და მათი ანალიზი;
ჰ) საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირება და მათი შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება;
ჰ1) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასება და უწყვეტი განვითარება;
ჰ2) სახელმწიფო საგარეო და საშინაო პირდაპირი და პირობითი (გარანტირებული) ფინანსური ვალდებულებების აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ჰ3) სახელმწიფოს მიმართ საქართველოს იმ ეკონომიკური აგენტების ფინანსურ ვალდებულებათა აღრიცხვა, რომლებიც სარგებლობენ საგარეო წყაროებიდან მიღებული სახელმწიფო საკრედიტო რესურსებით ან კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიებით, აგრეთვე ამ ვალდებულებათა მართვასა და მომსახურებაში მონაწილეობა;
ჰ4) დაფინანსების წყაროების მოზიდვის საჭიროებებზე მოთხოვნის გამოვლენა;
ჰ5) პარტნიორ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოება და პოტენციური დონორი ორგანიზაციების გამოვლენა. მათი მხრიდან დაფინანსებისა და დახმარების მიღების შესაძლებლობებზე ინფორმაციის ფლობა;
ჰ6) განსაზღვრული ფისკალური პოლიტიკისა და მაკრო-ფისკალური პარამეტრების ფარგლებში, დაფინანსების რესურსებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაბამისი მოცულობითა და ოპტიმალური პირობებით;
ჰ7) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო და პოტენციურ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის საქართველოში ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
ჰ8) სახელმწიფო ვალის მართვა, კომპეტენციის ფარგლებში;
ჰ9) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო სასესხო ვალდებულების გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავება, ემისიების განხორციელება და მის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულება;
ჰ10) სახელმწიფოს შიდა, რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საჭიროების შემთხვევაში, სასესხო ვალდებულებათა (დავალიანებათა) რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ჰ11) სახელმწიფო საშინაო ვალის ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობა;
ჰ12) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება, სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა; ფინანსური აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება;
ჰ13) საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება; საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, სახელმწიფო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვა და სათანადო საჯარო რეესტრების წარმოება;
ჰ14) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის მონეტიზაციის პროგრამების განხილვა, შეთანხმება;
ჰ15) შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ჰ16) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე დასკვნის მომზადება;
ჰ17) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამეწარმეო საქმიანობის უფლების ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა და ლიცენზიის (ნებართვის) პირობების შესრულების კონტროლი;
ჰ18) საქართველოს ტერიტორიაზე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სახელმწიფოებრივი რეგულირება; კანონმდებლობით დადგენილი წესით აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეული სახეობის ნებართვის გაცემა, ნებართვის მოქმედების შეჩერება, განახლება, მასში ცვლილებების შეტანა, გაუქმება და საქმიანობის კონტროლი, აგრეთვე ამ სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ჰ19) სათამაშო ბიზნესის რეგულირების ეფექტური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ჰ20) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობა, აღნიშნულ სფეროში მოკვლევის ინიციირება სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და გამოვლენის მიზნით;
ჰ21) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობის მიღება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს საქმიანობაში;
ჰ22) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენებისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა; მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება;
ჰ23) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ჰ24) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ჰ25) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობის მიღება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში;
ჰ26) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა;
ჰ27) განსაკარგავად გადაცემული მოძრავი სახელმწიფო ქონების განკარგვა;
ჰ28) შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;
ჰ29) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტა;
ჰ30) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით მოქალაქეთა, ორგანიზაციათა, მათ შორის იურიდიულ პირთა და გადასახადის გადამხდელთა მომსახურების სფეროს განვითარების საჭიროებების გამოვლენა, მომსახურების ხარისხის და სახეობების მუდმივი გაუმჯობესება და განვითარება;
ჰ31) სამინისტროს ინფორმაციული აქტივების დაცვა, საფრთხეებისა და ინციდენტების მართვა, რომლებსაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ სამინისტროს ინფორმაციულ რესურსებზე;
ჰ32) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და შიდა აუდიტის სუბიექტების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ჰ33) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
ჰ34) შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, ბიზნესპროცესების ავტომატიზების უზრუნველყოფისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების დანერგვის ხელშეწყობა, ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარებისა და შესაბამისი ელექტრონული სერვისების მიწოდება;
ჰ35) კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები
მუხლი 4🔗. მინისტრი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
გ) უშუალოდ, აგრეთვე პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში − სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ე.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;
ე.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით;
ე.გ) სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილეებს, სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და მოადგილეებს, სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით;
ე.დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის წარდგინებით;
ე.ე) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსისა;
ე.ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებსა (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით;
ე.ზ) სხვა პირებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა წახალისების შესახებ;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
თ) სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათ კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
მ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საქართველოს სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს; მინისტრი უფლებამოსილია, აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ზემოაღნიშნულ თანამდებობის პირთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ნ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებს, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
ო) დადგენილი წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
პ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომლებს აძლევს სამსახურებრივ-საშტატო, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;
რ) განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს;
ს) ამტკიცებს სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს;
ტ) ასრულებს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრს უფლება აქვს, სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.
5. თუ ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს ფუნქციებიდან რომელიმე არ მიეკუთვნება არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას, აღნიშნული ფუნქციის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით.
6. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს კომპეტენციას, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან; თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში, საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე.
მუხლი 5🔗. მინისტრის მოადგილე
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ექვსი მოადგილე. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.
3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
5. მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება, იმავდროულად იყოს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 6🔗. სამინისტროს თანამდებობის პირები
1. გარდა ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა, სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები უშუალოდ ექვემდებარებიან მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობაზე;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად;
თ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით, მინისტრის და/ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
სათათბირო ორგანოები
მუხლი 7🔗. სათათბირო ორგანოები
1. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი მმართველობის სფეროში შექმნას სათათბირო ორგანოები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან: მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის გადაწყვეტილებით – სამინისტროს სხვა თანამდებობის პირები და თანამშრომლები. სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ აგრეთვე სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებათა წარმომადგენლები, მხოლოდ მათი თანხმობით. სათათბირო ორგანოს საქმიანობის წესსა და შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
2. სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთა განხილვისა და მათ შესახებ დასკვნების მომზადების მიზნით, მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, სათათბირო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების საჯარო მოსამსახურე, ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით; მის მუშაობაში შეიძლება ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები.
5. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში, ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
6. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს მინისტრის მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფი.
7. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია, თავის წინაშე მდგომი ამოცანების შესასრულებლად სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
თავი V
სამინისტროს სისტემა
მუხლი 8🔗. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) სახაზინო სამსახური;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;
გ) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) შემოსავლების სამსახური;
ბ) საფინანსო-ანალიტიკური სამსახური;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
დ) ფინანსთა სამინისტროს აკადემია.
მუხლი 9🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;
ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი;
თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი;
კ) დავების განხილვის სამსახური;
ლ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახური;
მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ნ) ფისკალური რისკების მართვის სამმართველო;
ო) სტრუქტურული რეფორმების სამმართველო;
პ) სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო;
ჟ) გადასახადის გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო;
რ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო;
ს) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველო;
ტ) დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველო;
უ) სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველო.
თავი VI
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 10🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 11🔗. სახელმწიფო
ვალის
და
საგარეო
დაფინანსების
დეპარტამენტი
სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა;
გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავება;
დ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაფარვისა და მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების გამოშვებასთან, განთავსებასა და მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
ვ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;
ზ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
თ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
ი) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან მიღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;
კ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია:
ლ) სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის მომზადება;
მ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიისა და სახელმწიფო საშინაო ვალის განსაზღვრული ინსტრუმენტების ფარგლებში ეროვნულ ვალუტაში გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების ემისიისა და დაფარვის პროცესის ორგანიზება;
ნ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
ო) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება:
პ) სახელმწიფო ვალის ანგარიშგება და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
ჟ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
რ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობების განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
ს) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
ტ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
უ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების/პროგრამების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი;
ფ) საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამების აღრიცხვა;
ქ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ღ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხებული თანხების აღრიცხვა;
ყ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების განსაზღვრა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;
შ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ფინანსური მონიტორინგი;
ჩ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;
ც) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა;
ძ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
წ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სამინისტროს კომპეტენციის საკითხების შესრულების კოორდინაცია;
ჭ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;
ხ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
ჯ) სამინისტროს სისტემისთვის დონორებთან ურთიერთობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური დახმარების მოძიებაში მხარდაჭერა;
ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორებისათვის ქვეყნის მიღწევების, ასევე დაგეგმილი პროექტების გაცნობის ხელშეწყობა;
ჰ1) კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზი, დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით.
მუხლი 12🔗. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;
დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან/დაწესებულებებთან, წარმომადგენლობით ორგანოსთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა/ინიციირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) მოქალაქეთა, იურიდიულ და სხვა პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ი) სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია;
ლ) სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
მ) საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, შესწავლა შემდგომში მისი ჰარმონიზაციისა და სრულყოფის მიზნით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების იურიდიული სამსახურების მუშაობაზე ზედამხედველობა/კოორდინაცია;
ო) საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში.
მუხლი 13🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა დაგეგმვა-წარმოების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და წარმოება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
დ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება;
ე) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სამსახურებრივ-საშტატო იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი საჯარო მოხელეებისათვის მათი ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;
ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ იარაღსა და საბრძოლო მასალებზე საერთო პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე თანამდებობის პირთა საერთო რეესტრის წარმოება;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამოსილი საჯარო მოხელეებისათვის იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაერთი ბალანსის შედგენა;
ლ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დანიშნულებისამებრ წარდგენა;
მ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ო) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხზე მუშაობა.
მუხლი 14🔗. საბიუჯეტო დეპარტამენტი
საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტების შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიტიკური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
ბ) საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად წინადადებების მომზადება მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების თაობაზე;
ე) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ვ) პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვისა და მათი სრულყოფის საერთო კოორდინაცია და შესაბამისი მეთოდოლოგიების/ინსტრუქციების შემუშავება;
ზ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საშუალოვადიანი ნაერთი ბიუჯეტის ფორმირება;
თ) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით განწერის მომზადება და დაზუსტება;
ი) მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა და საბიუჯეტო განაცხადების შესწავლა, კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით;
კ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების ანალიზი, გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსებისა და მიღწეული შუალედური/საბოლო შედეგების ტენდენციის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, მხარჯავ დაწესებულებასთან ოპონირებისათვის სათანადო არგუმენტაციის მომზადება მათ მიერ მოთხოვნილი დაფინანსებისა და მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ურთიერთშესაბამისობისა და მიზანშეწონილობის კუთხით;
ლ) ბიუჯეტის შესრულების პროცესში შესაძლო ცვლილების საჭიროების დროული გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
მ) სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის თანახმად ან სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით წარმოდგენილ საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული/სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ნ) დადგენილი წესის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
ო) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
პ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ჟ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
რ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ბიუჯეტების ანალიზი და მათ ფუნქციებთან დაკავშირებული შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ტ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი დებულებებისა და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებათა შემუშავება;
უ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ფ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ქ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;
ღ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, ყოველწლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;
ყ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა;
შ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, საქართველოსათვის სავალდებულო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობითი აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება;
ჩ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის, საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო პროცესის პერიოდული შეფასების ორგანიზება და მიღებული შედეგების მიხედვით სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინირება;
ც) საბიუჯეტო პოლიტიკის მართვის განვითარება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით, არსებული პრაქტიკის შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული წინადადებების საფუძველზე; საბიუჯეტო პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი რეაგირების კოორდინირება;
ძ) საბიუჯეტო პროცესში განხორციელებული ცვლილებების სათანადოდ დანერგვის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეწყობა.
მუხლი 15🔗. შიდა აუდიტის დეპარტამენტი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ა.ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებები:
ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ბ.დ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლი;
ბ.ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
ბ.ვ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
მუხლი 16🔗. სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი
სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება;
ბ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
დ) ხარვეზების ანალიზისა და განვითარების დონის შეფასების შედეგად სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება/განახლება და შესაბამისი წლიური გეგმის მომზადება;
ე) შიდა აუდიტისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ფუნქციონირების ხარისხის შეფასება და მათი განვითარების მონიტორინგი;
ვ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან ურთიერთობა, დონორების კოორდინაცია;
ზ) „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფო შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
თ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ი) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ინფორმაციის სათანადო ვებგვერდის მეშვეობით გავრცელება;
კ) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვა.
მუხლი 17🔗. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ქვეყნის საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სრულყოფის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება;
დ) ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, საგადასახადო და საბაჟო ბერკეტების მუდმივი ძიება და სწორი შერჩევა;
ე) საგადასახადო კანონმდებლობაში ინიციირებული ცვლილებების ტესტირება და მოდელირება;
ვ) საგადასახადო კანონმდებლობაში ინიციირებული წინადადებების განხილვისა და შერჩევის პროცესის კოორდინაცია, ყველა საჭირო მხარის ჩართულობით;
ზ) საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შეფასება, მიღებული შედეგების ანალიზი და რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
თ) საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;
ი) მოსაკრებლების სფეროში სათანადო საკანონმდებლო აქტების პროექტების შემუშავება;
კ) შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების პროექტების მომზადება, შესაბამისი მოლაპარაკებების წარმართვა, შეთანხმებების დადების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ლ) საგადასახადო და საბაჟო სფეროებში გასაფორმებელ საერთაშორისო შეთანხმებათა პროექტების მომზადების, შეთანხმებების დადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
მ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო სფეროებში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 18🔗. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი
მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და გაანგარიშებების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მაკროეკონომიკური მიმოხილვის მომზადების მხრივ;
გ) ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური განვითარების ამსახველი მაჩვენებლების შესახებ ანალიტიკური მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;
დ) ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი და განსახილველად მომზადება;
ე) სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მაკროეკონომიკური შედეგების ანალიზი;
ვ) შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ;
ზ) ეკონომიკური განვითარების სტრატეგიისა და საშუალოვადიანი დაგეგმვის მხარდაჭერა მაკროეკონომიკური პროგნოზებით;
თ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;
ი) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;
კ) მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზირება და დაგეგმვა;
ლ) საშუალოვადიანი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება;
მ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების კვარტლების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური და კვარტალური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა შემოსავლების შესრულების მიმდინარეობის ანალიზის მომზადების მხრივ;
ო) მიმდინარე წლის მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების მონიტორინგი და შეფასება;
პ) დამტკიცებული განწერის საფუძველზე ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ყოველკვარტალური მონიტორინგი, მის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, საბიუჯეტო შემოსავლების ყოველკვარტალური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ჟ) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ცვლილებებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება;
რ) ბიუჯეტის შემოსავლების ყოველთვიური და ყოველდღიური მონიტორინგის ანგარიშის მომზადება;
ს) საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემოსავლების ნაწილში ცვლილებების შესახებ წინადადების მომზადება;
ტ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;
უ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების კოორდინაცია;
ფ) ქვეყნის ეკონომიკური მიზნების შესაბამისი ფისკალური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის დაგეგმვა;
ქ) დაგეგმილი ფისკალური პოლიტიკის ფარგლებში განსაზღვრული პარამეტრების ცვლილებების საჭიროებების გამოვლენა;
ღ) ფისკალური ინიციატივების დეტალური ანალიზი;
ყ) მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე დაყრდნობით მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების განსაზღვრა;
შ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შესაბამისად, დაფინანსების წყაროების კომპოზიციის განსაზღვრის კოორდინაცია, როგორც მოკლე, ასევე საშუალოვადიანი პერიოდისათვის;
ჩ) ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიის დამუშავების კოორდინაცია და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ც) ყოველდღიური მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების, ფინანსური ბაზრების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მომზადება.
მუხლი 19🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტებისა და ეკონომიკური რეფორმების პროცესში;
დ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;
ე) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ზ) პროტოკოლის წარმოება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
მუხლი 20🔗. დავების განხილვის სამსახური
დავების განხილვის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრებისა და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად;
ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება;
გ) საბჭოს მიერ საჩივრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება, კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება;
ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება.
მუხლი 21🔗. საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახური
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რისკების ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში შესაძლო სამართალდარღვევათა რისკების, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, გამოვლენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, მათი ანალიზი;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებთან შეთანხმების უზრუნველყოფა;
გ) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისათვის წარდგენილი ანგარიშების შესწავლა/დამუშავება/ანალიზი, მინისტრისთვის, ასევე სამსახურის მიერ განსაზღვრული საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.
მუხლი 22🔗. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის პროცესის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;
დ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და ჩატარება;
ე) სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სისტემის მართვა - თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის წარმართვა, შედეგების ანალიზი;
ზ) თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
თ) საკადრო ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ი) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;
კ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკისა და სტაჟირების პროცესის წარმართვა;
ლ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების ადამიანური რესერსების მართვის სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
მუხლი 23🔗. ფისკალური რისკების მართვის სამმართველო
ფისკალური რისკების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) წარმოდგენილი პროექტების/რეგულაციების ფისკალური რისკის ანალიზი, შეფასება და დასკვნის მომზადება;
ბ) რეკომენდაციების შემუშავება წარმოდგენილი პროექტებიდან/რეგულაციებიდან მომდინარე შესაძლო ფისკალური რისკების შემცირების მიზნით;
გ) პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
დ) ფისკალური რისკების რეგულარული ანალიზი და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა.
მუხლი 24🔗. სტრუქტურული რეფორმების სამმართველო
სტრუქტურული რეფორმების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ქვეყნის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, სტრუქტურული რეფორმების საჭიროებების გამოვლენა;
ბ) სტრუქტურულ რეფორმებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, რეფორმის სტრატეგიის მომზადება და მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება. განხილვების ორგანიზება შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით და შეთანხმებულ პროექტებზე დეტალური სამოქმედო გეგმების დამუშავება;
გ) მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების დანერგვის/განხორციელების კოორდინაცია, ამ პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ან გადახრების გამოვლენა და რეაგირების უზრუნველყოფა.
მუხლი 25🔗. სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველო
სახელმწიფო ინვესტიციებისა და საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასების სისტემის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა;
ბ) მხარჯავი დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოგროვების მექანიზმის დანერგვა;
გ) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ხარჯვის ტენდენციებსა და მიღწეულ შედეგებზე დაკვირვება და რესურსების ეფექტიანი განკარგვის შესაძლებლობის გამოვლენა;
დ) დაინტერესებულ მხარეებთან (საბიუჯეტო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, კერძო სექტორი და სხვა) საკომუნიკაციო არხების აწყობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებებისა და ინიციატივების მიღება და გაანალიზება;
ე) ბიუჯეტის გადასახდელების ანალიზი თემატურად გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით, შესაძლო გადაფარვებისა და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობების გამოვლენა;
ვ) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების განკარვასთან დაკავშირებულ მარეგულიბელ აქტებში, ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ცვლილებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;
ზ) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის ზრდის მიმართულებებით სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი დანერგვის მიზანშეწონილობის შეფასება და წინადადებების მომზადება;
თ) საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის პროექტისა და საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ი) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა, დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად;
კ) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, შეფასებული საინვესტიციო პროექტების ნუსხის პროექტის მომზადება;
ლ) საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემის დანერგვის კოორდინირება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებში.
მუხლი 26🔗. გადასახადების გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველო
გადასახადების გადამხდელების მოტივირების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციისა და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასება და განხორციელების დაგეგმვა;
გ) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციის ამაღლების მიზნით ინიციატივებისა და წამახალისებელი ინსტრუმენტების შემუშავება;
დ) გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მოტივაციისა და გადასახადების გადახდის მნიშვნელობის აღქმის გაზრდის მიზნით, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით, შედეგებზე დაკვირვება და საჭიროებისას, ცვლილებების ინიციირება.
მუხლი 27🔗. სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო
სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოში სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შემუშავება შესაბამისი კომპეტენტური მხარეების მონაწილეობით;
ბ) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებების გამოვლენა, კონსულტაციების გავლა შესაბამის კომპეტენტურ პირებთან და შესაბამისი ცვლილებების პროექტების შემუშავება;
გ) სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიცირება;
დ) სახელმწიფოსა და სათამაშო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის დადებული შეთანხმებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მობილიზაცია;
ე) სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტის შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირების უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) სათამაშო ბიზნესის რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესწავლა.
მუხლი 28🔗. შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველო
შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხის შეფასების შედეგებისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტრატეგიული განვითარების გეგმების შექმნის უზრუნველყოფა და გეგმის დამუშავების პროცესში სათანადო მხარდაჭერა;
ბ) შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით სამოქმედო გეგმების ფორმირების უზრუნველყოფა, მათი სათანადოდ განხორციელების ზედამხედველობა, დადგენილი ვადებისა და პირობების დაცვით;
გ) შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის საერთაშორისო მოთხოვნებთან თანხვედრის მიზნით საჭირო ცვლილებების მუდმივი გამოვლენის, დამუშავებისა და გეგმის დროული კორექტირების უზრუნველყოფა;
დ) შემოსავლების ადმინისტრირების სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების პროცესში გადახრების, პრობლემებისა და ხარვეზების გამოვლენა, მათი მიზეზების მოკვლევა და რეაგირების ღონისძიებების გატარებაში მხარდაჭერა;
ე) შემოსავლების ადმინისტრირების ხარისხისა და შედეგების შეფასების მეთოდებისა და მიდგომების შერჩევა და განსაზღვრული პერიოდულობით შეფასების პროცესის ორგანიზება, შესაბამისი მხარეების მონაწილეობით.
მუხლი 29🔗. დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველო
დაფინანსების შესაძლებლობების გამოვლენის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მუდმივი გამოვლენა და მათ შესახებ საინფორმაციო ბაზების ფორმირება/განახლება;
ბ) პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების სამომავლო გეგმების, მათი ინტერესებისა და პრიორიტეტული მიმართულებების დეტალური შესწავლა;
გ) პოტენციური დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მოთხოვნებსა და პირობებზე ინფორმაციის მოპოვება;
დ) დონორებთან, კრედიტორებთან და ინვესტორებთან მუშაობის პრაქტიკის განვითარება, ფინანსური რესურსების, მათ შორის, ტექნიკური დახმარების მოზიდვის შესაძლებლობების გამოვლენა და ამ თვალსაზრისით, საბიუჯეტო ორგანიზაციების მხარდაჭერა;
ე) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობების შეფასების თვალსაზრისით.
მუხლი 30🔗. სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველო
სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების განვითარების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო საშინაო ვალთან მიმართებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების პოპულარიზაცია და აღნიშნულ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება;
ბ) გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარების პროცესში მონაწილეობა;
გ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება.