„წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.155.016217
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 3 აპრილი

ქ. წალკა


 

„წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის №4 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 10/02/2017, 010250020.35.155.016215) და დადგენილებით დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №6 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დანართის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები  მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.“.

3. დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება;“;

4. დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები

1. წალკის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია, ქიმიოთერაპია)  დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ  ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები  C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა გამოკვლევებისა და მკურნალობის მონიტორინგისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება.

2. არ დაფინანსდება პლასტიკური ოპერაციები, სტაციონარული და მედიკამენტოზური მკურნალობა.“.

5. დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი  დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი) თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელია;

დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე)  საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

6. დანართის მე-8 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. დანართის  მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. დანართის  მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება“.

1. სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა:

ა) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა (უპატრონო) მიცვალებულების  დაკრძალვის ხარჯებისათვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების (სარეიტინგო ქულით 150000-მდე)  დაკრძალვის ხარჯებისათვის  ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2.  წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (ID ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში – საინფორმაციო ბარათი);

გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან გამგებლის წარმომადგენლის  მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი  პირის დაკრძალვის ხარჯების შესახებ.

4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს პირის გარდაცვალებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.

10. დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  და ფაქტობრივად მცხოვრები  მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან  ან არ ფინანსდებიან ან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით

1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების  (ოპერაცია, ქიმიოთერაპია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს დარჩენილი თანხის:

ა) 700 (შვიდასი)  ლარამდე – 100 %-ით;

ბ) 2000 (ორი ათასი) ლარის ჩათვლით  – 50 %-ით;

გ) 2000 (ორი ათასი) -ზე ზევით – 1300 ლარით.

2. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეების, სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია, ქიმიოთერაპია) დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან  სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50%-ით,  არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

3. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია).

დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) მომართვა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტიდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი