ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2017
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №------------------------------------------------- მოქ.: ----------------------------------------------- მცხ.: ----------------------------------------------- ტელ/მობ: --- -- -- -------------- ორგანიზაციის დასახელება: --------------------- ------------------------------------------------------------
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.150.016113
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2017
matsne.gov.ge 1,158 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნების წესის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესისა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ნიმუშის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.12.2015 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.04.2018 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 04.06.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.09.2014 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2017 წლის 3 აპრილი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებლოს 2014 წლის 19 დეკემბრის №26 დადგენილების მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალგორის მუნციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „საჯარო ინფომაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ დანართი № 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს განცხადების ფორმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისათვის დანართი № 3-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი №1 ახალგორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ახალგორის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე (მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს და ინფორმაციის კატეგორიებს. 2. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. 3. წესის მოქმედება ვრცელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. ინფორმაციის გამოქვეყნება 1. საჯარო ინფომაცია პროაქტიულად ქვეყნდება ახალგორის მუნციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.akhalgori.org.ge (შემდგომში – ვებგვერდი) შესაბამის განყოფილებაში. 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, ვებგვერდის ადმინისტრირებას ანხორციელებს გამგეობის საორგანიზაციო სამსახური და საკრებულოს აპარატი. ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საჯარო ინფომაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფენ საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. 4. პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ვებგვერდზე ინფორმაციის დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას. 5. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფომაცია საჯარო და უსასყიდლოა. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 6. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. მუხლი 3🔗. ინფორმაციის კატეგორიები 1. ვებგვერდზე პროაქტიული წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის კატეგორიას განეკუთვნება: ა) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ბ) ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს, ფრაქციებისა და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); გ) ინფორმაცია საკრებულოს წევრების შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); დ) საკრებულოს აპარატის უფროსის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ე) ინფორმაცია საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ვ) საკრებულოს რეგლამენტი, საკრებულოს აპარატის დებულება, კომისიების დებულებები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ზ) მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და გამგეობის სამსახურის უფროსების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); თ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ პირთა შესახებ: სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ი) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების შესახებ: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულის მითითებით (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); კ) საკრებულოს ნორმატიული აქტები, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც არ შეიცავენ სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას – ქვეყნდება გამოცემიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ლ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – ქვეყნდება დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); მ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა ქვეყნდება დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ნ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების ანგარიშები გაწეული მუშაობის შესახებ – ქვეყნდება წარდგენიდან 10 დღის ვადაში; ო) გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – ქვეყნდება საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიში – კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში; პ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ – ქვეყნდება კონკურსის გამოცხადებიდან 3 დღეში; ჟ) ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) შესახებ: სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ცხელი ხაზის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); ს)  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; ტ) ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საჯარო ინფორმაცია. შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. თუ დაინტერესებული მხარის  მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას, მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს ინფომაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარისათვის გადაცემა. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში /მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ზემოთ ჩამოთვლილი დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული განცხადების ფორმის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის/საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელ.განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებას/საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში შესაბამის განცხადებაზე რეაგირება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით. 4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება საკრებულოს აპარატსა და გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში განცხადების ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. დანართი №3 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს ------------------------------------------------- მოქ.: ----------------------------------------------- მცხ.: ----------------------------------------------- ტელ/მობ: --- -- -- -------------- ორგანიზაციის დასახელება: --------------------- ------------------------------------------------------------ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით ------------------------------- 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა. 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე. 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა. (მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ------------                                             თარიღი ---------