ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2017
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2017
matsne.gov.ge 724 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.06.2018 წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2017 შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 23.02.2018 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2017 წლის 3 აპრილი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად /თან ერთვის/. მუხლი 2🔗 „ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილება (010250020.35.150.00518) გამოცხადდეს ძალადაკარგულად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას; 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისა და საჯარო მოხელეებისაგან (ერთი მთავარი სპეციალისტი სახაზინო პროგრამაზე მუშაობის მიმართულებით, ერთი მთავარი სპეციალისტი მიზნობრივი ტრანსფერის პროგრამაზე მუშაობის მიმართულებით). 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება; ბ) საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება; გ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახაზინო განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებით და სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის მოვალეობას ანხორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება -მოვალეობებს ანხორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-15, მე-16, მე-17 მუხლებით და ამ დებულებით. 7. სამსახურის მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; ვ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; ზ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალების და თვეების მიხედვით; თ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; ი) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; კ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშგების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ლ) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; მ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; ნ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ო) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზის, შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; პ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; მუხლი 4🔗. საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) მუნიციპალური სამსახურების, თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; გ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; ე) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; ვ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაწერას კვარტალების და თვეების მიხედვით; ზ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება 1. სამსახურის საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას; დ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ე) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახაზინო განყოფილება 1. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სახაზინო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; ბ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო და სხვა გადასახადების გადაცემას; გ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების შესაბამისად ხარჯვის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; დ) მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.