„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№169
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.019878
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №169

2017 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18

1. მთავარი საჯარო თანამდებობა:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსი;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ე) სამსახურის უფროსის მოადგილე;

ვ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი;

ზ) მთავარი მრჩეველი.

3. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი;

ბ) მრჩეველი;

გ) მთავარი ბუღალტერი.

4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;

გ) სპეციალისტი;

დ) თანაშემწე;

ე) დამხმარე მოსამსახურე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.

 


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი