ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2017
ძალის დაკარგვა 28.12.2024
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016210
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 773 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2017 მიღება
28.12.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2017 წლის 31 მარტი ქ. სიღნაღი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების   აღრიცხვის   წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ წესის  ამოქმედებიდან  3  თვის ვადაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის  გამგეობამ  საკრებულოს დასამტკიცებლად  წარმოუდგინოს ,,ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების  განვითარების  ხელშეწყობის   განსახორციელებლად  გათვალისწინებული  თანხების  განკარგვის  წესი“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი დანართი ბინათმესაკუთრეთა   ამხანაგობების  აღრიცხვის   წესი მუხლი 1🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის  პროცედურები წესრიგდება  წინამდებარე  წესისა  და ,,ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  შესაბამისად. 2. ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდგომში  - ,,გამგეობა“)  მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის: ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი ან ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო  კრების  ოქმის  დედანი  (ამხანაგობის  წესდების  არარსებობის  შემთხვევაში); ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის წარდგენის შემთხვევაში საერთო კრებაზე  გადაწყვეტილების  მიმღებ  ამხანაგობის  წევრთა - (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა  სახელის, გვარისა და პირადი  ნომრების  მითითებით; გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ იმ მრავალბინიან მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელიც აირჩიეს თავმჯდომარედ; ე) ამხანაგობის  თავმჯდომარედ  მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს  შორის  გაფორმებული  ხელშეკრულების  ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი; ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის  ამონაწერი, რომელმაც  ამხანაგობის  სახელით  ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ  მმართველს. 3.  ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ   ერთხმად   მიღებული   გადაწყვეტილების   საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის აღრიცხვისათვის, ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული  დოკუმენტების  გარდა, ამხანაგობა  წარადგენს   გამგეობის  თანხმობას. 4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული  გადაწყვეტილების  საფუძველზე  ერთი  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  აღრიცხვისათვის, ამ  მუხლის  მეორე პუნქტში გათვალისწინებული  დოკუმენტების  გარდა, ამხანაგობა წარადგენს  გამგეობის  თანხმობას.  მუხლი 2🔗 1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული  უნდა  იყოს: ა) ამხანაგობის  მისამართი; ბ) ამხანაგობის  სახელი; გ) ამხანაგობის კრების  გამართვის თარიღი,  ადგილი,  დრო; დ) ამხანაგობის კრების  თავმჯდომარის სახელი  და  გვარი; ე) მრავალბინიან  სახლში ბინათა საერთო  რაოდენობა; ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე  წევრთა  საერთო  რაოდენობა; ზ) დღის  წესრიგი; თ) გადაწყვეტილების მიღების  მომხრეთა საერთო  რაოდენობა; ი) გადაწყვეტილების მიღების  მოწინააღმდეგეთა საერთო  რაოდენობა; კ) გადაწყვეტილება; ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის  შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის  უფლებამოსილების  ვადა. 2. ამხანაგობის  კრების  ოქმს  ადგენს  და  ხელს  აწერს კრების  თავმჯდომარე. მუხლი 3🔗 1. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს  და  გამოაქვს  გადაწყვეტილება  ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  აღრიცხვის  ან  აღრიცხვაზე უარის  თქმის  შესახებ, რომლის საფუძველზე გამგეობა გასცემს აღრიცხვის  ფურცელს. 2. ბინათმესაკუთრეთა   ამხანაგობის   აღრიცხვის  ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) აღრიცხვის ნომერს; ბ) აღრიცხვის თარიღს; გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების  შეტანის  თარიღს; დ) ამხანაგობის დასახელებას; ე) ამხანაგობის მისამართს. მუხლი 4🔗 1. ამხანაგობების  აღრიცხვის მონაცემთა  ბაზაში  ცვლილებების  შესატანად, ამხანაგობის  თავმჯდომარე ან საამისოდ  უფლებამოსილი  პირი  გამგეობას  მიმართავს  განცხადებით,  რომელსაც  თან  ერთვის: ა) ნოტარიულად  დამოწმებული ამხანაგობის  საერთო  კრების  ოქმის  დედანი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის  წევრთა  (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; გ) წევრთა ცვლილების  შემთხვევაში - ამხანაგობის  წევრთა სია,  სახელის, გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების  მითითებით; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, წინამდებარე წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, ან საჯარო რეესტრის ამონაწერი,  რომელიც  ადასტურებს  ამხანაგობის  ახალი  თავმჯდომარის  იმ  მრავალბინიან  სახლში  ბინის მესაკუთრედ  ყოფნის  ფაქტს, რომელშიც  იგი  თავმჯდომარედ  აირჩიეს; ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი   დოკუმენტების   ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობის  აღრიცხვა   და/ან  აღრიცხვის   მონაცემთა  ბაზაში  ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. 2. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა  ბაზაში ცვლილებების  შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე  უარის თქმის შესახებ. მუხლი 5🔗 ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს  წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის პირველი და მე-4  მუხლებით  გათვალისწინებული დოკუმენტების გამგეობაში წარუდგენლობა, ან  წარმოდგენილ  დოკუმენტებში  ისეთი  არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის  საფუძველზე  ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში  ცვლილებების  განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. მუხლი 6🔗 ამხანაგობა აღრიცხვიდან  მოიხსნება: ა) სააღრიცხვო  დოკუმენტაციაში  ისეთი  არაზუსტი  მონაცემების  მითითების  შემთხვევაში,  რომელიც გამორიცხვას  ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა  ამხანაგობის  აღრიცხვა  ან  აღრიცხვის  მონაცემთა  ბაზაში  ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების  შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“  საქართველოს კანონის  24-ე  მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული   ამხანაგობის  ლიკვიდაციის   შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით   გათვალისწინებულ   სხვა   შემთხვევებში. მუხლი 7🔗 ამხანაგობის თავმჯდომარის  არყოფნის,  ან  მის  მიერ  თავისი  მოვალეობის შესრულების  შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, ამხანაგობის თავმჯდომარის  მიერ  გაცემული  მინდობილობის   საფუძველზე. მუხლი 8🔗 ამხანაგობის  ნებისმიერი  წევრი  უფლებამოსილია, გაეცნოს  ამხანაგობის  სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსით  დადგენილი  წესის  შესაბამისად.