ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2017
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2017 წლის 3 აპრილი
სოფ. წეროვანი
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილება (010250020.35.150.000518) გამოცხადდეს ძალადაკარგულად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
დანართი
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო სამსახური
1. მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის მუშაობის დაგეგმვასა და ორგანიზაციას, გამგეობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან, საჯარო მოხელეებისაგან (საქმისწარმოების განყოფილება – ერთი მთავარი სპეციალისტი, საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება – ერთი უფროსი სპეციალისტი, ერთი წამყვანი სპეციალისტი – მძღოლი).
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებით, ამ დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 და მე-17 მუხლით. ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. საორგანიზაციო სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ) მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ საკრებულოს, მუნიციპალურ სამსახურებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის;
დ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
ე) გამგეობის, მუნიციპალური სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს სამუშაოთა გეგმების მომზადებას;
ვ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ზ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;
ი) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
კ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ლ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას „ერთი ფანჯრის” პრინციპის დაცვით;
მ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ნ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ო) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
პ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ჟ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;
რ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ტ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას.
მუხლი 4🔗. სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. განყოფილებაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულია ერთი მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების სფეროში, რომლის მოვალეობაა:
ა) საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და დოკუმენტბრუნვის დადგენილი წესების დაცვა;
ბ) განყოფილების უფროსისათვის წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება საქმისწარმოების პროცედურებთან, დოკუმენტირების სტანდარტებთან და დოკუმენტბრუნვის წესებთან დაკავშირებით;
გ) ფოსტით ვებგვერდის მეშვეობით და ელექტრონული ფოსტით გამგეობაში შემოსული განცხადებებისა და სხვა კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და ინდექსაცია, ადრესატებისა და შემსრულებელთათვის დანაწილება;
დ) ვებგვერდის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული განცხადებების რეგისტრაცია, მათი დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ე) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ვ) საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად;
ზ) საქმეთა ნომეკლატურის შედგენა;
თ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ი) საქმეთა ნომეკლატურის მიხედვით საქმეთა ელექტრონული დაარქივება;
კ) მოქალაქეთა კონსულტირება მიმდინარე საქმეების სტატუსთან დაკავშირებით;
ლ) განმცხადებელთათვის შესრულებული დოკუმენტების და საქმის სტატუსთან დაკავშირებული შეტყობინებების გადაგზავნა.
მუხლი 5🔗. სამსახურის საინფორმაციო განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით მიღებული საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას;
გ) ინიციირებული საკრებულოს დადგენილებების პროექტების, საკრებულოს დღის წესრიგის პროექტის გამოქვეყნებას;
დ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას;
ე) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;
ვ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
ზ) ადგილობრივი თვითმართველობის თანამდებობის პირთა პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ პერიოდული პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას, მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
თ) ჟურნალისტების აკრედიტაციას მუნიციპალიტეტში;
ი) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
კ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
ლ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
მ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას.
ნ) საჯარო ინფორმაციის მენეჯმენტი;
ო) საჯარო ინფორმაციის გაცემა;
2. განყოფილებაში შტატით გათვალისწინებულია ერთი უფროსი სპეციალისტი – პრეს-მენეჯერი, რომლის მოვალეობაა:
ა) მუნიციპალიტეტის ბეჭდვითი ორგანოს – გაზეთ ,,ახალგორის“ გამოცემა;
ბ) მუნიციპალიტეტის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაზეთ ,,ახალგორში’’ გამოქვეყნება;
გ) დევნილთა კულტურული და სპორტული ცხოვრების მოკლე მიმოხილვების გამოქვეყნება;
დ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების, პრეს-რელიზების მომზადება, რედაქტირება და გამოქვეყნება;
ე) გაზეთში ოფიციალური მასალის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებლობა.
მუხლი 6🔗. დებულების ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.