სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.04.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №62/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430200000.22.022.017316
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.2017 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (18)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ჰელმჰოლცის ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ გერმანიის კვლევითი ფონდისა (DFG) და სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი საერთაშორისო საინიციატივო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№62/ნ
2017 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა
დანართი
სსიპ –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (შემდგომში – DAAD-ი) ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის (შემდგომში – პროგრამის) საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) არეგულირებს ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის (შემდგომში – საგრანტო კონკურსი) გამართვის წესს, საგრანტო პროექტების შეფასებისა და მონიტორინგის საკითხებს.
2.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს:
ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში;
ბ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით;
გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.
3.
საგრანტო კონკურსი ფინანსდება საქართველოს და გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი და DAAD-ი ერთობლივად.
4.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს:
ა) ახალგაზრდა მეცნიერების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას;
ბ) დოქტორანტების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას;
5.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დადგენილების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ახალგაზრდა მეცნიერი – საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი;
ბ) დოქტორანტი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) დოქტორანტის ხელმძღვანელი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის კვლევით პროექტს;
დ) დოქტორატის თანახელმძღვანელი –
გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო/აკადემიური პერსონალი, რომელიც თანახელმძღვანელობს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის კვლევით პროექტს;
ე) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი;
ვ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერი, დოქტორანტი, ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი და ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი;
ზ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი – საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომელსაც დისერტაციის ადგილობრივ ხელმძღვანელთან ერთად, სამეცნიერო თანახელმძღვანელობას უწევს გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო/აკადემიური პერსონალი;
თ) კომისია – საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელი ექსპერტთა ჯგუფი;
ი) პროექტი – განმცხადებლის მიერ გრანტის მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, DAAD-ში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი;
კ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო გრანტის საერთო ოდენობა;
ლ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – DAAD-ის მხრიდან პროექტების შესაფასებლად კომისიისათვის განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით;
მ) საბოლოო ანგარიში – პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან DAAD-ში წარდგენილი საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიში;
ნ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ო) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა;
პ) საკონკურსო განაცხადი – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ჟ) სტაჟირება – ახალგაზრდა მეცნიერის, დოქტორანტის და ერთობლივი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის კვლევითი ვიზიტი გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან/და კვლევით ინსტიტუტში;
რ) ფონდი – სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ს) DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური.
მუხლი 3🔗.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება
1.
გრანტის მოპოვება შეიძლება მხოლოდ საგრანტო კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსს აცხადებს და ადმინისტრირებას უწევენ ფონდი და DAAD-ი ერთობლივად ამ წესითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით.
2.
ფონდი DAAD-თან შეთანხმებით უზრუნველყოფს:
ა) კონკურსის გამოცხადებას, საკონკურსო განაცხადის მიღების ვადების დადგენას; საგრანტო კონკურსის პირობების, პროექტის ფორმების, საკონკურსო განაცხადისა და პროექტის შესრულების ანგარიშების ფორმების შემუშავებასა და დამტკიცებას;
ბ) კომისიის მიერ გამარჯვებული პროექტების რანჟირებული სიების დადგენას და საჭიროების შემთხვევაში, პროექტებში ცვლილებების შეტანას;
გ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებასა და გრანტის გაცემას.
3. DAAD-ი უზრუნველყოფს:
ა) პროექტების რეგისტრაციასა და ფონდისათვის რეგისტრირებული პროექტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას;
ბ) კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც გულისხმობს წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის შესაბამისობის დადგენას კონკურსის პირობებთან;
გ) პროექტის შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების უზრუნველყოფას, მათ შორის კომისიის დამტკიცებას;
დ) საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 4🔗.
სუბიექტები
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებს;
ბ) დოქტორანტებს;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებს.
მუხლი 5🔗.
საგრანტო კონკურსის პირობები
1.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგძლივობაა:
ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში წარდგენილი პროექტებისათვის – არანაკლებ 4 თვე და არაუმეტეს 6 თვე;
ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში წარდგენილი პროექტებისათვის – 3 თვე;
გ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში წარდგენილი პროექტებისათვის – 6 თვე.
2.
საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს:
ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში – არაუმეტეს 15 პროექტის დაფინანსებას;
ბ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში – არაუმეტეს 9 პროექტის დაფინანსებას;
გ) ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ფარგლებში – არაუმეტეს 6 პროექტის დაფინანსებას.
3.
კომისიის რეკომენდაციითა და ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის ცვლილება.
მუხლი 6🔗.
კონკურსის ფინანსური უზრუნველყოფა
1.
გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი თანხა შეიძლება მოიცავდეს:
ა) სტიპენდიას;
ბ) ახალგაზრდა მეცნიერის, დოქტორანტის და ერთობლივი პროგრამის დოქტორანტის მგზავრობის ხარჯებს;
გ) დოქტორანტის და ერთობლივი პროგრამის დოქტორანტის დაზღვევის ხარჯებს;
დ) ერთობლივი პროგრამის დოქტორანტის ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯებს.
2.
ფონდი აფინანსებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების 50%-ს.
3.
ფონდის მხრიდან გასაცემი დაფინანსება, კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, ჩაირიცხება DAAD-ის მიერ ფონდში წარდგენილ ანგარიშზე.
4.
ამ მუხლის პირველი პუნქტში გათვალისწინებული ხარჯების ოდენობა დადგინდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტის გათვალისწინებით.
მუხლი 7🔗.
კონკურსის ეტაპები
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:
ა) ფონდის მიერ ერთობლივი კონკურსის გამოცხადება DAAD-თან შეთანხმებით;
ბ) საკონკურსო განაცხადების წარდგენა DAAD-ში;
გ) DAAD-ის მიერ შედგენილი კომისიის მიერ პროექტის შეფასება;
დ) ფონდისა და DAAD-ის მიერ გამარჯვებული პროექტების ერთობლივად გამოვლენა;
ე) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8🔗.
პროექტების შეფასება
1.
პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას უზრუნველყოფს DAAD-ი.
2.
DAAD-ი ამტკიცებს კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს.
3.
კომისიის დაკომპლექტება მოხდება DAAD-ის და ფონდის მიერ წარდგენილი წევრებისგან.
მუხლი 9🔗.
ინტერესთა კონფლიქტი
1.
დაუშვებელია კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე;
2.
არ შეიძლება პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს ექსპერტი:
ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის განმცხადებელთან ან მონაწილეობდა მასთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში;
ბ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის განმცხადებლისგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3.
ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
მუხლი 10🔗.
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება
1.
კომისიის შეფასებისა და DAAD-თან საბოლოო შეთანხმების საფუძველზე, ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით შედგენილი რანჟირებული სიებიდან გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები.
2.
გამარჯვებული პროექტების გამოვლენის შემდგომ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას.
მუხლი 11🔗.
პროექტის შესრულების მონიტორინგი
1.
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულo ტრანში გრანტის მიმღებს DAAD-ის მიერ გადაერიცხება ავანსის სახით. გრანტის მიმღების მიერ, შესაბამისი ანგარიშის DAAD-ისთვის წარდგენის საფუძველზე, ხორციელდება დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი, რომელიც მოიცავს პროექტის ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2.
ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს, საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, გრანტის მიმღებისთვის გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3.
მონიტორინგის მიზნებისათვის, გრანტის მიმღების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ანგარიშის განხილვის წესი განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.
4.
პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას DAAD-ი ეყრდნობა გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კვლევით ინსტიტუტის მიერ გაცემულ წერილობით ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ გავლილი სტაჟირების შესახებ. გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან კვლევით ინსტიტუტის წერილში მითითებული უნდა იყოს სტაჟირების დაწყებისა და დასრულების თარიღები.
5.
ანგარიშების განხილვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, DAAD-ი ვალდებულია, ფონდს მიაწოდოს ინფორმაცია გაწეული ხარჯების და შესრულებული აქტივობების შესახებ გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.
მუხლი 12🔗.
პროექტის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
1.
პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.
ფონდი და DAAD-ი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი), თუ გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია.
3.
გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, გრანტის მიმღებს, ფონდს და DAAD-ს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად.
4.
პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში, ავანსად გადარიცხულ ტრანშზე DAAD-ში წარდგენილია შესაბამისი ანგარიშები, წარდგენილი ანგარიშების განხილვის საფუძველზე, DAAD-ის მიერ ფონდისთვის მიწოდებულია ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.