„ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 თებერვლის №39 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№462
სარეგისტრაციო კოდი
460.080.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 119, 22/10/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №462

2004 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის                             12 თებერვლის №39 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

2004 წელს სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ძირითად შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები) საპრიზო ადგილებზე გასულ საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო პერსონალისა და ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციული ჯგუფის დაჯილდოების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით შეტანილ იქნეს ცვლილება „ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 თებერვლის №39 ბრძანებულებაში (სსმ III, 12.02.02, №15, მუხ. №101) და მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ორი აბზაცი:

„საექიმო პერსონალის ჯგუფს მიეცეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით.

ოლიმპიური ნაკრები გუნდის ადმინისტრაციულ ჯგუფს მიეცეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით“.

მ. სააკაშვილი