„2004 წელს პირველი რიგის სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აგვისტოს №385 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №460
2004 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„2004 წელს პირველი რიგის სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აგვისტოს №385 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„2004 წელს პირველი რიგის სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აგვისტოს №385 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №86) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ბრძანებულების №1 დანართის 2004 წელს პირველი რიგის სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) ჩამონათვალს 39-ე რიგის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 და 392 რიგები:
| № რიგზე | პროგრამის დასახელება | პროგრამის წარმდგენი | 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სავარაუდო თანხა |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 391 | ხორბლის შესყიდვა | სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 500,0 |
| 392 | მცირე და საშუალო საკონსერვო მრეწველობის წახალისების ღონისძიებები | სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 300,0 |
2. ბრძანებულების №2 დანართს „2004 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) ანოტაციები“ დაემატოს შემდეგი რედაქციის ანოტაციები:
ა) ხორბლის შესყიდვის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას. პროგრამის განხორციელება ნაწილობრივ მოხსნის ხორბლის შესყიდვაში არსებულ პრობლემებს მოსავლის აღების პერიოდში და ხელს შეუწყობს სასურსათო ხორბლის მარაგის შექმნას;
ბ) მცირე და საშუალო საკონსერვო მრეწველობის წახალისების ღონისძიებების პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებით საკონსერვო დარგის გამოცოცხლებისათვის გარკვეული პირობების შექმნას, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, შიდა ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრების პროცესის დაწყებას, შრომითი რესურსების დასაქმებას სოფლად ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნით.
მ. სააკაშვილი